პარასკევი, 26.04.2024, 00:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 07


ინგლისურის ცოდნაა საჭირო (დანარჩენი ვიდეოები სრულიადში)

ამ ვიდეოში, ლონდონის მეტროს ერთ-ერთი სადგურის თანამშრომელი ყვება, თუ რა მოხდა მისი მორიგეობის დროს, მაშინ როცა მეტრო სადგური, 
მგზავრებისაგან დაცლილი იყო.
ლივერპულის ქუჩის, სადგურის მორიგე ოპერატორი, სათვალთვალო კამერის
საშუალებით აკონტროლებდა მეტრო სადგურის შენობას, როდესაც მოულოდნელად,
ერთ-ერთ ბაქანზე კაცის სილუეტი შენიშნა.
მან თავის კოლეგას შეატყობინა ამის შესახებ, ისიც დაუყოვნებლივ გაემართა ბაქანისაკენ,
მაგრამ იქ მისულს არავინ დახვდა. მორიგემ რომელიც ბაქანის შესამოწმებლად გავიდა,
ოპერატორს უთხრა რომ იქ არავინ იყო, მან კი უპასუხა რომ სათვალთვალო კამერით,
გარკვევით ხედავდა კაცის სილუეტს.

ლივერპულის ქუჩის სადგურის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1105 | Added by: hooligan:) | Date: 07.04.2010

გთავაზობთ რამდენიმე საოცარ ადგილს.მართალია ესენი ვერ შეედრება მსოფლიოს 7 საოცრებას,მაგრამ მაინც მნახველთა განცვიფრებას იწვევს.

1.ბანაუეს ბრინჯისებრი ტერასები.ფილიპინები.ეს არის საოცარი ადგილი,რომელიც უკვე 2000 წელია არსებობს.

2.ყვავილთა ველი.ეს არის ნაკრძალი ინდოეთში,მდებარეობს ჰიმალაის მთებთან.


3.მეტეორა.სამონასტრო კომპლექსი საბერძნეთში.მონასტრები მდებარეობს მთის სვეტებზე.სამონასტრო ცხოვრება მეტეორას კომპლექსში იწყება მეათე საუკუნიდან.

4.ლეპტის მაგნა.ძველი ქალაქი ლიბიაში.ააგეს რომაელებმა.დაარსდა ძვ.წთ.აღრიცხვის მეცხრე საუკუნეში.ხოლო 523 წელს ბერბერებმა ააოხრეს.დღეს ეს ნასახლარი ასე გამოიყურება.



... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1436 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010


ლონდონის დაკარგული ნივთების ბიუროში ინახება 11000 საფულე, 10500 საკრედიტო ბარათი, 15000 ქოლგა, 13000 ქუდი, 11000 მობილური ტელეფონი… და ა.შ.

პარტენოფობია არის ქალწულობის დაკარგვის შიში…

ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ ძუძუმწოვრები პანგოლინები , რომლებსაც კუჭი კბილებში აქვთ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ..

ლოკოკინას დაახლოებით 25000 კბილი აქვს..

საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა..

ფარშევანგის კ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1193 | Added by: hooligan:) | Date: 07.04.2010


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა და ფეხი იტკინა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ლოგინში უსაქმოდ წოლა ფრუ ლინდგრენს მალე მობეზრდა და მან დროის მოკვლის მიზნით წიგნის წერა დაიწყო. ეს წიგნი არ იყო დასაბეჭდად განკუთვნილი. ასტრიდი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღისთვის საჩუქარს ამზადებდა.

1907 წლის 14 ნოემბერს პატარა შვედური ქალაქის ვიმერბიუს გაზეთის რუბრიკაში "დაიბადნენ”, სხვა განცხადებებთან ერთად, ასეთი ტექსტიც იყო გამოქვეყნებული: "არენდატორ სამუელ ავგუსტ ერიქსონს შეეძინა ქალიშვილი ასტრიდ ანა ემილია”. ასე გამოჩნდა პირველად პრესაში მომავალი საბავშვო მწერლის სახელი. ასტრიდს "დამატებითი” ორი სახელი არ მოსწონდა – მისი აზრით ისინი ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდნენ. მას უფროსი ძმა და 2 უმცროსი და ჰყავდა. დროის უდიდეს ნაწილს ის სწორედ მათთან ერთად ატარებდა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1343 | Added by: hooligan:) | Date: 07.04.2010

1. "მანდარინისებრი თევზი”

თევზის ყველაზე იშვიათი სახეობა, იგი ალბათ ერთადერთია, რომელიც გამოირჩევა ასეთი მრავალფეროვნებით. არსებობს მისი მხოლოდ ორი სახეობა, თუმცა ორივე ულამაზესია. სტანდარტულ სახეობას აქვს უფრო მეტი და საინტერესო მოხატულობა. ეს პატარა თევზი არ ღირს 20 დოლარზე მეტი, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მისი პოვნაა. ისინი ჭამენ მხოლოდ პატარა უხერხემლო ცხოველებს, რომლებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ. მათი სახლის პირობებში შენახვა ძალიან რთულია. ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს გასაოცარი თევზი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაავიწყდეს მისი ფერთა გამა.

2. თევზი "დისკო”

მტკნარი წყლის თევზი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა მტკნარი წყლის თევზებისა. ეს თევზი ფასობს ძალიან ძვირად, ერთი პატარა ღირს 50 დოლარიდან 80 დოლარამდე. ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რომელიმე სხვა მარილიანი წყლის თევზი. მისი ძალიან ბევრი ფერადი სახეობა არსებობს. მათ ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

3. "ლომთევზა”

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თევზის სახეობა. ამ თევზს შეუძლია დააჰიპნოზოს ადამიანი რომელიც უყურებს მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2597 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010

  

ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის" სახელწოდებით.
ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს „…მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. …ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს". ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი (შდრ. აგარაკი → აგარა, მუშაკი → მუშა).

VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს — ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.ბანის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1043 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010

რა შეუძლია ანგელოზს?

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან,რომ პირადად შეხვდნენ არამიწიერ არსებებს და სჯერათ,რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. ჯოან უესტერ ანდერსონი ცნობილი მწერალია.იგი ადამიანებისა და ანგელოზების ასეთ შეხვედრებზე წერს.ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა,რაც მისი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.ჯოანის აზრით ის ანგელოზმა გადაარჩინა.ანგელოზი ებრაულად და ბერძნულად მაუწყებელს ნიშნავს. "ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში ერთი რამ ყოველთვის მაოცებს,-წერს იგი-კერძოდ ,ეს ზეციური არსებები ადამიანს დიდ განსაცდელში დასახმარებლად ან ნუგეშისსაცემად,გასაფრთხილებლად ან რჩევის მისაცემად ევლინებიან.ბევრი ირწმუნება,რომ მუდმივად გრძნობს მფარველი ანგელოზის დახმარებას.ქვეყნდა უამრავი ადამიანია,რომელსაც დახმარება სჭირდება,მაგრამ გასაკვირია ის,რომ ანგელოზები მხოლოდ ზოგიერთებს ეხმარებიან.მგონი,მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რამდენად მორწმუნეა ადამიანი.ისინი ისეთებსაც დახმარებიან,რომლებიც იმ წუთას ღმერთზე იყვნენ გამწყრალი.დარწმუნებული ვარ,რომ გულმურალე ლოცვას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.განსაცდელში კარგი ადამიანებიც ხვდებიან,მაგრამ ანგელოზებს მათთვის ამის არიდება არ შეუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1072 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

 

ადამიანები უძველესი დროიდან ვაჭრობდნენ. თავიდან ვაჭრობისას ძირითადად მიღებული იყო საქონლის ნატურალური გაცვლა. მაგალითად, ერთი ხარი შეიძლება იარაღში გადაგეცვალა, ცხენის საფასურად სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნივთი შეგეძინა და სხვა. ფული, როგორც ვაჭრობის საშუალება, შედარებით გვიან შემოიღეს.

პირველი ოქროს მონეტები მცირე აზიაში – ლიდიაში მოიჭრა. თავიდან მონეტებს ძირითადად საგარეო ვაჭრობაში იყენებდნენ. ძვ.წ. V საუკუნიდან საბერძნეთის შიდა ბაზარზე სპილენძის მონეტები გამოჩნდა.

საქართველოში პირველი მონეტა – კოლხური თეთრი – ძვ.წ. VI საუკუნიდან იჭრება. ანტიკურ პერიოდში იბერიასა და კოლხეთში გავრცელდა ბერძნულ – რომაული მონეტები.

საკუთარ მონეტებს ჭრიდნენ ქართლის ერისთავები, ერთიანი საქართველოს მეფეები, გვიან შუა საუკუნეებში ქართველი მეფე – მთავრები. ფულს ჭრიდნენ ასევე თბილისის საამიროში, არაბთა ხალიფას სახელით, ასევე დმანისში და ქალაქებშიც. საქართველოში ადგილობრივი ფულის გარდა მიმოქცევაში იყო უცხოური მონეტებიც – სასანიდური, არაბული, ბიზანტიური, თურქული, ირანული, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლითონის ფული და სხვა.
მონეტა იყო ქალღმერთი იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და სახელი. ლითონის ფულს მონეტა ეწოდა იმის გამო, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე იუნონას – მონეტას ტაძარში მოთავსებული იყო ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ფული.

Category: სტატიები | Views: 1885 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010


ტომი და ჯერი
 (ინგლ. Tom and Jerry), ამერიკული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, დაარსებული უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერ. მისი მწარმოებელია კომპანიაა "Metro-Goldwyn-Mayer”. სიუჟეტი ყველამ კარგად ვიცით :aaa:კომპოზიტორი არის სკოტ ბრედლი (113 სერია) და ედვარდ პლუმბი. თითო სერიის ბიუჯეთი შეადგენს დაახლოებით $ 30,000.00 – $ 75,000.00. თიტო სერიის ხანგრძლივობა არანაკლებ 10 წუთია. მულტფილმის ორიგინალური ენა არის ინგლისური. ეს სერიალი აღსანიშნავია იმით, რომ 7ჯერ მოიგო აკადემიური ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანო ფილმისთვის(მულტფილმისთვის) Academy Awards for Best Short Subject (Cartoons). 2000წელს კი "თაიმმა” (TIME) დაასახელა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შოუ. დღეისათვის ტომი და ჯერიზე უფლებები აქვს "ტაიმ ვარნერს” (Time Warner) Warner Bros.-თან ერთად. Toodles Galore არის "ტომი და ჯერის” ერთ-ერთი დამატებითი პერსონაჟი,თეთრი, მიმზიდველი კატა, ტომის სიყვარულის ობიექტი, რომელიც პირველად 1946 წელს გამოჩნდა სერიალში. მეორე დამატებითი ... კითხვის გაგრძელება »
Category: გასართობი | Views: 1859 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ვისაც იცნობს და არ იცნობს სრულიადში გაიცნობს Coldplay- ს შემოქმედებას

Coldplay არის ბრიტანული alternative rock ბენდი. შეიქმნა 1997 წელს. ბენდის შემადგენლობაში არიან: კრის მარტინი (სოლისტი, გიტარა); ჯონი ბაქლენდი (წამყვანი გიტარა), გაი ბარიმანი (ბაზგიტარა) და უილ ჩამფიონი (დოლი და სხვა ინსტრუმენტები). ბენდმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა სიმღერით "Yellow” რომელსაც მოყვა მათი სადებოუტო ალბომი "Parachutes” (2000), რომელიც წარდგენილი იყო მერკურის დაჯილდოებაზე. ბენდის მეორე ალბომმა "A Rush of Blood to the Head” (2002)” მოიპოვა უამრავი ჯილდო, მათ შორის NME’ს წლის ალბომი. მათი შემდეგი ალბომი X&Y (2005), ასევე პოზიტიური შეფასებები მიიღო. ბენდის მეოთხე ალბომმა Viva la Vida or Death and All His Friends (2008), მოიპოვა უამრავი გრემის ნომინაცია და გამარჯვება. Coldplay-მ გაყიდა 50 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიო მასშტაბით. ბენდს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტში, მაგალითად: Band Aid 20, Live 8, Sound Relief, Hope for Haiti Now: A Global Benefit for Earthquake Relief, and the Teenage Cancer Trust. იგი აქტიური მხარდამჭერია სხვადასხვა სოციალური და პო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1102 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ეს პოსტი იმიტომ გავაკეთე რომ ვიცოდეთ ქართველი გმირების შესახებ და სათანადოდ დავაფასოთ ისინი. არ მივტიროდეთ სხვა ქვეყნის ვაჟკაცობას რადგან არავიზე ნაკლები ვაჟკაცები ვართ და არავიზე ნაკლები გმირები გვყავს და მაგალითი ისევ მათგან ავიღოთ

იუნკერები


იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი ‘წითელი’ იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1519 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოსთხოვს ცენტრალურ სადამზვერვო ბიუროს, დაიხუროს ყველა საიდუმლო ციხე და ასევე გუანტანამოს საპატიმრო ბანაკი არა უგვიანეს ერთი წლისა.

ეს ბრძანება დასასრულამდე მიიყვანს ცენტრალური სადამზვერვო ბიუროს პროგრამას, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში ფარავდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების ფაქტებს, რამაც სასტიკი კრიტიკა დაიმსახურა უცხოელი მმართველობებიდან და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან. კანონი ასევე აკრძალავს იძულებითი დაკითხვის მეთოდების გამოყენებას. CIA-ს დაევალება, დაემორჩილოს სამხედრო წესებს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკითხავად.

ბრძანება გადაუჭრელად და უპასუხოდ ტოვებს მთელს რიგ შეკითხვებს, რომელიც გუანტანამოს ციხის დაკეტვას ეხება, მათ შორის, რა ბედი ეწევათ გუანტანამოს პატიმრებს.

ბრძანება ობამას უტოვებს უფლებას, აღადგინოს CIA-ს პატიმრობები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1102 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ჯორდანო ბრუნო (ბერად აღკვეცამდე – ფილიპე) – იტალიელი რელიგიური მოაზროვნე და პოეტი იყო. იგი გატაცებული იყო მაგიით და ასტრონომიით. დაიბადა 1543 წელს ქ. ნოლეში. 1563 წელს ბერად აღიკვეცა დომინიკანელთა ორდენში, მაგრამ დოგმატების ეჭვქვეშ დაყენების გამო (კერძოდ, ქალწულ მარიამისგან უბიწოდ განხორციელებული ღმერთის შესახებ), მწვალებლად იქნა მიჩნეული და ამიტომ 1576 წელს იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. მოგზაურობდა ევროპაში, დროდადრო კითხულობდა ლექციებს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლექციების კითხვა აეკრძალა. 1592 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში, იგი დააპატიმრეს და ინკვიზიციას გადასცეს. 1600 წლის 17 თებერვალს ჯორდანო ბრუნო მწვალებლობისთვის და ბერობის აღთქმის დარღვევისათვის ინკვიზიტორებმა რომში კოცონზე დაწვეს.

როგორც მოაზროვნემ, ჯორდანო ბრუნომ, მართლაც, დიდი გავლენა იქონია თავისი დროის ფილოსოფიური ტრადიციების განვითარებაზე და ამით – ახალი დროის მეცნიერების განვითარებაზეც. მხედველობაში გვაქვს ნიკოლოზ კუზანელის იდეა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა არისტოტელეს ფიზიკასა და კოსმოლოგიას; კუზანელის ეს იდეა ჯორდანო ბრუნო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1146 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010



- ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა.

ეს მოხსენება ეხებოდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამერიკელებს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების დასანგრევად. გეგმაში მოცემულია საბჭოთა კავშირში რა სახის იდეოლოგიური დივერსია უნდა მოეწყოს, როგორ უნდა დაინგრეს ეკონომიკა, რა ტიპის სახელმწიფოდ უნდა გადააქციონ საბჭოთა კავშირი და ა.შ.

დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმასა და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას (სახელმწიფოს წარმომქმნელი ერებისადმი მცირე ერების სიძულვილის გაღვივებას). საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ

დალესის გეგმა გულისხმობს, რომ ზესახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჰყავდეს დამორჩილებული. ჩვენ არც ერთი დიდი სისტემის ნაწილი არა ვართ. აზერბაიჯანი, თურქეთი და შუა აზია თურქული მოდგმით დასახლებული სახელმწიფოებია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი სოლიდარობა აქვთ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1142 | Added by: snake | Date: 07.04.2010



მსოფლიოში სახელგანთქმული ადგილი ტურისტებისათვის არის – "La Isla de la Munecas” (ესპანურად)- რაც ინგლისურად ნიშნავს თოჯინების კუნძულს. ეს კუნძული მდებარეობს მექსიკაში, ერთის მხრივ სახელი მოგვაგონებს მსოფლიოში ულამაზეს ადგილს, რომელიც ჩვენზე დატოვებს საუკეთესო შთაბეჭდილებას, მაგრამ სინამდვილე საშინელია, აქ ყველაფერი პირიქითაა. არასასიამოვნოა როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ ათასობით დასახიჩრებულ თოჯინას, რომლებიც კუნძულზე მდებარე ყველა ხეზე კიდია.

დონ ჯულიან სანტანა – ადამიანი რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო 5 წელიწადი მოანდომა ამ კუნძულის გაკეთებას. მაც ეს აგინებს იმ გოგონას სულს, რომელიც დაიხრჩო არხში.

Category: სტატიები | Views: 1120 | Added by: snake | Date: 07.04.2010

შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები და გავეშუროთ ძვ. წ. 356 — 323 წლებში სადაც ზაფხული ბობოქრობდა…და არამარტო ზაფხული ,ხანა რომელიც მაკედონელის სახელითაა ცნობილი..  

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში.

ბავშვობა
გადმოცემით ალექსანდრემ 10 წლის ასაკში მოათვინიერა ველური ცხენი, რომელიც ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. პლუტარქეს გადმოცემით, ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: "მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო”
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.


განათლება
როდესაც ალექსანდრეს 13 წელი შეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ განათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1771 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010



პატარა ისტორია "Hollywood”-ის შესახებ.

წარწერა "Hollywood”-ი , Los Angeles-ის ამ პატარა გარეუბანზე, აშენებული იქნა ერთ-ერთი უძრავი ქონების აგენტის და ინვესტორის, Harry Chandler-ის მიერ 1923 წელს, რეკლამის მიზნით. მის მშენებლობაში $21.000 დაიხარჯა, რომელიც 18 თვით იყო დაქირავებული.

თუმცა თვით ჰარი არ თვლიდა, რომ ეს რეკლამა ასეთ პოპულარულობას მოიპოვებდა. "Hollywood”-ი დღესდღეობით 87 წლისაა. თავდაპირველად, აბრა იკითხებოდა როგორც "Hollywood Land”, მაგრამ 1949 წელს სიტყვა "Land” ამოღებულ იქნა და მხოლოდ "Hollywood” დატოვეს. თვით აბრა "Hollywood” დაზღვეულია "Hollywood Sign Trust”-ის მიერ, რომლის ხელშეკრულება 1995 წელს გაფორმდა.

18 სექტემბერი, 1932 წელი, Lillian Millicent "Peg” Entwistle "Hollywood”-ში წარუმატებელი კარიერის გამო, გადმოხტა ასო "H”-დან და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 24 წლის ასაკში.

Category: სტატიები | Views: 1134 | Added by: snake | Date: 07.04.2010

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა, რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი". ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა". მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1116 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ორი ასეული წლის წინ ლაიელმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომები, რომლის უნიფორმისტულმა საბუნებისმეტყველო მეცნიერულმა თეორიებმა დაიპყრო ადამიანების შეხედულებები და პრაქტიკულად მთლიანად გაბატონდა მათზე.
მის თანახმად, სამყაროსა და დედამიწაზე მიმდინარე პროცესები ხდებოდა და მოხდება ისეთივე სახით, როგორც ხდება დღევანდელ დღეს. ლეგენდარული ბრმა ბრძენის მსგავსად , რომელიც სპილოს კუდზე ხელის შეხების შემდეგ ამტკიცებდა, რომ სპილო არის რაღაც გრძელი და წვრილი, ასევე უნიფორმიზმის პოზიციებზე მდგომი ბუნებისმეტყველნი გვიხატავენ სურათს მილიარდი წლების მშვიდ და ერთფეროვან კეთილდღეობაზე როგორც წარსულში, ასევე მომავალში.

მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი უბრუნდება კატასტროფიზმის ტრადიციულ პოზიციებს. ისინი აცხადებენ, რომ დედამიწის ისტორია მოიცავს მხოლოდ ცალკეულ, შედარებით მშვიდ პერიოდებს, რომელთა შორისაც ხდებოდა როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბების კატასროფული მოვლენები, და რომ სწორედ ამ კატასტროფებმა ითამაშეს განსაზღვრული როლი ჩვენი პლანეტის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბებაში. კატასტროფიზმის ერთ-ერთი მომხრის ხატოვანი გამონათქვამით, ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ისტორია იმ ჯარისკაცის ცხოვრებას ჰგავს, რომლის ხანგრძლივი მოწყენილობის პერიოდები მოკლე საშინელი პერიოდებით იცვლება ხოლმე.

გლობალურ კატაკლიზმებზე საუბრის დაწყებისთანავე გვახსენდება მსოფლიო წარღვნა, რომელიც აღწერილია შესაქმის წიგნის VI, VII და VIII თავებში. დასაწყისში ბიბლიის კრიტიკოსებმა აღმოაჩინეს ბიბლიური გადმოცემის მსგავსი ძველ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1073 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

 11 მარტს, გამომცემლობამ ‘’წიგნები ვაკეში’’ ახალი სერიის პრეზენტაცია მოაწყო.
 სერიის "გზაში” პირველი გამოცემა ნიკო გომელაურის ლექსების კრებული ‘’რჩეულია’’, რომელიც პოეტის სამი კრებულიდან ამოკრებილ ას ოცდაათ ლექსს მოიცავს.
 კრებულში ასევე შედის ყოფილი მეუღლისთვის, მსახიობ ეკა ნიჟარაძისთვის მიძღვნილი აკროლექსებიც.
. . .
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

. . .

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

. . .
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

. . .
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში..

. . .

დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…

. . .

წვიმის შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1152 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე განისვენებდა ნეშტი დიდი ქართველისა, რომლის საფლავს ქართულ და ფრანგულ ენებზე აწერია: „ქაქუცა ჩოლოყაშვილი – ეროვნული გმირი". ეს ის კაცია, ვინც სისხლით იცავდა საქართველოს თავისუფლებას 1921-1924 წლებში. მისი უშუალო წინაპარი გახლავთ ბიძინა ჩოლოყაშვილი, XVII საუკუნის ეროვნული გმირი, ასევე საქართველოს თავისუფლებისათვის შეუდრეკელი მებრძოლი.

ქაქუცა, იგივე ქაიხოსრო, ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად, ხოლო 1914 წელს – უკვე საომრად. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდეგაც კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ამ დროს ოსმალეთმა იერიში დაიწყო სარაყამიშზე. ამ ბრძოლებში ქაქუცა ორჯერ დაიჭრა. სარაყამიშის დაცვისათვის იგი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური და მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომლის გადახდაც ჩვენს ქვეყანას იმ პერიოდში მოუწია.

1921 წელს საქართველოს ეროვნული უბედურება დაატყდა თავს – იგი რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო. მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მოსალოდნელ ბრძოლებზე თბილისში მოელაპარაკა ილია ჭავჭავაძის დისშვილს კოტე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1054 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე,ოლიმპიური ათლეტი,ბიზნესპერსონა,მსახიობი.დაიბადა 17 თებერვალს,1963 წელს,Brooklyn,New York.მიჩნეულია ყველაზე საუკეთესო კალათბურთის მოთამაშედ,მაიკლ ჯორდანი კალათბურთს თამაშობდა 1980-დან 1990 წლამდე.მან Chicago Bulls 6-ჯერ მოაგებინა ნაციონალური ჩემპიონატი,ასევე 5-ჯერ აიგო NBAს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ჯილდო.

იზრდებოდა Wilmington-ში,North Carolina.ჯორდანმა კონკურენციის უნარი ადრიან წლებში გამოაჩინა.მას უნდოდა ყოველი თამაშის მოგება,რომელსაც კი ითამაშებდა.როგორც მოგვიანებით მამამისმა ჯეიმსმა აღნიშნა,”რაც მას აქვს,ეს არის კონკურენციის პრობლემა.ის ეგეთი დაიბადა..პერსონა რომლსაც ის ყოველთვის ცდილობს რომ აჯობოს არის თავისი თავი.”

ჯორდანი ჩაირიცხა University of North Carolina Chapel Hill-ში 1981 წელს და მალევე მნიშვნელოვანი წევრი გახდა სკოლის კალათბურთის გუნდის.მისმა გუნდმა მოიგო NCAA Division I ჩემპიონატი 1982 წელს ჯორდანის საფინალო ბურთის ჩაგდებით,რომელიც საჭირო იყო,რომ Georgetown University დაემარცხებინათ.ასევე ის არჩეული იქნა NCAA College-ის საუკეთესო წლის მოთამაშედ 1983 და 1984 წლებში.1984 წლის ზაფხულში პირველად გამოცხადდა ოლიმპიადაზე როგორც U.S. კალათბურთის ნაკრების წევრი,რომელმაც მოიგო ოქროს მედალი თამაშებში რომლებიც Los Angeles-ში იყო გამართული.მოგვიანებით ჯორდანი დაეხმარა United States რომ მოეგოთ ოქროს მედალი 1992 წლის ოლიპიურ თამაშებზე Barcelona, Spain

ჯორდანმა კოლეჯი დატოვა რათა NBA-ში დაეწყო თამაში.მიწვეული იქნა Chicago Bulls-სგან,მან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1116 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი – მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. ცხრა შვილიდან მეშვიდე იყო. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, როგორც შემდეგ დედამისი იხსენებდა: „მაიკლი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა დანარჩენი დედ-მამიშვილებისგან, ის ისეთი არ იყო, როგორც ყველა". მან მალე სიარული, ლაპარაკი დაიწყო და ძალიან მოძრავი იყო, მართალია, მომღერლის დედას არ უყვარდა ბავშვების ქება, მაგრამ ის მხოლოდ მაიკლისთვის უშვებდა გამონაკლისს: „არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ვუნდერკინდია, მაგრამ მასში არის რაღაც განსაკუთრებული".

უსაზღვრო ენერგიის მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სახლთან მეზობელი ბავშვები იკრიბებოდნენ და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ. ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე ცნობილი იყო.

11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო პროექტის „Jackson 5"–ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდიასთან „Motown" თანამშრომლობდნენ. ალბომებს „Off the Wall", „Thriller" და „Bad", ლომის წვლილი მიუძღვით მაიკლის წარმატებაში. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, მან საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც – „Got to Be There", „Rockin’ Robin" და „Ben" იყო. 1978 წელს ის გადაიღეს ფილმში – „ჯადოქარი". იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროიუსერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1201 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725)

„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება". – ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან – ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან – არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე – სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1637 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ლეონარდო და ვინჩის იდუმალებით მოცული "ჯოკონდა” რამდენიმე საუკუნეა მშვენიერების ურიცხვ დამფასებელთა ყურადღებას იპყრობს უცნობი ქალის იდუმალი ღიმილით, მომაჯადოებელი პორტრეტის წინ საათობით დგანან.

"ჯოკონდას” კოპირება ბევრმა სცადა, მაგრამ ვერავინ მოახერხა. ის მოუხელთებელია, ზებუნებრივი, ხელთუქმნელი, საიდუმლოდ მოცული და საშიში. ასეთი ეპითეტებით ამკობენ ამ შედევრს.

სურათის ნეგატიური ზემოქმედება საკუთარ თავზე ბევრმა გამოსცადა. "ჯოკონდას” ერთ-ერთი მსხვერპლი ცნობილი ფრანგი მწერალი სტენდალი აღმოჩნდა. იგი დიდხანს და დაჟინებით მიშტერებოდა მშვენიერი ქალის თვალებს, ღიმილს და… მოულოდნელად გონება დაკარგა.

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, სურათზე გამოსახულია 26 წლის ფლორენციელი ქალბატონი ლიზა გერარდი. ბოლო დროს მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს არის პაპ ლევ XI-ის ძმის, ჯულიანო მედიჩის სიყვარული პაჩიფიკა ბრანდანო. ძალიან ლამაზი პაჩიფიკა მაცდუნებელი, მომაჯადოებელი, ჭკვიანი და ვერაგი ქალი იყო.
თავისი ღიმილით მამაკაცებს აგიჟებდა და ბევრი თვითმკვლელობამდე მიჰყავდა.

მხატვარმა ამ პორტრეტის ხატვა 61 წლისამ დაიწყო და 67 წლისამ დაამთავრა. საოცარია, მაგრამ ლეონარდოს ამ სურათმა ბედნიერება არ მოუტანა. მხატვარი დღიურში წერს: "მედიჩებმა შემქმნეს და გამანადგურეს”.

შეუცნობელის მკვლევარები ამ უცნაურ ჩანაწერს ასე ხსნიან: "პაჩიფიკა ტიპიური ენერგეტიკული ვამპირი ქალი იყო. ქალის ქმარი, ესპანელი თავადი კარიერის ზენიტში გარდაიცვალა, ჯულიანო მედინი ჭლექით დაიღუპა. პაჩიფიკას შვილებიდან ზოგი ბავშვობაში მოკვდა, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ძველი კოლხეთის შესახებ

აიეტი (ბერძნ. Αίήτης, ὁ), – "მოკვდავთმანათობელი” ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე” ვაჟი, კირკეს ძმა (ზოგი ვარიანტით მამა). აფსირტეს, ქალკიოპეს და მედეას მამა, ძველი კოლხეთის (აიის) მითიური მეფე, იდიიას ქმარი.

სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.

ემდეგ აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.

სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სამაგიეროდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1898 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ვინ მოკლა ილია, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა… გირჩევთ ყველას ყურადღებით წაიკითხოთ

ეხლა კი ილიას მკვლელობის სენსაციური ფაქტები : 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყო… წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი”), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ” გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ” და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა … ილია მოკვდა… მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე – მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის… ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა…
"დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) – დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი – გაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ ია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1279 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

..დისკ-ჟოკეი (disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) – ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის… გთხოვთ სრულიადშიტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამაფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში ქოლოქვიურად შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება…

1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს რეჯინალდ ა ფესენდენმა (Reginald A Fessenden) პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.

40-იან წლებში რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმ ხანად აშშ-ს ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ, მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ, არამხოლოდ ფიქსირებული მუსიკის, არამედ, გამოქსვის მოსმენა, ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამ პოსტში გესაუბრებით ძველი დროის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქ-სახელმწიფოზე სპარტაზე.

სპარტა (დორიულად Σπάρτα) მდებარეობდა სამხრეთ აღმოსავლეთ პელოპონესში, იგი გაშენებული იყო მდონარე ეუროტასზე.

სპარტას მმართველობა იყო სამხედრო ოლიგარქიული რადგან აქ მოსულმა დორიულმა ტომებმა დაიპყრეს მკვიდრი მოსახლეები და ჩამოაყალიბეს ქალაქ-სახელმწიფო რომლის კანონები ლიკურგემ შეადგინა.

სპარტას შემდეგი მმართველი ორგანო ჰყავდა. მათ ყჰავდათ 2 ახალგაზრდა მეფე რომელთა ძალაუფლება მხოლოდ ომისას ენიჭებოდა და ერთი მეფე ქვეყანაში აგვარებდა საქმეებს მეორე ომში მიდიოდა. ამასთანავე ჰყავდათ ჰეროსია ანუ უხუცესთა საბჭო რომელიც შედგებოდა ოცდარვა 60 წელს გადაცილებული ჰერონტისგან. და ეფორი რომელიც მეთვალყურეობა 2 მეფეს. სპარტელები წელიწადში 5 ეფორს ირჩევდნენ და მათ მეფის დაპატიმრებაც შეეძლოთ. და ბოლოს არის აპელა ანუ სახალხო კრება სადაც 30 წელს (სპარტანული სრულწლოვნება) გადაცილებულიმამაკაცები დაიშვებოდნენ, სადაც კანონს ხმამაღლა ყვირილით ამტკიცებდნენ.

სპარტაში იყო მოსახლეობის 3 ფენა. ესენი იყვნენ სპარტელები- სრულუფლებიანი მოქალაქეები, პერიეკები- ვაჭარ-ხელოსნები და ჰილოტები ანუ მიწის მუშები(ფაქტიურად მონები). მიწას ჰილოტებს ამუშავებიებდნენ რადგან სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა მიწის დამუშავება. ასევე სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა გალავანი ქალაქში და სწორედ ამიტომ სპარტა ერთადერთი უგალავნო ქალაქი იყო.

წესი იყო რომ, ყველა მამაკაცი უნდა მეომარი გაზრდილიყო. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა მას ჰეროსიას მიუყვანდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1461 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ბოლო პერიოდში მოხშირებულმა მიწისძვრებმა, ქარიშხლებმა, დედამიწის ღერძის და დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებამ ადამიანებში პანიკა დათესა და ნეგატიური ემოციები გამოიწვია. 2012 წლისთვის საზოგადოება აღსასრულს ელოდება. რით არის გამოწვეული აღნიშნული მოვლენები და შეიძლება, თუ არა, მივიჩნიოთ ისინი კაცობრიობის აღსასრულის მაცნედ, ამის შესახებ ასტრონომი, პროფესორი შალვა საბაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო შალვა, რა ხდება ჩვენს პლანეტაზე?
- არაფერი ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა. სანამ კონკრეტული საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მკითხველს ინტერვიუს დასაწყისში დავაწყნარებ და ვეტყვი, რომ დედამიწაზე მომდევნო ათეული წლების განმავლობაში არაფერი მოხდება, რაც ჩვენი პლანეტის განადგურებას გამოიწვევს. თავისი არსებობის ოთხ-ნახევარი მილიარდი წლის მანძილზე დედამიწამ მრავალი ცვლილება განიცადა. ასე რომ, ბოლო პერიოდის ცვლილებები არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება!
- მოდით უშუალოდ დედამიწს ღერძის გადახრის შესახებ ვისაუბროთ… რამ გამოიწვია ეს მოვლენა?
- აღნიშნული მოვლენა, სავარაუდოდ, ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედამიწის ღერძი კი არ დახრილა, უბრალოდ, 8 სანტიმეტრით გვერდზე გადაინაცვლა! რაც შეეხება დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებას 1 მემილიონედი წამით. ეს ცვლილება ფრიად უმნიშვნელოა. წესით, დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო უფრო უნდა შენელებულიყო, რაც დღე-ღამის ხანგრძლივობის გაზრდას გამოიწვევდა. დროის ეს მონაკვეთი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის განიცდიდა ცვალებადობას. აღნიშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1238 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს 3D ფორმატის წიგნი, რომლის გმირები ფურცლებიდან ამოხტებიან – იტყობინება სააგენტო ”როიტერი”.

პროგრამის ხელმძღვანელის, კიმ სანგის განცხადებით, წიგნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას სამი წელი დასჭირდა”.

მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გარკვეული ხნის მერე გახდება”.

3D წიგნის სავარაუდო ფასის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.

”როიტერი” აქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ბელგიაში პირველი 3D ფორმატის გაზეთი გამოიცა.

Category: სტატიები | Views: 1033 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

კომპანია Samsung აპირებს ნახევრადგამჭვირვალე დისპლეიანი ნოუთბუქების გამოშვებას.
 კონცეფცია, რომელიც წარმოადგინეს სამხრეთკორეელმა მწარმოებლებმა შემოთავაზებულია ტექნოლოგია AMOLED–ის გამოყენება — აქტიური მატრიცით ორგანული შუქდიოდის ბაზაზე. თხევადკრისტალურ ეკრანებთან შედარებით, ესეთ პანელებს აქვს შემდეგი უპირატესობა: ნაკლები ენერგომოთხოვნილება, მცირე სისქის დისპლეი, გაუმჯობესებული ფერის აღქმა და მაღალი კონტრასტულობა.

«სამსუნგ»–მა უკვე დაამზადა ნოუთბუქის პროტოტიპი AMOLED–ეკრანით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დანახვა ეკრანის მიღმა. უჩვეულო 14–დიუმიანი ლეპტოპი წარმოდგენილ იქნა იანვარში CES 2010–ის გამოფენაზე. კომპანიაში როგორც აღნიშნეს, «გამჭვირვალე» ნოუთბუქების კომერციული მოდელი გაყიდვაში გამოჩნდება უახლოეს 12 თვეში.

ჯერჯერობით უცნობია, მსგავსი კომპიუტერების ღირებულება და შეუშლის თუ არა ინფორმაციის მიღებაში დისპლეის ნახევრადგამჭვირვალეობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsung, პირველად მსოფლიოში, გეგმავს AMOLED–დისპლეების მასიურ წარმოებას, რომელსაც ექნება სენსორული მხარდაჭერა. დისპლეების გამოშვება დაიწყება მარტში.


Category: სტატიები | Views: 1010 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

გაიგეთ საქართველოს გეოგრაფიული რეკორდებზე გაგრძელების შემდეგ.
 ყველაზე ტენიანი ადგილი საქართველოში ბათუმის მიდამოებში, მთა მტირალას დასავლეთ ფერდობებია, სადაც ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 4000 მმ–ს აღწევს. ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში ელდარის ვაკეა. იგი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის.
 საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა). აქ +43 გრადუსია დაფიქსირებული.
 საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე "ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია –41 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში დაფიქსირდა –40 ჰაერის ტემპერატურა.

საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.

საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მეტრი)

საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი – მდინარე რიონი.

საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ.

საქართველოში ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც აღწევს 101 მეტრს.

საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა). ყველაზე დიდი ნაკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1475 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

I საფეხური გულისხმობს "ფსიქიკურ განწმენდას”

- თავის შეკავებას სიბრაზის და გაბოროტებისგან, ემოციებისგან, ზედმეტი სქესობრივი ცხოვრებისგან და კვებისგან, სიკეთეს და მიმტევებლობას ყველა ცოცხალი არსებისადმი, სიმართლეს და ცხოვრების წესის სხვა მომენტებს. თავის შეკავების უნარის გამომუშავება ითვლება ფსიქიკური თვითრეგულაციის პირობად, რაც აუცილებელია მედიტაციისთვის.

II საფეხურის მიზანია ფსიქიკურის "გარე განწმენდა” – შინაგანი ორგანოების მოწესრიგება, მოქმედების ნელი ტემპი, თავის შეკავება ზედმეტი მოძრაობებისგან, ლაპარაკისგან.
III საფეხურის მიზანია იმ პოზების (ასანების) გამომუშავება, რომლებშიც, პატანჯალის მიხედვით, მოხსნილია დაპირისპირება ინსა და იანს შორის. თანამედროვე კლინიკური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ასანები ახდენს ადამიანზე ფიზიკურ, ფსიქიკურ და თერაპიულ ზემოქმედებას.
IV საფეხურზე მიიღწევა სასიცოცხლო ენერგიის ჰარმონიზაცია სწორი სუნთქვის საშუალებით. ემოციების და სუნთქვის კავშირი დიდი ხნის შემჩნეულია. პრანაიამას ერთერთი მიზანია სუნთქვის ჩვეული რიტმის შენელება, რაც სასიცოცხლო ფუნქციების შენელებას გულისხმობს.
V საფეხურზე იოგის მიზანია შესაბამისი პოზის და სუნთქვის ფონზე თვითჩაღრმავება, გათავისუფლება გრძნობებისგან (მედიტაცია). ამ საფეხურზე გამოიყოფა 2 ეტაპი – თავისუფალი, ძალდაუტანებელი ფიქრები და მერე საკუთარი სხეულის გაქრობა ამ ფიქრებიდან.
VI საფეხურზე ხდება ყურადღების ფიქსაცია რაიმე კონკრეტულ წარმოსახულ ობიექტზე.
VII საფეხურზე ხდება მედიტაცია, კონცენტრაცია არახატოვან და აბსტრაქტუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1191 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

რამდენიმე საინტერესო და უცნაური ფაქტი

1) თხუნელას ერთ ღამეში შეუძლია 91 მეტრიანი გვირაბის გათხრა.

2) ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე კვირა, იმის მერე რაც თავს დაკარგავს. ის უბრალოდ შიმშილობისგან კვდება.

3) ზღარბის გული საშუალოდ ცემს 300-ჯერ წამში.

4) ჰიპოპატამს იმხელაზე შეუძლია პირის გაღება, რომ 1 მეტრი და 30 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვი თავისუფლად შეეტევა შიგ.

5) ჩიტი კოლიბრი იწონის 5 თეთრიანზე ნაკლებს 

6) ჭამის შემდეგ სახლის ბუზი ამუშავებს ნაჭამს და თავიდან ჭამს 

7) ვაშლი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კოფეინის შემცველი სასმელები დილაობით.

8) ხარები ვერ არჩევენ ფერებს. შესაბამისად არ აქვს მნიშნველობა მატადორს რა ფერის "დროშა” ეჭირება, წითელი თუ ყვითელი.

9) აქლემებს აქვთ სამი ფენა ქუთუთოები ქვიშისგან თავის დასაცავად.

10) კატები და ძაღლები არიან ცაციები და მემარჯვენეები ადამიანის მსგავსად.

11) ადამიანის კბილები ისეთივე მაგარია, როგორც ქვები.

12) საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ

13) ცხვირის ანაბეჭდები გამოიყენება ძაღლების ამოსაცნობად, ისევე, როგორც ადამიანებისთვის თითის ანაბეჭდები.

14) წელიწადში დაახლოებით 10,000 ჩიტი კვდება ფანჯრებზე შეჯახებით.

15) არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია არასდროს ინგლისის პრემიერ ლიგა ფეხბურთში
Category: სტატიები | Views: 1183 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ისტორიის შექმნაში. ისინი გავლენას ახდენენ კონკრეტული პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ზოგჯერ ისინი სულაც არ თამაშობენ დადებით როლს, თუმცა თავიანთი ქარიზმატული და ლიდერული თვისებებით მნიშვნელოვან და დაუვიწყარ პიროვნებას ქმნიან.
 დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნებები არიან ისინი, ვინც მთლიანად არიან ჩართულნი საერთაშორისო მოვლენებში და გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ათი ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში უმეტესად პოლიტიკური მოღვაწენი ხვდებიან სხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად.

1. დალაი ლამა – ათ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მუდამ ხვდება ტიბეტელი ხალხის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი.
 დალაი ლამა დაიბადა ტიბეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა სოფელში. მის უწმინდესობად იგი აღიარეს ორი წლის ასაკში ტიბეტური ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც წინამორბედი დალაი ლამა მე-13-ს რეინკარნაცია.
დალაი ლამა ცნობილია თავისი დაუღალავი წინააღმდეგობით ჩინეთის მთავრობის მიმართ ჩინეთის მიერ ტიბეტის დაპყრობის დროს. 1959 წელს ტიბეტის აღების შემდეგ იგი გაიქცა ინდოეთში სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, მასთან ერთად 80, 000 ათასი ტიბეტელი ლტოლვილი გაიქცა სამშობლოდან.

დალაი ლამა ამჟამად 72 წლის არის და კვლავ ტიბეტელი ხალხის მთავარ სულიერ წინამძღოლად ითვლება. მან მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ძალადობასთან ბრძოლას. მისი სიტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ასტროლოგია – ოკულტური სწავლება, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.


ვერძი
1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო
1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი” მშვიდობა – "კარგ” ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1218 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

დეჟა ვუ-ს ადამიანები ქვეცნობიერს, რეინკარნაციას, სხვა სამყაროდან შემორჩენი ფრაგმენტებს, სიზმრებს და ვინ იცის კიდევ რას აღარ უკავშირებენ. 
მუდმივად მიდის მსჯელობა ამ ფენომენის შესახებ, მეცნიერები ამას ტვინის სახვადასხვა სფეროების არათანმიმდევრულ მუშაობას უკავშირებენ, ანუ როდესაც ერთი ნახევარსფერო აღიქვამს საგანს მეორე ნახევარსფერო შედარებით გვიან ამუშავებს აღქმით მიღებულ სურათს და როდესაც აღქმა დამუშავების ეტაპი მთავრდება გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს უკვე იყო, მარტივად ეს ყველაფერი დაახლოებით ასე იქნება >

ადამიანს გააჩნია უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი. რაღაც საგანს ვხედავთ, თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა, სხვადასხვა მიზეზების გამო (ფიქრებში წასვლა და ა.შ.). შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე გაგვიშტერდა თვალი. ან მეორე ვარიანტი – ბინდში ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)

ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, ანუ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით. ნებისმიერ საგანს, პირველ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1012 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


10 სიცოცხლისთვის სახიფათო ქვეყანა 



10. რუსეთი
რუსეთი შეიცავს დიდი საფრთხეს რადგან იქ მაღალია კრიმინალის მაჩვენებელი. რუსეთი ერთ ერთი "უმდიდრესი” ქვეყანაა კრიმინალური დაჯგუფებებით. იქ ყოველდღიურად ყოველ 18 წუთში დაახლოებით 84 ადამიანს კლავენ (ეს რამდენად მართალია არ ვიცი)



9. ბრაზილია
ბრაზილიაში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და აგრეთვე ქუჩის კრიმინალის. იქ ხდება თავდასხმები არამარტო მშვიდობიან მოქალაქეებზე არამედ ძალოვან სტრუქტურებზეც.



8. სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკა ცნობილია როგორც "ძალადობის დედაქალაქი”. აქ ხშირია ძალადობა და ძარცვა აგრეთვე სხვა სახის კრიმინალი. აქ 10 მილიონზე მეტი შიდცით არის დაავადებული.



7. ბურუნდი
ბურუნდი არის პატარა ქვეყანა რომელიც გაანადგურა სამოქალაქო ომმა სადაც ორი დაჯგუფება Hutus და Tutsis უპირისპირდება ერთმანეთს. მათ ძირითად პრობლემებს შეადგენ სიღარიბე, კრიმინალის მაღალი მაჩვენებელი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები.



... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1553 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამ წიგნს (მკვდართა წიგნი) ეგვიპტურად ჰქვია "დღის შუქზე გამოსულთა წიგნი”.  

მისი შელოცვები საშუალებას აძლევენ გარდაცვლილის "ბა” – ს ანუ სამშვინველს, მიიღოს სხვადსხვა ფორმა და იმოგზაუროს სამარხიდან გარეთ და შიგნით. ეს წიგნი ასევე მოიცავს გარდაცვლილის გასამართლებას ღმერთების კრებულის მიერ. ამ დროს გარდაცვლილის გული იწონებოდა ჭეშმარიტების ბუმბულთან მიმართებაში. ტურისთავიანი ღმერთი ანუბისი გულს წონის, ხოლო იბისისთავიანი თოტი კი განაჩენს იწერს. თუ გარდაცვლილი მართალია, მაშინ შეუძლია შევიდეს ოსირისის საბრძანებლში, თუ არა, მის სულს ყლაპავს ნიანგისთავიანი მშთანთქმელი ამამათი


თავი 30ბ


თავი იმისათვის, რომ გულმა წინააღმდეგობა არ გაუწიოს ანის ღმერთთა საუფლოში.

 ოსირისი, გადამწერი ანი, ამბობს: "გულო, დედაო ჩემო, გულო, დედაო ჩემო, გულო, ჩემო შემქმნელო. დაე, არაფერი აღმიდგეს წინ სამსჯავროს ჟამს. დაე, არ იყოს წინააღმდეგობა ჩემდამი დამსწრეთაგან. არ განვეშორდეთ მე და შენ მის წინაშე, ვინც სასწორით წონის (გულისხმობს ანუბისს. ავტ.) შენ ხარ კა ჩემი, რომელმაც შემასხა და გამიმაგრა კიდურნი ჩემნი. ნებადართული ხარ, გააგრძელე გზა მიმავალი ბედნიერების ადგილისაკენ, რომელისაკენაც მივისწრაფი მე. დაე კაცთა შემქმნელთა არ დააგდონ საწყევარად ჩემი სახელი, და არ თქვან ტყული ჩემზე ღვთის წინაშე. ღმერთი აქ არის ჩემს მოსასმენად.”

თოტმა, ღმერთების დიდი კრებულის სამართლიანმა მსაჯულმა, ღმერთი ოსირისის თანდასწრებით თქვა: "ისმინეთ განაჩენი. ოს ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1491 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

Twilight - Midnight Sun საგის ელექტრონული ვერსია ქართულად გადაწერეთ და ისიამოვნეთ

გადმოწერა

Category: ელ-წიგნები | Views: 2067 | Added by: lucifer | Date: 07.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები