პარასკევი, 19.04.2024, 12:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია
ჟურნალი „გუმბათი" № 46 (60)
17–23 ნოემბერი, 2008
რუბრიკა „თამაში"


გიორგი მოსიძეს გამოცნობა უფრო მოსწონს


რა? სად? როდის? – ეს კითხვები ტელეეკრანიდან გვესმის და მოაზროვნეებიც ცდილობენ ამომწურავი პასუხი გასცენ. გადაცემის ავტორს და წამყვანს გიორგი მოსიძეს ფორმატის გათვალისწინებით სიმკაცრის გამოჩენა, მოთამაშეების დაბნევა და მათი ექსტრემალურ სიტუაციაში ჩაყენება ევალება, რათა შოუ სანახაობრივი იყოს. გიორგის კაბინეტში გაკრული აქვს 1972 წელს დაბადებულ წარმატებულ ადამიანთა სია, რომელსაც ამშვენებს კითხვა: შენ რას მიკეთებ? როგორც თავად გვითხრა ეს მისი მეუღლის გაკეთებულია.

გიორგი მოსიძე: – იდეა, რომ საქართველოში რა? სად? როდის? გვეთამაშა, 1991 წელს დაიბადა. მაშინ მე, ლაშა კილაძე, ლევან კობერიძე და ჩვენი მეგობრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. თამაშები რეგულარულად ტარდებოდა, მაგრამ თავიდან არასატელევიზიო იყო. 1996 წლის შემოდგომაზე პირველად გავიდა ეთერში "ინტელექტ–კლუბი” პირველ არხზე. რაღაც ეტაპზე მან თავისი თავი ამოწურა და 2008 წელს 6 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ რეიტინგს, იმედია ასეც გაგრძელდება.
– ვინც პირველ პროექტში თამაშობდა, დღეს მათგან ბევრი აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული. მაგალითად, ნიკა გვარამია.
გ.მ.: არა მხოლოდ ნიკა გვარამია. მაღალ თანამდებობაზეა საგარეო საქმეთა სამინისტროში სერგი კაპანაძე, არჩილ მაჭავარიანი მუშაობს უშიშროების საბჭოში, დავით ჭოჭუა პარლამენტში, გიორგი ლომიძე – ეროვნულ ბანკში. ასე რომ, მოაზროვნეები ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1171 | Added by: PaTSoN | Date: 29.03.2010

« 1 2 ... 172 173 174
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები