პარასკევი, 19.04.2024, 22:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

დიდი კანიონი.


დიდი კანიონი.

დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულია კოლორადოს პლატოზე, შტატ არიზონაში, აშშ. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.

ტურიზმი .

დიდ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ათვალიერებს. ტარდება ექსკურსიები თვითმფრინავითა და ვერტმფრენებით. კანიონი დასერილია მრავალი ვიწრო და განიერი ბილიკით. განვითარებულია საწყლოსნო ტურები. გახსნილია მუზეუმები, რომლებიც კანიონის გეოოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.






Category: ენციკლოპედია | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ექსპო-67 — მსოფლიო ექსპოზიცია, რომელიც 1967 წელს ჩატარდა მონრეალში, კანადა, კანადის კონფედერაციის 100 წლისთავზე.

ექსპოზიცია ყველაზე წარმატებული მსოფლიო გამოფენა გახდა XX საუკუნეში, 50 მილიონზე მეტი დამთვალიერებელით 62 მონაწილე ქვეყნიდან. მან ასევე რეკორდი დაამყარა ერთ დღეში მოსული მნახველებით — გამოფენის გახსნიდან მესამე დღეს აქ 569 ათასი დამთვალიერებელი მოვიდა.


1967 წლის ექსპოზიციის ჩატარება თავდაპირველად საბჭოთა კავშირში იყო გამიზნული ოქტომბრის რევოლუციის 50 წლის თავზე, თუმცა რაღაც მოსაზრებების გამო საბჭოთა კავშირმა ღონისძიება გააუქმა, რის გამოც საორგანიზაციო კომიტეტმა მასპინძლად კანადა აირჩია.

გამოფენას მრავალი გამოჩენილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, პრინცესა გრეის კელი, რობერტ კენედი და ჯაკლინ კენედი, საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი, ბინგ გროსბი და მარლენ დიტრიხი.

გამოფენის ძირითადი ღირსშესანიშნაოებები იყო საბჭოთა და ამერიკკული პავილიონები. გამოფენას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საბჭოთა პრესამ და ტელევიზიამ. ექსპოზიციის დასრულების შემდეგ საბჭოთა პავილიონი თავიდან ააწყვეს და გამოფინეს ვედეენხას ტერიტორიაზე, ამერიკული პავილიონი 1970-იან წლებში ხანძარმა იმსხვერპლა, თუმცა ის მოგვიანებით აღადგინეს. საბჭოთა პავილიონი ასევე ყველაზე მეტ დამთვალიერებელს იპყრობდა (სულ 12 მილიონი).

Category: ენციკლოპედია | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

საბჭოთა პავილიონს აგვირგვინებდა ვერა მუხინას მუშისა და გლეხის უზარმაზარი ქანდაკება.

თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ექსპოზიცია (Exposition Internationale des Arts et Techniques dans la Vie Moderne) — საერთაშორისო გამოფენა, ჩატარდა 1937 წელს პარიზში, საფრანგეთი.

გამოფენები.


გამოფენათაგან ყველაზე თვალსაჩინო იყო ესპანური პავილიონი. ექსპოზიცია ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ჩატარდა და ესპანეთის მეორე რესპუბლიკაში გაჩაღებული ბრძოლების მკაფიო ასახვა ამ პავილიონში პაბლო პიკასოს განთქმული ფერწერული ტილო "გერნიკა" იყო, რომელშიც ომის საშინელებებია აღბეჭდილი.

ორ სხვა აღსანიშნავ პავილიონთა შორის იყო ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. მსოფლიო ექსპოზიციათა ორგანიზაციამ გერმანიის და საბჭოთა პავილიონები ერთმანეთის პირისპირ განათავსა. ამის გამო ჰიტლერმა მონაწილეობაზე უარის თქმა მოისურვა, თუმცა მისმა არქიტექტორმა ალბერტ შპეერმა, რომელმაც შემთხვევით პარიზში ყოფნისას საბჭოთა პავილიონის გეგმას მოჰკრა თვალი, დაარწმუნა იგი მონაწილეობაზე, აჩვენა რა გერმანიის პავილიონის საკუთარი გეგმა.

ექსპოზიცია დაგვიანებით გაიხსნა და ამ დროისთვის მხოლოდ გერმანული და საბჭოთა პავილიონები იყო დასრულებული. ამან და იმ ფაქტმაც, რომ ეს პავილიონები ერთამენეთის პირისპირ იყო განლაგებული ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1036 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

1900 წლის უნივერსალური ექსპოზიცია.


1900 წლის მსოფლიოს უნივერსალური ექსპოზიცია (Exposition Universelle) — მსოფლიო გამოფენა ჩატარებული პარიზში, საფრანგეთი, გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიღწევების აღსანიშნავად და მომავალი საუკუნის განვითარების დასაჩქარებლად. ექსპოზიცია 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა (იმ დროის მსოფლიო რეკორდ), თუმცა ორგანიზატორებისთვის მომგებიანი არ ყოფილა და საფრანგეთის მთავრობას 2 მილიონი ფრანკი დაუჯდა. ექსპოზიციაზე 76.000 საგამოფენო სტენდი იყო და 1,12 კვ. კმ ფართობი ეჭირა.

ამ ექსპოზიციაზე მოხდა პირველად ხმოვანი კინოსა და ესკალატორის პრეზენტაცია. აქვე გამოფენილი იყო პანორამების და პანორამული ტექნოლოგიების დიდი რაოდენობა, როგორიცაა სინეორამა, მარეორამა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის პანორამა.

ექსპოზიცია გრძელდებოდა 14 აპრილიდან 10 ნოემბრამდე. სპეციალურმა კომიტეტმა გუსტავ ეიფელის ხელმძღვანელობით ოქროს მედალი მიანიჭა ლავრ პროსკურიაკოვის პროექტს ენისეის ხიდისთვის კრასნოიარსკში.

სპეციალურად ექსპოზიციისთვის აგებულ იქნა პარიზის მრავალი დღეისთვის ღირშესანიშნავი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ლიონის სადგური, ორსეს სადგური (ამჟამად ორსეის მუზეუმი), ალექსანდრე III-ის ხიდი, გრან პალე, ლა რუში, და პეტი პალე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიციის დღემდე შემორჩენილი სიმბოლო.


ქალაქ ნიუ-იორკში დღემდე ორი მსოფლიო ექსპოზიცია ჩატარდა:

ნიუ-იორკის მსოფლიო ექსპოზიციის დღემდე შემორჩენილი სიმბოლო.
ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1939 (1939-1940) ფლაშინგ მიდოუს პარკში, ქუინზი — ამ ექსპოზიციაზე გამოჩნდა ფუტურამა, ტრილონი და პერისფერო.

ჩაფიქრებული მისი ორგანიზატორების მიერ როგორც დიდი დეპრესიის გაჭირვების ანტიდოტი მომავლის იმედის ასახვით, გამოფენაზე ხაზგასმული იყო საერთაშორისო თანამშრომლობა და ტექნოლოგიის გაველნა მსოფლიოს მომავალზე.

ამ პერიოდში მსოფლიო ექსპოზიცია კულტურული ფენომენი იყო და მან 45 მილიონი მნახველი მოიზიდა ორი წლის ფუნქციონირების განმავლობაში. პირველი ზაფხულის შემდეგ მნახველების რაოდენობა წინასწარ გათვლილზე საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ბილეთის ფასი შეემცირებინათ გამოფენის თემების გადახალისებასთან ერთად. თუმცა მეორე წლის ბოლოს საერთო მნახველთა რაოდენობა პროგნოზზე 5 მილიონით ნაკლები იყო და გამოფენამ თავი ბანკროტად გამოაცხადა.


ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა 1964 (1964–1965), ასევე ფლაშინ მიდოუს პარკში, ქუინზი. ამ გამოფენის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა უნისფერო იყო.

ეს ადგილი შემდეგ პარკად გადაკეთდა, სადაც ბინა ნიუ-იორკის შის სტადიონმა დაიდო. აქ თამაშობს ნიუ-იორკ მეტსის გუნდი.

Category: ენციკლოპედია | Views: 981 | Added by: NaTia | Date: 24.05.2010

« 1 2 ... 69 70 71 72 73 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები