პარასკევი, 19.04.2024, 18:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1907 წელს ქალაქ ბაქოში, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მალე იგი მშობლებთან ერთად ზესტაფონში გადადის საცხოვრებლად, 1922 წელს სერგო თბილისშია, აკ. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში აბარებს გამოცდას, მაგრამ მცირე ასაკმა ხელი შეუშალა ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ორი წლის შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი. 1932 წელს სერგო ზაქარიაძე თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის მარჯვენა გარემარბია.
1926 წლიდან იწყება ს. ზაქარიაძის აქტიური მოღვაწეობა

. იგი მუშაობს ქუთაისის და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ხოლო 1956 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია; 1969 წელს სათავეში ჩაუდგა მას, როგორც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა _ თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში.


ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.


1946 წელს მსახიობს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1958 წელს ქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1322 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

2 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "ურიელ აკოსტა” 80 წელი შეუსრულდა!
"ურიელ აკოსტას” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ის თვით კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ შედევრებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.


ამ პიესის პირველი დადგმა განხორციელდა 1929 წელს. მას შემდეგ ოთხჯერ განახლდა: ორჯერ ვერიკო ანჯაფარიძემ განაახლა (1962;1972), ორჯერ – სოფიკო ჭიაურელმა (1991; 2006).
სპექტაკლი "ურიელ აკოსტა” ქართულ სცენაზე 80 წელია ცოცხლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საუკუნეს გაუძლო. საქართველოში სპექტაკლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მეორე მაგალითი ჯერ არ არსებობს.


ამ პიესის სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა არამარტო კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულმა გადაწყვეტამ, პეტრე ოცხელის სასცენო მხატვრობამ, უდიდესი მსახიობების მონაწილეობამ, არამედ პიესის კლასიკური თემატიკის აქტუალურობამაც. ეს სპექტაკლი დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს და საკმაოდ მიმზიდველია ყველა თაობისათვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვისაც.
მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, სოფიკო ჭიაურელის მიერ მეორედ აღდგენილი დადგმის შესახებ.
პიესა სულის თავისუფლებაზეა, ორი დიდი რელიგიის-იუდაიზმისა და ქრისტიანობის აზრობრივ-დოგმატურ დაპირისპირებაზე და ამის ფონზე განვითარებულ მარადიული სიყვარულის მსხვერპლად შეწირვაზე.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1571 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. მხატვრული სახეების სრულყოფისათვის შესანიშნავად იყენებს თავის.


მდიდარ ვოკალურ მონაცემებს. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), მექი დანა (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა”), თედო (გ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები”), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა”), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა”) და სხვა. ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე _ პ. კაკაბაძის "ყვარყვარე”, აზდაკი _ ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე”, რიჩარდ III, მეფე ლირი _ უ. შექსპირის "რიჩარდ III”, "მეფე ლირი”). გადაღებულია კონოფილმებში, მათგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა ("ჭრიჭინა”, 1954), დიანბეგი ("ლონდრე”, 1963), ლუკა ბაბუა ("ნერგები”, 1973, რისთვისაც მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის), ვაჭარი ("ვერის უბნის მელოდიები”, 1975), მამაო ოხროხინე ("ნატვრის ხე”, 1978), აბდულა ("შეყვარება ერთი დანახვით”), სტალინი ("გამარჯვება” 2 სერიად) და სხვა.


1972 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1975 წელს _ კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1319 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა – დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა – მარიამ თაყაიშვილი.


სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის” ერთერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა "ყვავილთა შორის”. ერთ-ერთი ყვავილის როლზე მან მიიწვია დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა სესილია.

სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.
1923-26 წლებში სესილია სწავლობდა თბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე”).


1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.


სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2460 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

     


Высшая точка
г. Джомолунгма (8848 м)
Расположение
Индия, Непал, Китай, Пакистан, Бутан

Расположение
Индия, Непал, Китай, Пакистан, Бутан
Протяжённость
2900 км км
Ширина
350 км км
Период создания
меловой
Породы

осадочные, офиолиты


Гимала́и (санскр. हिमालय, himālaya?, «оплот снегов», хинди हिमालय, непальск. हिमालय, кит. 喜馬拉雅山脈) — высочайшая горная система Земли. Гималаи расположены между Тибетским нагорьем (на севере) и Индо-Гангской равниной (на юге); резко выраженный климатический и природный рубеж между горными пустынями Центральной Азии и тропическими ландшафтами Южной Азии.

Гималаи раскинулись на территории Индии, Непала, Китая (Тибет), Пакистана, Бутана.

Горная система Гималаев на стыке Центральной и Южной Азии имеет свыше 2400 км в длину и около 350 км в ширину. Средняя высота гребней около 6000 м, а максимальная 8848 м [1] — гора Джомолунгма (Эверест). Здесь находится 10 вершин высотой более 8000 метров над ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1269 | Added by: NaTia | Date: 17.04.2010

ინკების ცივილიზაცია – თავისი ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როცა მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ერთ მლნ. კვ.კმ-ს და აერთიანებდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს, ხოლო იმპერიის ცენტრი მდებარეობდა ანდების, ჰიმალაის მთების შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე მთიანეთის ფერდობზე.

ინკები თავიანთ სამფლობელოს ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ – რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. ინკების მფლობელობაში მყოფ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა.

ეს უზარმაზარი იმპერია, რომელსაც მართავდნენ დიდი მპყრობელები-მეომრები, რომელთაგან თითოეული თავის თავს საპა ინკას, ანუ "ერთადერთ, განუმეორებელ, უნიკალურ ინკას" უწოდებდა, ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა, უმოკლეს ვადაში დაიპყრო.

                            ისტორია .

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1780 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010



წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სალვადორ დალის გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია მხატვრის ლითოგრაფიები და ქანდაკებები. 


                                 დედაენის დღე.

 

14 აპრილი დედაენის დღეა. 32 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 ათასამდე ადამიანი დაიძრა, დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას გულისხმობდა. მთავრობა იძულებული გახდა, ხალხის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა

Category: სტატიები | Views: 1302 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს აწარმოებს. იგი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდება. სააკაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა სენატორებთან, ჰარი რიდსა და მიჩ მაკკონელთან. განხილვის თემა შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით უკვე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური საფრთხის შემცირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

"პრეზიდენტი ობამა კმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის გამო და მიესალმება დემოკრატიული რეფორმების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, დამოუკიდებლობას და ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის ქვეყანას მადლობა გადაუხადა", ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

"რუსეთს ცივი ომის რიტორიკა არ დაუსრულებია", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მონაწილეობს საქართველო ბირთვულ სამიტში, როცა ის ბირთვული სახელმწიფო არ არის, სააკაშვილი პასუხობს, რომ საქართველომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას უნდა შეუშალოს ხელი. ჟურნალისტი აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფულად დახმარებასაც ახსენებს და პრეზიდენტს ეკითხება, უკმაყოფილოა თუ არა იმით, რომ ბოლო დახმარება მხოლოდ ჰუმანიტა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1066 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია. ერთი შეხედვით, ავატარის არჩევა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პროცესია, მაგრამ, როგორც ჩვენი სიუჟეტიდან ირკვევა, ავატარს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

თქვენი აზრით, რა არის ავატარი?

ყველაზე ხშირი პასუხი - ჯეიმს კამერონის ამავე სახელწოდების ფილმი.
ყველაზე მოსალოდნელი პასუხი - ინტერნეტფორუმებზე მომხმარებლების, ე.წ. იუზერების, კუთვნილი და არჩეული გამოსახულება, ფოტო, ნახატი, წარწერა და. ა.შ

და ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი პასუხი - ავატარი ინდური წარმოშობის სიტყვაა და რეინკარნაციას ნიშნავს. ინგლისურ ენაში კი, როგორც საძიებო სისტემებში ვკითხულობთ, ეს სიტყვა განსხეულების მნიშვნელობით დამკვიდრდა.

ამ სიუჟეტის მომზადების იდეა კი ერთ კონკრეტულ ფორუმზე ერთი კონკრეტული ავატარის საინტერესო თავგადასავალმა გააჩინა.

ავატარზე ვიღაც უცნაური გარეგნობის მამაკაცის ფოტოა გამოსახული, სავარაუდოდ, პასპორტის ან მსგავსი სახის დოკუმენტისათვის გადაღებული. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დროთა განმავლობაში ამ ადამიანს მისი პატრონი ია ვეკუა გამუდმებით უცვლის სახეს კომპიუტერულ პროგრამა „პეინტში". თავიდან ყურადღებას თითქოს არავინ აქცევდა, როგორ გახდა ჩვენი ავატარის გმირი უთ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1140 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ამ კვირაში ხელისუფლებამ ახალი ჯილდო დააწესა. ეგრეთ წოდებული ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, რომელიც 8 აპრილს სხვადასხვა პროფესიის 16 ადამიანს - მათ შორის, მწერალ გურამ დოჩანაშვილს, კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილს, ექიმ ფრიდონ თოდუას - გადაეცა... დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი დაესწრო გახსნას ხალხური და კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალისა, ”აღდგომიდან ამაღლებამდე”...


კონცერტის დასრულების შემდეგ ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი” მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცა...მანამდე ფილარმონიაში ილია მეორის, ამჯერად როგორც კომპოზიტორის, ნაწარმოები შესრულდა - იანო ალიბეგაშვილმა იმღერა პატრიარქის ”ავე მარია”, თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. 



საზოგადოებას ამ ნაწარმოების იდეა ილია მეორემ გაანდო ცოტა ხნის წინ, ეროვნული კოსტიუმის ჩვენებაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა. ამ უჩვეულო დეფილეს დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა:

”იმდენად მოხიბლული ვარ, რომ ყველას მივანიჭებდი პირველ ადგილს... მე უნდა ვთქვა, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სილამაზის გრძნობით. სილამაზის აღქმით.”

ილია მეორეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ხალხი არ არის დაჯილდოებული სილამაზის გრძნობით და სილამაზის აღქმით... არსებითად მისთვის ეს კითხვა არც არავის დაუსვამს. ასეთ ღონის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1055 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

« 1 2 ... 199 200 201 202 203 ... 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები