ალექსანდრიის შუქურა - 11 აპრილში 2010 - www.ucoz.com
სამშაბათი, 23.09.2014, 02:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » ალექსანდრიის შუქურა
00:46
ალექსანდრიის შუქურა


მსოფლიოს მეშვიდე საოცრება, ალექსანდრიის შუქურა, სინამდვილეში რიგით მერვეა. სანამ მას ააგებდნენ, მსოფლიოს მეშვიდე საოცრებად ბაბილონის გალავანი ითვლებოდა…

ვინ დააარსა ალექსანდრია?
მსოფლიოს მეშვიდე საოცრება, ალექსანდრიის შუქურა, სინამდვილეში რიგით მერვეა. სანამ მას ააგებდნენ, მსოფლიოს მეშვიდე საოცრებად ბაბილონის გალავანი ითვლებოდა. ნილოსის დელტაში აღმართული 130მ სიმაღლის შუქურა ანტიკური ხანის ადამიანებმა ისეთ თვალშისაცემ ტექნიკურ ქმნილებად მიიჩნიეს, რომ ბაბილონის გალავანი ერთი ხელისმოსმით ამოშალეს საიცრებათა სიიდან და მეშვიდე ადგილია არგუნეს შუქურას, როგორც ბოლო და ყველაზე გვიანდელი ხანის საოცრებას. დღემდე მასზე მაღალი შუქურა არც აგებულა.


ეგვიპტის დაპყრობიდან ერთი წლის შემდეგ ალექსანდრე დიდი ძველ დედაქალაქ მემფისში ფარაონად ეკურთხა. ქრისტეშობამდე 331 წელს მსოფლიოს ახალგაზრდა დამპყრობელმა, რომელიც მაშინ 25 წლისა იყო, საზეიმო პროცესიის თანხლებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაზომა 30X7კვ.მ ფართობის (5370X1253მ) ტერიტორია. მას უკან მიჰყვებოდა ქურუმი, რომელიც მეფის ნაკვალევში დაფქვილ შვრიას ყრიდა. მათ მისნისგან იცოდნენ, რომ შვრია ღმერთებს კეთილად განაწყობდა და მეფის ჩანაფიქრიც განხორციელდებოდა.


სწორედ აქ, ნილოსის დელტის აღმოსავლეთით, უნდა დაარსებულიყო ალექსანდრია, მბრძანებლის პირველი ქალაქი (რომელსაც აღმოსავლეტის ქვეყნებში ბევრი სხვა უნდა მოჰყოლოდა). მაკედონელი მეფის აზრით, ეს ქალაქი ბერძნული კულტურიცა და ეკონომიკისთვის ღია უნდა ყოფილიყო; ამავე დროს უნდა გამხდარიყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგური. ახალი ქალაქის ესკიზები ალექსანდრემ თავად შექმნა. მეფის ბრძანებით, ალექსანდრიასთან მდებარე კუნძულ ფაროსზე მანამდე არნახული სიდიდის შუქურა უნდა აეშენებინათ..



ალექსანდრია ააშენა ალექსანდრე მაკედონელის ნაცვალმა კლეომონესმა. ალექსანდრემ თავად შეარჩია ადგილი ქალაქისა და ბაზრის მოედნისათვის (აგორა), დაადგინა ტაძრების რაოდენობა და ისიც, რომელი ბერძნული ღვთაებების სახელზე უნდა აგებულიყო ისინი. ალექსანდრია სწრაფად გადაიქცა აყვავებულ ქალაქად, სადაც 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოგვიანებით ქალაქს სახელი გაუთქვა უდიდესმა ბიბლიოთეკამ, სადაც 700 000 პაპირუსის გრაგნილზე ანტიკური ხანის მთელი სიბრძნე იყო თავმოყრილი.

როგორ გამოიყურებოდა ალექსანდრიის შუქურა?
ალექსანდრიამ გაამართლა მეფის იმედები. ქალაქი ძალიან სწრაფად გადაიქცა ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ აყვავებულ მეტრობოლიად. თავად ალექსანდრე შუქურის დამთავრებას ვერ მოესწრო. იფი ქრისტეშობამდე 323 წელს გარდაიცვალა, კოშკის მშენებლობა კი მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ დაიწყო.
ეს იყო უზარმაზარი ნაგებობა, უფრო მეტიც, ისტორიაში პირველი ნამდვილი კოშკი: 30X30კვ.მ მოედანზე იდა 71მ სიმაღლის სწორკუთხედი, რომელიც წვეროსკენ ოდნავ ვიწროვდებოდა. ზედა პლატფორმაზე იყო კოშკის მეორე ნაწილი, 34მ სიმაღლის რვაკუთხა ნაგებობა. მას აგვირგვინებდა მრგვალი ნაგებობა, რომელშიც შუქურის მოწყობილობა იყო მოთავსებული. კოშკის ბოლო სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათის ფორმის საურავით მთავრდებოდა. კოშკის წვეროდან, 130მ სიმაღლიდან, ზღვას ზევსის (ან სავარაუდოდ ზღვის ღმერთ პოსეიდონის) ქანდაკება გადაჰყურებდა.

ასე წარმოედგინათ ალექსანდრიის შუქურა 200 წლის წინ.

კოშკის ქვედა ნაწილი დაყოფილი იყო ერთიმეორის თავზე განლაგებულ 14 სათავსოდ; შიდა კედლებზე ზედა სართულებისაკენ მიემართებოდა ფართო სპირალური დერეფნები, რომლებიც ისეთი განიერი იყო, რომე ორი სასაპალნე საქონელი ერთმანეთს გვერდს თავისუფლად აუვლიდა. კოშკის შუაგულში, სარდაფიდან შუქურის ბოლომდე, მოთავსებული იყო შახტი. ბაგირის დახმარებით საწვავი კოშკის წვერომდე აჰქონდათ. კოშკი გარედან თეთრი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. იმის გამო, რომ ალექსანდრიის შუქურამდე არ არსებობდა მსგავსი რამ, მას, ადგილმდებარეობის მიხედვით, უბრალოდ "ფაროსი” უწოდეს.

არქეოლოგ პერმან ტიერსოს მიერ შექმნილი რეკონსტრუქცია, 130მ სიმაღლის ალექსანდროოს კოშკის აგებაზე, სავარაუდოდ, 800 ტალანტი ანუ 20800 კგ ვერცხლი (რაც დაახლოებით 14მლნ ქართული ლარის ღირებულებისაა) უნდა დახარჯულიყო

სად იდგა მსოფლიოში პირველი შუქურა?
ისევე, როგორც იმდროინდელი მსოფლიოს სანაოსნო ნიშნულები, ალექსანდრიის შუქურაც, სავარაუდოდ, დღის შუქურად იყო გამიზნული. მაშინდელ მეზღვაურებ სახიფათოდ მიაჩნდათ ღამით ზღვაში ყოფნა და დაღამებისთანავე ნავმისადგომში შესვლას ცდილობდნენ. ალექსანდრიიის ნავსადგური ელვის სისწრაფიდ დაადგა აღმავლობია გზას. მდინარის მხრიდან ნავმისადგომში განუწყვეეტლივ იტვირთებოდა მარცვლეული და ბოსტნეული ნილოსის ნაყოფიერი ველებიდან. საზღვაო ნავმისადგომში კი შემოდიოდნენ გემები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბერძნული ღვინო, აღმოსავლური სანელებლები, ესპანური ლითონები და უამრავი სხვა საქონელი შემოჰქონდათ

. მათ მოჰყავდათ უამრავი მგზავრი: სტუდენტები, რომლებსაც ახლად დაარსებულ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ასტრონომიისა და ფილოსოფიის შესწავლა სწყუროდათ; ცნობული ალექსანდრიელი კურნალების ოსტატობის მოიმედე ავადმყოფები; დიპლომაგები, ვაჭრები, მოგზაურები, რომელთაც ნილოსის სანაპიროზე გაშენებული ახალი ქალაქის ნახვა ეწადათ. ალექსანდროოდან კი უპირველესად მინა, პაპირუსი და ტილო გაჰქონდათ. იმი გამო, რომე გემებით მიმოსვლა გახშირდა, აუცილებელი გახდა ნავსადგურში ღამით მოძრაობა. ამის გამო, კოშკი ძლიერ მაშუქი მოწყობილობით აღჭურვეს, საწვავად ქვანახშირსა და ზეთს ხმარობდნენ. შეშა ძალიან ძვირი იყო. იგი სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ და მხოლოდ სახლებისა და გემების მშენებლობისათვის იყენებდნენ. როგორც ვარაუდობენ, საწვავი სპირალის ფორმის აღმა მიმავალი დერეფნებით საპალნე საქონლის საშუალებით გადაჰქონდათ.

ეს იყო პირველი შუქურა სანაოსნო მიმოსვლის ისტორიაში; თუმცა თავისი ძირითადი მნიშვნელობითიფი საერთოდ პირველ შუქურად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. შუქურის წვერზე დანთებული ცეცხლის წინ იდგა ჩაზნეკილი სარკე, რომელიც შუქს ირეკლავდა და აძლიერებდა. ნათება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ მას, როგორც იტყვიან, "ქვეყნის დასალიერიდანაც კი ხედავდნენ”

მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეული შუქურის ფუნდამენტზე მამლუქთა სულთანმა კაიტ ბეიმ 1480 წელს ააგო "ფორტი” (ციხესიმაგრე), რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს

უეჭველია, რომ, გარდა კოშკის უჩვეულო კონსტრუქციისა, ეს ძლიერი ნათებაც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შუქურის მშენებლობის დასრულებისთანავე (ქრისტეშობამდე 279წ.) იგი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შეეტანათ.
ალექსანდრიის შუქურამ 1000 წელზე მეტ ხანს გაუძლო ომებსა და დროის ქარტეხილებს და უვნებელი გადარჩა. თუმცა, მანაც გაიზიარა მსოფლიოს ზოგიორთი საოცრების ბედი: ქრისტეშობიდან 1100 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. არაბები შეეცადნენ მის აღდგენას, თუმცა ეს ცდა მარცხით დასრულდა.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 543 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები