შაბათი, 20.04.2024, 00:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 05
თამარ მეფე



თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.

შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ანგარებიანი, მექრთამე ადამიანი. სამღვდელოებაშიც გავრცელდა ეს სენი. თამარმა საეკლესიო კრება მოიწვია და მის თავმჯდომარედ იერუსალიმიდან ჩამოაყვანინა ნიკოლოზ გულამბერიძე, კაცი წმინდა და ფრიად განსწავლული. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მღვდელი გადააყენა და საქართველოს ეკლესიაში სრული წესრიგი დაამყარა.

საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს დაოჯახებულიყო. მეფეც დაჰყვა მათ ნებას. ქმრად ამოურჩიეს რუს ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1170 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010


მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.


არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს – "წარმოვიდა აქა ნერსეს თანამგზავრ ქრისტეს სიყუარულისათჳს”.

აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღდელოებას. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას, მაგრამ "ვერ განაცხადებდა თავსა თჳსსა სრულად ქრისტიანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტეს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა სადამცა ნათელ-იღო ქრისტეს მიერ”.

არაბთა ამირა ძალიან განარისხა ნერსე ერისთავის ქართულმა პოლიტიკამ, ნერსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. მან ქართლის რჩეულ ერისთავებთან ერთად მოახერხა დარიალის ხეო ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1833 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

წესები გუნდებისათვის

სეზონი: 2010 წ.






1.საერთო მდგომარეობანი

1.1 თამაშში მონაწილეობას იღებს 2 გუნდი - „ტელემაყურებელთა გუნდი" (ტელემაყურებლები) და „მოაზროვნეთა გუნდი" (მოაზროვნეები).

1.2 ტელემაყურებლები მოაზროვნეებს უსვამენ კითხვებს. მოაზროვნეებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ ერთი წუთი.
– თუ მოაზროვნეები სწორად პასუხობენ დასმულ კითხვას, ისინი ეუფლებიან ქულას;
– თუ მოაზროვნეთა პასუხი მცდარია, ქულა ერიცხება ტელემაყურებლებს. ქულის გარდა, ტელემაყურებელი, რომლის კითხვაზეც მცდარი პასუხი იქნა გაცემული, ღებულობს ფულად ჯილდოს სპონსორისგან;
– პასუხის სისწორეს განსაზღვრავს თამაშის წამყვანი. საკამათო ან არასაკმარისი კონკრეტიკის შემცველი პასუხის დროს, წამყვანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს სტუდიაში დამსწრე ნებისმიერ პირს (როგორც წესი, უხუცესებს, სპონსორებს, ექსპერტებს და ა.შ.). ქულის ჩათვლა / არ ჩათვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თამაშის წამყვანი.

1.3 სათამაშო მაგიდა გაყოფილია 12 სექტორად. მოაზროვნეებისთვის დასასმელ კითხვას „განსაზღვრავს" ბზრიალას ისარი. თუ ისარი მიუთითებს იმ სექტორზე, რომელმაც უკვე ითამაშა, მოაზროვნეებს დაესმება კითხვა მომდევნო სექტორიდან, რომელიც გადაითვლება საათის ისრის მიმართულებით;

1.4 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სტუმარი". ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს დარბაზში უშუალოდ მყოფი საპატიო სტუმარი (საქართველოში საზოგადოდ ცნობადი ადამიანი ან უცხოეთიდან მოწვეული ცნობილი „ზნატოკი");

1.5 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სუპერბლიცი". ამ ... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1083 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

 

       საბაშვილის ტრიუმფი


1. ოთარ საბაშვილი

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1093 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

                                           

Category: ახალი ამბები | Views: 1498 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები