ოთხშაბათი, 24.04.2024, 22:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » მკვდართა წიგნი
11:34
მკვდართა წიგნი

ამ წიგნს (მკვდართა წიგნი) ეგვიპტურად ჰქვია "დღის შუქზე გამოსულთა წიგნი”.  

მისი შელოცვები საშუალებას აძლევენ გარდაცვლილის "ბა” – ს ანუ სამშვინველს, მიიღოს სხვადსხვა ფორმა და იმოგზაუროს სამარხიდან გარეთ და შიგნით. ეს წიგნი ასევე მოიცავს გარდაცვლილის გასამართლებას ღმერთების კრებულის მიერ. ამ დროს გარდაცვლილის გული იწონებოდა ჭეშმარიტების ბუმბულთან მიმართებაში. ტურისთავიანი ღმერთი ანუბისი გულს წონის, ხოლო იბისისთავიანი თოტი კი განაჩენს იწერს. თუ გარდაცვლილი მართალია, მაშინ შეუძლია შევიდეს ოსირისის საბრძანებლში, თუ არა, მის სულს ყლაპავს ნიანგისთავიანი მშთანთქმელი ამამათი


თავი 30ბ


თავი იმისათვის, რომ გულმა წინააღმდეგობა არ გაუწიოს ანის ღმერთთა საუფლოში.

 ოსირისი, გადამწერი ანი, ამბობს: "გულო, დედაო ჩემო, გულო, დედაო ჩემო, გულო, ჩემო შემქმნელო. დაე, არაფერი აღმიდგეს წინ სამსჯავროს ჟამს. დაე, არ იყოს წინააღმდეგობა ჩემდამი დამსწრეთაგან. არ განვეშორდეთ მე და შენ მის წინაშე, ვინც სასწორით წონის (გულისხმობს ანუბისს. ავტ.) შენ ხარ კა ჩემი, რომელმაც შემასხა და გამიმაგრა კიდურნი ჩემნი. ნებადართული ხარ, გააგრძელე გზა მიმავალი ბედნიერების ადგილისაკენ, რომელისაკენაც მივისწრაფი მე. დაე კაცთა შემქმნელთა არ დააგდონ საწყევარად ჩემი სახელი, და არ თქვან ტყული ჩემზე ღვთის წინაშე. ღმერთი აქ არის ჩემს მოსასმენად.”

თოტმა, ღმერთების დიდი კრებულის სამართლიანმა მსაჯულმა, ღმერთი ოსირისის თანდასწრებით თქვა: "ისმინეთ განაჩენი. ოსირისის გული აიწონა, და მისი სულიც დაესწრო ამას. დიდი სასწორის პასუხის შედეგად მსაჯულებმა სცნეს იგი, როგორც მართალი. მასში არ არის სიმხალე, არ დაუშურებია ძღვენი ტაძრებთთვის, არა დაუშავებია რა თავისი მოქმედებით. არ ჩაუდენია ბოროტება დედამიწაზე ყოფნისას”.

დიდი ღმერთების დასი პასუხობს თოტს, რომელიც არის ჰერმოპოლისში: "ოსირისი, გადამწერი ანი, წმინდაა და მართლი. მას არ ჩაუდენია ბოროტება, და ჩემთვისაც არაფერი გაუკეთებია ცუდი. ნუ ჩავუგდებთ მას ხელში შთანმთქმელ ამამათს. ხორცი და ღმერთ ოსირისის საბრძანებელში შესვლის უფლება მიეცა მას. ამასთან ერთად – მიწა დიდი ძრვენებისა და ჰორის მიმდევრების ველებზე”.

თვი 30ბ ანის პაპირუსის ნაწყვეტი, ე.ა. უალის ბაჯის თარგმნის მიხედვით, 1890 წელი.

წყარო: ეგვიპტოლოგია. (ოსირისის სამარხის ძიებაში. მის ემილი სენდსის დღიური.)

პირველ სურათზე გამოსახულია:ანუბისი, თოტი, ამამათი, ანი და მისი ცოლი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1490 | დაამატა: Snookie | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები