ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი



მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ.


მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.


მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.

ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.


რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა საზარლობა დატრიალდებოდა იმ საწოლში, საცა მყუდროდ ეძინა სამეფო სახლობას.


პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა, იმ დროს საქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1501 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

1912 წლის აპრილში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაძირული ბრიტანული გემის ”ტიტანიკის” ერთ-ერთი მგზავრის წერილი უილტშირის საგრაფოში გამართულ აუქციონზე 55 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ეს მსგავსი კორესპონდენციის აუქციონზე გაყიდვის შედეგად შემოსული რეკორდული თანხაა. ამის შესახებ BBC News.

სამგვარდიანი წერილი პირველი კლასის მგზავრმა ადოლფ სააფელდმა გემის ჩაძირვამდე ხუთი დღით ადრე საკუთარ მეუღლეს მისწერა.

წერილში მამაკაცი მეუღლეს საზღვაო კრუიზის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს, გემზე არსებული ყოფა-ცხოვრების თავისებურებებზე უამბობს და ასევე ატყობინებს, რომ საუტჰემპტონის პორტიდან გამოსვლის დროს ”ტიტანიკი” სხვა სამგზავრო ლაინერ ”ნიუ-იორკს” კინაღამ შეეჯახა.

წერილიდან ჩანს, რომ მგზავრს ”ტიტანიკზე” ყოფნა ძალიან მოსწონდა და კმაყოფილი იყო მოგზაურობით.

წერილი დიდ ბრიტანეთში მდებარე ერთ-ერთმა მუზეუმმა შეისყიდა, რომლის სახელიც არ ხმაურდება.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღნიშნული ლოტი ღირებულია იმის გამოც, რომ მგზავრი ”ტიტანიკით” მოგზაურობას ზედმიწევნით ზუსტად და დატალურად აღწერს. აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ეს წერილი მსგავს წერილებში საუკეთესოა.

Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010


როსტომ ხანი, კრისტოფერ კასტელის ნახატი.

ქართლის მეფე 1633-1658 წლებში. (როსტომ-ხანი) ძე დავით XI-ისა (დაუდ-ხანისა).

დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას "ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე.

ყრმობითვე მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა. ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს "გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად).

1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა სრული კატასტროფისგან.

იმავე წელს შაჰ აბასმა ხოსრო-მირზა, დანიშნა ღულამთა, ანუ ყულის ჯარის მთავარსარდლად (ყულარაღასი). 1629 წელს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მწოლარე შაჰ აბასმა ანდერძის ხოსრო-მირზას მიანდო მისი შვილიშვილის, საამ-მირზას აყვანა შაჰის ტახტზე. ხოსრომ შეასრულა მომაკვდავის ნაანდერძევი.

ახალ შაჰს ანდერძით სახელი შეუცვალა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3725 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010


ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624), კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული.

1605, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე.

1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.

თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა.

ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს.

შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010

ვახტანგ VI ბაგრატიონ-მუხრანელი (1675-1737), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.



ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით.

სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

1703 წელს ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) ვახტანგ VI დანიშნა.

იგი იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართულ-ეროვნული წეს-ჩვეულებები, "მცველთა ჯარის” ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გადართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა.

ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებულ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1255 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010

ლუარსაბ II (1592-1622)



ძე გიორგი XIისა, ქართლის მეფე 1606-1614 წლებში. მის დროს ქართლი ირანის ვასალი ქვეყანა იყო. მეფედ იგი შაჰ აბასმა დაამტკიცა 14 წლის ასაკში. ევალებოდა ეომა სპარსთა მხარეზე სპარსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომში.

1607 წელს შაჰ აბასმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და, ლელა-თინათინი (ახალი სპარსული სახელით ფათმა სსულთან ბეგუმ).

1609 წელს, ტაშისკართან გამართულ დიდ ბრძოლაში ოსმალთა და ყირიმელ თათართა განადგურებისას, ჭაბუკი ლუარსაბი გმირულად იბრძოდა გიორგი სააკაძესთან ერთად. 1610 წელს აზერბაიჯანში ჩამოსულმა შაჰ აბასმა ქართლ-კახეთის მეფენი, ლუარსაბი და თეიმურაზი, «სამეჯლისოდ» მიიწვია. ლუარსაბი დედასთან, დედოფალ თამართან ერთად ეწვია შაჰს. «ირანის ლომი» დიდი პატივით შეხვდა სტუმრებს. ლუარსაბმა «სიძის სიყვარულით». ისარგებლა და ტფილისიდან სპარსელთა ციხიონის გაყვანა თხოვა.

შაჰ აბასმაც უარი აღარ თქვა და საქართველოს სატახტოც გათავისუფლდა. მომდევნო 1611 წელს მოხდა სამი ქორწინება; აქედან ორი შაჰ აბასის ნებით: ქვრივმა თეიმურაზ კახთა მეფემ ცოლად შეირთო ლუარსაბის მეორ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1789 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010

ჯაბა სამუშია – როგორ სთხოვდა დემეტრე პირველი ღმერთს საკუთარი შვილის – დავით მეხუთის სიკვდილს და როგორ შეასრულა გიორგი მესამემ ძმის ანდერძი.


ჯაბა სამუშია – Jaba Samushia

ჯაბა სამუშია – როგორ სთხოვდა დემეტრე პირველი ღმერთს საკუთარი შვილის – დავით მეხუთის სიკვდილს და როგორ შეასრულა გიორგი მესამემ ძმის ანდერძი

დავით მეხუთე მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში მეფობდა. ის საკმაოდ მოულოდნელად დაიღუპა. წყაროებში მრავალი მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ დავითის სიკვდილში მის ძმას გიორგი მესამეს ერია ხელი.

ამის შემდეგ, ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო დემნა უფლისწული, თუმცა ტახტს დროებით იკავებს გიორგი მესამე.

მოგვიანებით დემნა უფლისწული აჯანყებას აწყობს, რომელსაც ეწირება კიდეც. თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ბაგრატიონთა რომელი შტო შეწყდა გიორგი მესამის მიერ ტახტის შენარჩუნებით, ამას ჩვენი რესპონდენტი ჯაბა სამუშია გვიამბობს.

ჯაბა სამუშია: დავით მეხუთე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გახლდათ. იგი იყო დემეტრე პირველის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მამისა და ბაბუის მემკვიდრეობიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი მეფობა ელოდა წინ, დავითის ცხოვრება ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდა.

– რა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010


თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს.

სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი – რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი – ათეიზმი.

თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს.

უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1209 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010

ნიგერიელი აზუბიგე აგო ფრანკი 2 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მალე ქრისტიანად მოინათლა და უკვე გიორგი არუჯიშვილია. მოერგო აქაურ ცხოვრებას, ქართულად საუბარი ისწავლა, ჰყავს ქართველი მეგობრები და უნდა, საქართველოს მოქალაქე გახდეს. ცოლადაც ქართველის მოყვანას აპირებს და ქორწილში აუცილებლად დაპატიჟებს თავის 7 დედმამიშვილს, დედ–მამას და ბებიას. მას წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – თავად უწმინდესმა და უნეტარესმა მონათლა და ახლა ტაძარში სტიქაროსნად მსახურობს.

– აზუბიგე–გიორგი, საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ?

– ერთი ჩემი მეგობარი, ნიგერიელი, აქ ცხოვრობს და მან დამაინტერესა. ის დამეხმარა, რომ აქ ჩამოვსულიყავი. დროებით მასთან ვცხოვრობდი, ახლა აქ, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ვცხოვრობ.

– რომელ რელიგიას აღიარებდით, სანამ გაქრისტიანდებოდით?

– მონათლული არ ვყოფილვარ, დედა და მამა ქრისტიანები არიან, მე საქართველოში მოვინათლე წელიწადი და რვა თვის წინ.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ აქ გაქრისტიანებულიყავით?

– ნიგერიაში ნახევარი მოსახლეობა ქრისტიანია, ნახევარი – მუსლიმი. პატარაობიდან მომწონდა ეკლესია. მიყვარს ღმერთი. დედაჩემი და მამაჩემი აქ არ არიან. დედაჩემი და მამაჩემი ჩემი ღმერთია. აქ გაქრისტიანება იმიტომ მომინდა, რომ მომწონს საქართველო, ქართული ეკლესიები. სტიქაროსანი ვარ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასა და სამებაში.

– მთავარანგელოზის ეკლესიაში და სამებაში როგორ აღმოჩნდით?

– სამება ვნახე ტელევიზორში, გავაჩერე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1412 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010

რელიგია და კულტურა

"ხელოვნება გამოცხადებაა რელიგიური სინამდვილისა".

"შემოქმედებითი სული ვერ ეგუება ვერანაირ სტატიურ დოგმას, ვინაიდან შემოქმედება თავად დინამიკაა. იგია თავად დინამიური სულის სინამდვილე".

"ჭეშმარიტი შემოქმედი ვერასოდეს ჩაეტევა დოგმატურ ჩარჩოებში, ჭეშმარიტი შემოქმედება ეს არის საყოველთაოდ დადგენილ კანონებთან ანტაგონიზმი, რომელიც გამართლებულია შემოქმედებისავე შინაგანი კანონებით".

"დიდი ლიტერატურა ყოველთვის ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფებოდა თავისი ეპოქის მითოლოგიურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, მხატვრულ აზროვნებასთან და თავად იყო გამომხატველი ყოველივე ამისა".

"პოეზია რეალობის ინტუიციური ცხადქმნის შედეგი უფროა, ვიდრე ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტისა".

"პოეტი მსახურია ლოგოსისა. იგი ისეთივე დემიურგია, როგორც ლოგოსი".

"აზრის დომინირება როდი ნიშნავს ლექსის ემოციურ გაღარიბებას".

"მეგობრობის თემის დამუშავებით "ვეფხისტყაოსანს" არამცთუ რაინდული რომანის სამყაროსი, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც ალბათ, ვერ შეედრება რომელიმე ნაწარმოები, რაც აქცევს მას მსოფლიო კლასიკის გვირგვინად"...

"ავთანდილის ანდერძი", ეს უკვდავი ჰიმნი მეგობრობისა, აგებულია საღვთო წერილისა და ეკლესიის მამების კონცეფციებზე".

"მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართმლადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1981 | Added by: NaTia | Date: 23.04.2010

« 1 2 ... 197 198 199 200 201 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები