სამშაბათი, 23.04.2024, 21:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » ფულის ისტორია
22:11
ფულის ისტორია

 

ადამიანები უძველესი დროიდან ვაჭრობდნენ. თავიდან ვაჭრობისას ძირითადად მიღებული იყო საქონლის ნატურალური გაცვლა. მაგალითად, ერთი ხარი შეიძლება იარაღში გადაგეცვალა, ცხენის საფასურად სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნივთი შეგეძინა და სხვა. ფული, როგორც ვაჭრობის საშუალება, შედარებით გვიან შემოიღეს.

პირველი ოქროს მონეტები მცირე აზიაში – ლიდიაში მოიჭრა. თავიდან მონეტებს ძირითადად საგარეო ვაჭრობაში იყენებდნენ. ძვ.წ. V საუკუნიდან საბერძნეთის შიდა ბაზარზე სპილენძის მონეტები გამოჩნდა.

საქართველოში პირველი მონეტა – კოლხური თეთრი – ძვ.წ. VI საუკუნიდან იჭრება. ანტიკურ პერიოდში იბერიასა და კოლხეთში გავრცელდა ბერძნულ – რომაული მონეტები.

საკუთარ მონეტებს ჭრიდნენ ქართლის ერისთავები, ერთიანი საქართველოს მეფეები, გვიან შუა საუკუნეებში ქართველი მეფე – მთავრები. ფულს ჭრიდნენ ასევე თბილისის საამიროში, არაბთა ხალიფას სახელით, ასევე დმანისში და ქალაქებშიც. საქართველოში ადგილობრივი ფულის გარდა მიმოქცევაში იყო უცხოური მონეტებიც – სასანიდური, არაბული, ბიზანტიური, თურქული, ირანული, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლითონის ფული და სხვა.
მონეტა იყო ქალღმერთი იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და სახელი. ლითონის ფულს მონეტა ეწოდა იმის გამო, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე იუნონას – მონეტას ტაძარში მოთავსებული იყო ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ფული.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1885 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები