ოთხშაბათი, 24.04.2024, 00:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი
Category: ახალი ამბები | Views: 1419 | Added by: TordinsoN | Date: 17.07.2011

photo
დაიბადა 1975 წლის 10 მარტს თბილისში 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ეკონომისტი 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1713 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

photo
დაიბადა 1981 წლის 26 ოქტომბერს თბილისში 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფიზიკოსი 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1576 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

photo
დაიბადა 1981 წლის 25 აპრილს თბილისში 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1533 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

photoდაიბადა 1980 წლის 19 დეკემბერს თბილისში 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1483 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

photo
დაიბადა 1979 წლის 31 მაისს თბილისში 

დაამთავრა "ESM თბილისი" სპეციალობით ბიზნეს–ადმინისტრირება 

ამჟამად ცხოვრობს თბილისში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1412 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

photoდაიბადა 1976 წლის 7 აპრილს ბათუმში 

დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მათემატიკოსი 

ამჟამად ცხოვრობს ბათუმში 
... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1917 | Added by: NaTia | Date: 09.06.2011

ჰანს-ჰერმან ჰოპე – "მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ”

თარგმნა ლელა ვადაჭკორიამ

I. თეორია: კერძო და საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების ეკონომიკური საფუძვლების შედარებითი ანალიზი

ხელისუფლება იძულების უფლების ტერიტორიალური მონოპოლისტია – ერთგვარი დაწესებულება, რომელსაც შეუძლია ჩაბმული იყოს კერძო მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების მუდმივ, ინსტიტუციონალიზებულ ხელყოფასა და ექსპლუატაციაში – კონფისკაციის, დაბეგვრის და რეგულირების გზით. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის ქედმაღლობისა და პირადი ანგარების გათვალისწინებით, ყოველი ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ, რომ ის ამ მონოპოლიას გამოიყენებს და ამიტომ, ექსპლუატაციის მატებისკენ მიდრეკილებას გამოავლენს.(1)

თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლების ყოველი სახესხვაობა თანაბრად წარმატებული აღმოჩნდეს ან თუნდაც ერთიდაიმავე გზით მოქმედებდეს. ელემენტარული ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ხელისუფლების ქცევა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი პოლიტიკის გავლენა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გასხვავდებოდეს, იმისდა მიხედვით, სახელისუფლებო აპარატი კერძო თუ საზოგადოებრივი კუთვნილებაა.(2)

ხელისუფლების კერძო მფლობელობის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ექსპროპრირებული რესურსები და სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია პირად საკუთრებაშია. სათანადო რესურსები მმართველის პირად ქონებას ერთვის და ისე განიხილება, თითქოს მისი ნაწილი იყოს. სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია ამ ქონებაზეა მიბმული, როგორც უფლება და მისი მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1477 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი I.

ლეველინ როქველი – "ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი”

(გამოქვეყნდა 1996 წელს)

თარგმნეს თეა ბიწაძემ და პაატა შეშელიძემ

შესავალი

ყოველ ოთხ წელიწადში, როცა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მე ერთადერთი ოცნება მაქვს, არ მაინტერესებდეს და არ ვღელავდე, თუ ვის აირჩევენ და ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უფრო მეტიც, არ მჭირდებოდეს, რომ ვიცოდე და ვღელავდე. არ ვიყო ვალდებული ხმა მივცე, ან რაიმე ყურადღება დავუთმო საარჩევნო კამპანიის დებატებს. შემეძლოს უგულვებელვყო ყველა საარჩევნო რეკლამა და ასეთი ქმედებით, არ ვრისკავდე ჩემი ოჯახის, ან ქვეყნის კეთილდღეობით. ჩემი თავისუფლება და საკუთრება კი იმდენად დაცული იყოს, რომ საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. პრეზიდენტის სახელის ცოდნაც არ უნდა მჭირდებოდეს.

ჩემს ოცნებაში, პრეზიდენტი უფრო მეტად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და იგი, ჩემთვის და ჩემი თემისათვის, თითქმის უხილავია. მის განკარგულებაში არაა საზოგადოებრივი დოვლათი. იგი არ ხელმძღვანელობს რომელიმე მარეგულირებელ დეპარტამენტს. მას არ ძალუძს დაგვბეგროს გადასახადებით; გააგზავნოს ჩვენი შვილები უცხო ქვეყანათა ომებში; თავისი სურვილისამებრ გადაანაწილოს დოვლათი მდიდრებზე ან ღარიბებზე; მოსამართლეების დანიშვნით, ჩვენი თვითმმართველობის უფლება წაგვართვას; მართოს ცენტრალური ბანკი, რომელიც განუსაზღვრელად ზრდის ფულის მიწოდებას და ხელოვნურად იწვევს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1159 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი IV. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – "ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში”

(გამოქვეყნდა 1945 წ.)

თარგმნა დავით ხანთაძემ

I

რაში მდგომარეობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც გვსურს, როდესაც რაციონალური ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებას ვცდილობთ?

ყველაზე გავრცელებული მიდგომის მიხედვით, პასუხი სრულიად მარტივია: თუ სათანადო ინფორმაციას სრულად ვფლობთ, თუ შეგვიძლია, რომ პრეფერენციების მოცემულ სისტემას დავეყრდნოთ და თუ ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ სრულყოფილ ცოდნას ვფლობთ, მაშინ გადასაწყვეტი მხოლოდ ლოგიკური ხასიათის პრობლემა დაგვრჩება. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს არსებული საშუალებების საუკეთესო გამოყენება, ჩვენსავე დაშვებებში იგულისხმება. პირობები, რომელშიც პრობლემები ოპტიმალურად წყდება, სავსებით შესაძლებელია, რომ მათემატიკური ფორმით ჩამოყალიბდეს, ანუ ნებისმიერი ორი სახის საქონლის ან საწარმოო ფაქტორის ურთიერთჩანაცვლების ზღვრული ნორმა მათი ნებისმიერი გამოყენებისას ერთი და იგივე უნდა იყოს.

როგორც არ უნდა იყოს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოების წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემა არ არის. ზემოხსენებული ლოგიკური პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავებული ეკონომიკური გათვლები მართალაც რომ იყოს საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საკუთრივ პრობლემის გადაწყვეტად მაინც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1533 | Added by: NaTia | Date: 17.04.2011

1 2 3 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები