პარასკევი, 19.04.2024, 04:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 12

მ ჩინელმა ხელში 14 კვერცხი დაიჭირა…ეს რეკორდია…

14 კვერცხი განალაგდა მის თითებს შუა,თითებზე,ხელის გულზე….

აქამდე ადამიანს მაქსიმუმ 7 კვერცხის მოთავსება შეეძლო ხელში.

Category: სტატიები | Views: 1194 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ეს მაგიდა შექმნილია Georg Bohle-ის მიერ.იგი მოსახმარებლად ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

იგი შექმნილია მათთვის ვისაც არ აქვს დიდი სახლი და არ შეუძლია ერთად მოაქციოს სახლში მაგიდა და პიანინო.ამ ყველაფრის გათვლისწინებითაა ეს მაგიდა შექმნილი.

Category: სტატიები | Views: 1056 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



აქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.

ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია – 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.

საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები – 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები – 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).

ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას – 29 წელი (853-882წწ.).

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი – 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).

ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:

კახეთის მეფე ლევანი – 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III – 55 წელი (1510-1565წწ.).

სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი – 55 წელი (1414-1469წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II – 54 წელი (1744-1798წწ.).

სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი – 53 წელი (1391-1444წწ.).

ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი – 52 წელი (996-1048წწ.).

ტაო კლარჯეთის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1210 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ლეონარდო და ვინჩი ისტორიას,უპირველეს ყოვლისა, შემორჩა როგორც მხატვარი, მაგრამ ის მრავალმხრივი პიროვნება იყო. როდესაც ლეონარდომ მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო მოროსადს წერილი მიწერა მისთვის შესაძლებელი პროფესიების ჩამოათვალით ( მექანიკა, ჰიდრავლიკა, სამხედრო ინჟინერია, დღესასწაულებისა და ფეიერვერკების მოწყობა), ქანდაკებასა და მხატვრობას მხოლოდ ამ ჩამონათვალის ბოლოს მოიხსენიებს. მართლაც, ლეონარდოს ამ ყველა სფეროში უნიკალური აღმოჩენები აქვს.

ანატომია

იტალიელი მხატვრები საგულდაგულოდ სწავლობდნენ ანატომიას. ლეონარდო და ვინჩიც არ ყოფილა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ის იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.

ინჟინერია

ლეონარდო და ვინჩის დიდი მიღწევები ჰქონდა სამხედრო ინჟინერიაში. იგი თვლიდა, რომ ომი "ცხოველური უგნურებაა”, თუმცა კი, სამხედრო მანქანების უამრავი ჩანახატი აქვს.

ასევე ლეონარდოს ეკუთვნის თანამდეროვე ტყვიამფრქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

საინტერესო იქნება გავიგოთ იმ სპორტის ისტორია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოაჯადოვა, ვფიქრობს საინტერესო იქნება.

ძელია ისეთივე პოპულარული თამაშის მოძებნა, როგორიცაა ფეხბურთი. ტყუილად არ უწოდებენ მას ”მილიონების სპორტს”. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა.

თუ უძველეს წარსულსაც გადავხედავთ, სათავეებს, უფრო შორსაც აღმოვაჩენთ. ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში, რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება, ბურთებია ნაპოვნი. უძველეს ჩინეთში, ამავე პერიოდში ფეხბურთის მსგავს სამ თამაშს თამაშობდნენ, ესენი იყო: ძუ-ნიუ, ჩჟუ-ჩუ და ცუ-ძუ. ძველ საბერძნეთში მას – ეპისკიროსი, რომში – გარპას-ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი ერქვა და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა თუ ქალაქების, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური ვერსიით, ფეხბურთი ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ არსებობდა თამაშის მარტივი წესები. საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება. თავდაპირველად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოყალიბდა. 1863 წელს, ვინმე ფრანგმა ფეხბურთის თამაშის წესები ჩამოაყალიბა. 1871 წელს ინგლისის ტურნირი ჩატარდა, ერთი წლის შემდე კი პირველი შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

მეოცე საუკუნი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1116 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

თექის ისტორია

საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. პირველი საუკუნიდან ხდება ცნობილი სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თუშეთში და ასევე მატყლისგან დამზადებული ნივთები: ნოხი, ნაბადი, ქუდი, ქეჩა, ფაჩუჩები.
თექა მოთელილი მატყლის საფენი ქეჩაა, საქართველოში მას ისტორიულად ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშია "ნაბადი”, რომელიც მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.
პირველ საუკუნეებში ძირითადად თექის დამზადების დროს იყენებდნენ შეუღებავ მატყლს მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V-VI საუკუნეებსი ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი, ძირითადად: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან.
ასევე თექას ამზადებდნენ ქისტი ქალები, რომლებიც დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დაინტერესებულ პირებს მისი დამუშავების პროცესს. მათ მიერ შექმნილი ორნამენტები გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, მაგრამ თბილი ფერებით.

საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვა აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2698 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ისტორია

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1190 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

საქართველოს ქალაქები (მოსახლეობის მიხედვით)

1) თბილისი 1081.7 (ათასი მცხოვრები.) ქალაქის სტატუსი მიიგო 458 წელს

2 )ქუთაისი 186.0 ქალაქის სტატუსი მიიგო 1811 წელს

3) ბათუმი 121.8 -1878 წ

4) რუსთავი 116.4 – 1948 წ

5) ზუგდიდი 68.9 - 1918 წ

6) გორი 49.5 – 1801 წ

7) ფოთი 47.1 – 1578 წ

8) სამტრედია 29.8 - 1921 წ

9) ხაშური 28.6 - 1921 წ

10) სენაკი 28.1 - 1921 წ

11) ზესტაფონი 24.2 - 1926წ

12) თელავი 21.8 - 1801 წ

13) მარნეული 20.1 – 1964 წ

14) ოზურგეთი 18.7 - 1840 წ

15) ქობულეთი 18.6 - 1944 წ

16) ახალციხე 18.5 – 1840 წ

17) წყალტუბო 16.8 - 1953 წ

18) კასპი 15.2 – 1959 წ

19) ტყიბული 14.5 - 1939 წ

20) ბორჯომი 14.5 - 1921 წ

21) ჭიათურა 13.8 - 1921 წ

22) საგარეჯო 12.6 – 1962 წ

23) გარდაბანი 11.9 – 1969 წ

24) ხონი 11.3 – 1921 წ

25) გურჯაანი 10.0 – 1934 წ

26) ბოლნისი 10.0 - 1967 წ

27) ახალქალაქი 9.8 - 1064 წ

28) ყვარელი 9.1 -1964 წ

29) წალენჯიხა 9.0 -1964 წ

30) ახმეტა 8.6 – 1966 წ

32) ლანჩხუთი 7.9 -1961 წ

33) დედოფლისწყარო 7.7 -1963 წ

34) მცხეთა 7.7 -1956 წ

35) დუშეთი 7.3 - 1801 წ

36) ლაგოდეხი 6.9 - 1981 წ

37) საჩხერე 6.7 - 1964 წ

38) აბაშა 6.4 - 1964 წ

39) ნინოწმინდა 6.3 - 1983 წ

40) წნორი 6.1

41) მარტვილი 5.6

42) ხობი 5.6

43) ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1231 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ჩვენი საყვარელი დედაქალაქი თბილისი მსოფლიო ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია. იგი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული.

თბილისის დაარსება

ჩვენი საყვარელი დედაქალაქი თბილისი მსოფლიო ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია. იგი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული. აღმოსავლეთით მახათას მთა, სამხრეთით სოლოლაკის მთა, დასავლეთით მთაწმინდა თბილისის ბუნებრივ თავდაცვით სიმაგრეს ქმნიდა. მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე იყო შედარებით გაშლილი. არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ აქ დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. ამ ადგილზე მიემართებოდა სავაჭრო-სანაოსნო და საქარავნო გზები.

თბილისის შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს:

ერთხელ ვახტანგ გორგასალი უამრავი თანმხლებით თბილისის მიდამოებში ნადირობდა, ეს სანახები მაშინ ტყით ყოფილა დაფარული. მონადირეთა მწევრებმა ხოხობი ააფრინეს, ხოხობს ვახტანგის მიმინო გამოედევნა. მალე ორივე ფრინველი თვალს მიეფარა. მონადირენი კვალდაკვალ მიჰყვნენ და ბოლოს მიადგნენ ადგილს, სადაც ცხელი წყარო მოჩუხჩუხებდა. იქ მათ უცნაური სანახაობა დახვდათ – ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილიყო და ჩაფუფქულიყვნენ. მეფეს მოახსენეს, ამ თბილ წყალს სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩანს, მეფემ ბევრი აღარ დააყოვნა, ეს ადგილი მოეწონა, ქალაქის აშენება იწყო და აქ არსებული თბილი წყლების გამო ახლადაშენებულ ქალაქს თბილისი უწოდა. ვახტანგ გორგასალს სურდა, საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოეტანა, მაგრამ თავად ამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1403 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

გიგანტური სექვოია (სექვოიადენდრონი,ველინგტონია) არის გიგანტური ხის სახეობა,რომელიც მიეკუთვნება კვიპაროსის ხეთა ოჯახის რიგს.

ეს ხეები ძველად დედამიწაზე მრავალ ადგილას იყო გავრცელებული(მათ შორის კავკასიაშიც,სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ამერიკიდან შემოიტანეს რამდენიმე ნერგი),მაგრამ დღეს მათი გავრცელების არეალი შეზღუდულია,ის გვხვდება აშშ_ში კალიფორნიის შტატში სიერა-ნევადას მწვერვალზე 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე.


მეცხრამეტე საუკუნეში აშშ_ში ბევრს მსჯელობდნენ ამ ხის სახელთან დაკავშირებით,სწორედ ამიტომაც აქვს რამდენიმე დასახელება,მაგრამ ყველაზე გავრცელებული სახელი მაინც გიგანტური სექვოიაა.

ხის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია,მაქსიმალური სიმაღლე 100 მეტრს აღწევს,ხოლო დიამეტრი 10-12 მეტრს აღემატება.
ხე რამდენიმე ათას წელსაც ცოცხლობს,დრევანდელი მონაცემებით ყველაზე ძველი სექვოოის ხის ასაკია დაახლოებით 3200 წელი (დაადგინეს ხის გადანაჭერზე ასახული რგოლების მეშვეობით).

... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1979 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ლენდ როვერმა აღნიშნა თავისი 60 წლის დაბადებისდღე ცოტათი უცნაური ფორმით… სისწრაფის სიჩქარის ფესტივალზე გუდვუდში, ლენდ როვერმა დადგა 34 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სადაც გამოფენილია მისი წარმოებული რამდენიმე ავტომანქანა. ბოლოში ქანდაკებას ამშვენებს ახალი LRX-ი. ქანდაკების ავტორი და შემქმნელია ხელოვანი ჯერი იუდა (:D)

ეს პოსტი ეძღვნება ჩვენი საიტის აქტიურ წევრს და მეგობარს (მომავალში ფორუმის მაკონტროლებელ ძალას) გიორგი ჩხაიძეს!


Category: სტატიები | Views: 1022 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ურუგვაიში მოეწყო ყველაზე მასიური ბარბექიუ, სადაც შეიწვა 10 ტონა!!! (10,000 კილოგრამი) საქონლის ხორცი… (მშია ) მათმა მონდომებამ გამოიღო შედეგი და 20,000 დამკვირვებლის თვალწინ, მსაჯმა გამოაცხადა, რომ მათ დაამყარეს გინესის რეკორდი! ამ ყველაფრის შემდეგ რათქმაუნდა გაიმართა ამ 12 ტონა შემწვარი ხორცის მიღება/გადამუშავება .


Category: სტატიები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები.ბაღდადიდან დაახლოებით ას კილომეტრზე,მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმართულიყო ბორცვები ბრტყელი თავებით და დაქანებული ფერდობებით.ადგილობრივი მცხოვრებნი მათ ბუნებრივი რელიეფის ნაწილად თვლიდნენ.ბორცვების ბრტყელი მწვერვალები მოსახერხებელი იყო ბედუინთა კარვების გასაშლელად,იქ სალოცავად ადიოდნენ კეთილმორწმუნე არაბები. ვერც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა,რომ მის ფეხქვეშ ლეგენდარული,დიდებული ქალაქის ნანგრევები იყო ჩამარხული

.1899 წელს, ეს ადგილი მოინახულა გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ,რომლის სახელიც არქეოლოგიის ისტორიაში ბაბილონის აღმომჩენელის სახელად შევიდა.მან წამოიწყო გათხრები „სახნის ველზე" („სახნ" არაბულად ტაფას ნიშნავს) და პირველი დღიდანვე გაუღიმა ბედმა.თხუთმეტი წელი მოუნდა იგი გათხრებიდან უძველესი ცივილიზაციის ნაშთების ამოღებას.არქეოლოგი საწარმოებელი სამუშაოს მასშტაბებს მისი დაწყებისთანავე მიხვდა და ეს მასშტაბები გათხრების რამდენიმე თვის პერიოდმაც დაუდასტურა. პირველი,რაც კოლდევეიმ აღმოაჩინა,იყო გამოუწვავი აგურის კედელი,რომლის სიმაღლე შეადგენდა 12 მეტრს,ხოლო სიგანე 7 მეტრს.მისგან 12 მეტრის დაშორებით, მიწაში ჩამალული იყო კიდევ ერთი კედელი გამომწვარი აგურისგან,რომლის სიგანე 8 მეტრს წარმოადგენდა,მას მოყვებოდა 3 მეტრი სიგანის მესამე კედელი,რომელიც როგორც ჩანს,ოდესღაც გარს ერტყა აგურებით ამოშენებულ ღრმა თხრილს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1225 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ეს გახლავთ დუბაიში, ერთ-ერთი სასტუმროს თითქმის ბოლო სართულზე… იგი არის 260 მეტრის სიმაღლეზე.. აღნიშნულ "კორტზე” ითამაშეს აგასმა და ფედერერმა.


Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

შავი ხვრელი

შავი ხვრელი — რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი", ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები.

მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც".

პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) პიერ ლაპლასმა 1796 წელს. მან აღნიშნა, რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესაბამისად, ციური სხეული საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, სამარხი ქალს უნდა ეკუთვნოდეს.

„ტაძრის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია ქალის მდიდრული სამარხი, რომელიც სავარუდოდ, დედოფალი უნდა იყოს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით ამ ეტაპზე რამის თქმა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაგრატის ტაძარში, შესაძლოა, თამარ მეფეც ყოფილიყო დაკრძალული.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სამარხში დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები და სხვადასხვა სამკაულები არის თავმოყრილი. ამავე სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისისაკენ უკვე გაეშურნენ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია თუ რომელი საუკუნით თარიღდება აღნიშნული სამარხი.

გავრცელებული ცნობით, ძვირფასეულობა იმდენად დიდი რაოდენობისა და მნიშვნელობისაა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ.

Category: სტატიები | Views: 1129 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი და უცხო ინფორმაცია აღმოვაჩინე დღეს,
უფრო სწორად რამდენიმე წუთის წინ. მართალია ძალიან შემრცხვა, რომ აქამდე საერთოდ არაფერი მქონდა ამის შესახებ გაგებული, მაგრამ ხომ იცით სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მოკლედ ვინც არ იცით რა ხდებოდა ჩაუყევით პოსტს:

ვერმახტის ქართულ ლეგიონში გერმანული ფორმით იბრძოდა დაახლოებით 30.000-მდე ქართველი მებრძოლი. მათ სადავეში ედგათ გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე.


ქართველი სამხედროების სამკერდე ემბლემა.

ქართველი სამხედროების საყელოს ემბლემა

წარმოგიდგენთ ქართული ბატალიონების და რაზმების სიას:

795-ე ქვეითი ბატალიონი ’შალვა მაღლაკელიძე (სურათზე)’
796-ე ქვეითი ბატალიონი
797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’
798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’
799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’
822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’
823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’
824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
I/9 ქვეითი ბატალიონი
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
II/125 სასწავლო ბატალიონი
II/198 ქვეითი ბატალიონი
III/9 სასწავლო ბატალიონი
”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი
ქართული სს ჯგუფი
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”

საბრძოლო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1575 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

მეცნიერება აბორტის შესახებ…

მეცნიერება – აბორტის შესახებ
მეცნიერება წინ მიიწევს!
დღეისათვის ექიმ ნატანსონის დასკვნები უკვე მოძველებულია. თანამედროვე ბირთვულმა მედიცინამ თავის განვითარებაში ნახტომი გააკეთა.
1) აი, რას ამბობენ მეცნიერული დაკვირვებები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხორციელდება:
ა) მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა!
ბ) მე-7 კვირაზე (50 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარია იმის დასადგენად, ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. პატარა ადამიანს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.
გ) მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვს ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე).
დ) მე-12 კვირაზე (92 დღე, 3 თვე) ბავშვის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია! რჩება მხოლოდ განვითარება! 3-თვიანი ჩანასახი განვითარების უკვე ისეთ დონეზეა, რომ ატრიალებს თავს, მოძრაობს, იმანჭება, თითებს მუშტად კუმშავს, პოულობს პირს და წოვს თითს!
2) ამ დაკვირვებებს ადასტურებს ექიმ-მეანების, ცოლ-ქმარ ვილკეს ნაშრომებიც. თავიანთი გამოკვლევებით, რომლებიც 30 ფერადი სლაიდითაა ილუსტრირებული, ისინი სუფთა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ აბორტი – ეს წინასწარგანზრახული მკვლელობაა და მეცნიერული თვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 858 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

მეცნიერება აბორტის შესახებ…

მეცნიერება – აბორტის შესახებ
მეცნიერება წინ მიიწევს!
დღეისათვის ექიმ ნატანსონის დასკვნები უკვე მოძველებულია. თანამედროვე ბირთვულმა მედიცინამ თავის განვითარებაში ნახტომი გააკეთა.
1) აი, რას ამბობენ მეცნიერული დაკვირვებები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხორციელდება:
ა) მე-18 დღიდან შეიგრძნობა ჩანასახის გულის დარტყმები და მოქმედებაში მოდის აბსოლუტურად განსაკუთრებული, მისი საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემა!
ბ) მე-7 კვირაზე (50 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვს უფიქსირდება ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებისათვის მთავარია იმის დასადგენად, ცოცხალია ადამიანი თუ მკვდარი. პატარა ადამიანს აქვს სრულად ჩამოყალიბებული შინაგანი და გარეგანი ორგანოები. მას აქვს თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.
გ) მე-10 კვირაზე (70 დღე) ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც აქვს ბავშვებს დაბადების შემდეგ (9 თვე).
დ) მე-12 კვირაზე (92 დღე, 3 თვე) ბავშვის ყველა ორგანო მთლიანად ფორმირებულია, მას თითების ანაბეჭდებიც კი გააჩნია! რჩება მხოლოდ განვითარება! 3-თვიანი ჩანასახი განვითარების უკვე ისეთ დონეზეა, რომ ატრიალებს თავს, მოძრაობს, იმანჭება, თითებს მუშტად კუმშავს, პოულობს პირს და წოვს თითს!
2) ამ დაკვირვებებს ადასტურებს ექიმ-მეანების, ცოლ-ქმარ ვილკეს ნაშრომებიც. თავიანთი გამოკვლევებით, რომლებიც 30 ფერადი სლაიდითაა ილუსტრირებული, ისინი სუფთა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებენ, რომ აბორტი – ეს წინასწარგანზრახული მკვლელობაა და მეცნიერული თვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



ძველი საოცრებებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი. ამიტომაც, რამდენიმე ხნის წინ, 7 ახალი საოცრების შესარჩევად მსოფლიო მასშტაბის გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც სულ 90 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

ახალ საოცრებებად დასახელდა: რომის კოლიზეუმი; ჩინეთის დიდი კედელი; ტაჯ-მაჰალი; კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა; რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება; ინდიელთა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ და მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცას მაიას პირამიდები.

რომის კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ძვ.წ.აღ. 70 წელს) დაიწყო და ტიტუსის დროს დასრულდა. თავდაპირველად, შენობას ფლავიუსების ამფითეატრი ერქვა, რადგან იგი ფლავიების დინასტიის იმპერატორებმა ააგეს. 190-მეტრიან სიგრძისა და 156-მეტრიან სიგანის შენობაში 45-50 ათასი ადამიანი ეტეოდა. კოლიზეუმში ძირითადად, გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენს ერამდე III საუკუნეში, დინასტია ცინის მმართველობის დროს დაიწყო და დინასტია მინის დროს დასრულდა (იმპერატორთა დინასტია ჩინეთს 1368-1644 წელს მართავდა). 851 კმ-ზე გადაჭიმული კედელი სიგანით 800 მეტრია. საინტერესოა, რომ კედელზე განლაგებული ყველა სათოფური სამხრეთისკენაა მიშვერილი. ხიდზე ყოველწლიურად მარათონი – "დიდი ხიდი” იმართება.

ტაჯ-მაჰალი აგრაში, მდინარე ჯამნას ნაპირზე, შახ-ჯახანის ზეობის ხანაში აშენებული სიყვარულის მავზოლეუმია. თეთრი მარმარილოს (დღის შუქზე მარმარილო თეთრი ფერისაა, საღამო ხანს – ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეში ვერცხლისფერი დაჰკრავს) შენობას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



ძველი საოცრებებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი. ამიტომაც, რამდენიმე ხნის წინ, 7 ახალი საოცრების შესარჩევად მსოფლიო მასშტაბის გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც სულ 90 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

ახალ საოცრებებად დასახელდა: რომის კოლიზეუმი; ჩინეთის დიდი კედელი; ტაჯ-მაჰალი; კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა; რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება; ინდიელთა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ და მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცას მაიას პირამიდები.

რომის კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ძვ.წ.აღ. 70 წელს) დაიწყო და ტიტუსის დროს დასრულდა. თავდაპირველად, შენობას ფლავიუსების ამფითეატრი ერქვა, რადგან იგი ფლავიების დინასტიის იმპერატორებმა ააგეს. 190-მეტრიან სიგრძისა და 156-მეტრიან სიგანის შენობაში 45-50 ათასი ადამიანი ეტეოდა. კოლიზეუმში ძირითადად, გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენს ერამდე III საუკუნეში, დინასტია ცინის მმართველობის დროს დაიწყო და დინასტია მინის დროს დასრულდა (იმპერატორთა დინასტია ჩინეთს 1368-1644 წელს მართავდა). 851 კმ-ზე გადაჭიმული კედელი სიგანით 800 მეტრია. საინტერესოა, რომ კედელზე განლაგებული ყველა სათოფური სამხრეთისკენაა მიშვერილი. ხიდზე ყოველწლიურად მარათონი – "დიდი ხიდი” იმართება.

ტაჯ-მაჰალი აგრაში, მდინარე ჯამნას ნაპირზე, შახ-ჯახანის ზეობის ხანაში აშენებული სიყვარულის მავზოლეუმია. თეთრი მარმარილოს (დღის შუქზე მარმარილო თეთრი ფერისაა, საღამო ხანს – ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეში ვერცხლისფერი დაჰკრავს) შენობას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 960 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010




ასტროლოგიური ცნობები ახალ წელთან დაკავშირებით

ახალი წლის დადგომის წინ ყველას აინტერესებს, როგორი წელიწადი იქნება მათთვის, რა უნდა გაითვალისწინონ საახალწლო სუფრის გაშლის, ახალი წლის შეხვედრის დროს. წინასაახალწლო პროგნოზები და რჩევები ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან მივიღეთ.

- ბატონო მიხეილ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
- მაგიდა, რომლის ირგვლივ შეიკრიბებით ახალი წლის ღამეს, შეძლებისდაგვარად დადგით ოთახის შუაგულში. გადააფარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი გადასაფარებელი (შეიძლება თეთრიც). ჭურჭელი უმჯობესია იყოს ლითონის, სპილენძის, მელქიორის, ვერცხლის ან ხის. მაგიდაზე სასურველია მოათავსოთ ერთი ან რვა ნარინჯისფერი ან ყვითელი სანთელი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ვეფხვის გამოსახულების რამე სუვენირი. კარგი იქნება, მაგიდაზე რამე ნაკეთობის მოთავსება.

ახალი წელი რომ დადგება და მოიპატიჟებთ ვეფხვის წელიწადს სახლში, ამ დროს ზედმეტად ნუ შეაქებთ გასული წლის მბრძანებელ ხარს, რადგან ვეფხვი ეპაექრება ხარს.

- ნაძვის ხეზე რომელი ფერები უნდა ჭარბობდეს?
- აუცილებლად უნდა იყოს ვერცხლისფერი და ოქროსფერი წვიმები და სათამაშოები. სხვა ფერები მრავალფეროვნებისთვის ძალიან ცოტა გამოიყენეთ. ჩიჩილაკიც აუცილებლად შეიძინეთ.

- საახალწლო სუფრაზე რა საჭმელი უნდა ჭარბობდეს?
- საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი. ტრადიციულ კერძებთან ერთად (საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა) დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხორცეული. მომავალ წელს, მათ შორის საახალწლო სუფრაზე, თავი შეიკავეთ ლუდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1153 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ნასა 2020 წლისათვის მთვარეზე ავანპოსტის აგებას გეგმავს. ამ გეგმის განხორციელებას ის აპირებს მანქანა- რობოტებით- robo Tonka, რომლებიც მთვარეზე შეასრულებენ ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს.

ამ პროექტთან დაკავშირებით ნასასთან თანამშრომლობენ ასტრობოტიკის ტექნოლოგები და მკვლევარები Carnegie Mellon-ს უნივესიტეტიდან. ისინი ნასასთან ერთად ცდილობენ გეგმა უფრო დახვეწონ და შექმნან რობოტის ისეთი ტიპი, რომელიც მარტო შეძლებს ამ სამშენებლო პროექტის რეალურად განხორციელებას.

მ ეტაპზე გადასაწყვეტია ორი ძირითადი საკითხი: პირველი ის, რომ რობოტებმა შეძლონ აშენება 8 მეტრი სიმაღლის, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ნახევარწრის ფორმის 2 ნაგებობისა, რომელიც მთვარის ბუნებრივ პირობებს იქნება მორგებული. და მეორე – რაც შეიძლება მარტივად მოხდეს რობოტ-მანქანების მართვა ნასას სადგურიდან.

რობოტ-მანქანებმა უნდა შეძლონ რაც შეიძლება მცირე ხანში, მდგრადი კონსტრუქციის აგება. შემდგომში კი ნასა ამ პოსტს, მისმიერვე გაშვებული ხომალდებისა და რობოტების დასასმელად გამოიყენებს.


Category: სტატიები | Views: 1051 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაამტკიცა მცნება მძღოლებისთვის.

ვიღაც ანიჭებს უპირატესობას ავტომობილით მგზავრობას, ვიღაც კი ფეხით სიარულს. ზოგს მოსწონს ძვირადღირებილი ავტომობილები, ზოგი ამას არ აქცევს დიდ ყურადღებას, ზოგი კი უკვეთავს ცნობილ ბრენდებს ექსკლუზიურ მოდელებს. მანქანები სჭირდებათ არა მხოლოდ მილიონერებს და რიგითებს, ის სჭირდებათ ასევე რელიგიურ პირაბსაც.

ამ მიზეზით კომპანია Mercedes-Benz-მა გამოუშვა რომის პაპისთვის ექსკლუზიური ავტომობილი ინდივიდუალური შეკვეთით. ეს მოდელი შექმნილია Mersedes G500-ის ანალოგზე. წინა ავტომობილებისგან განსხვავებით ეს მოდელი არ არის ბრონირებული, ერთადერთი დამცავი ნიუანსი არის სუპერგამძლე საბურავები და საწვავის ბაკი, რომელსაც შეუძლია ხარვეზის ავყტომატურად გამოსწორება.

რომის პაპი არ არის განწყობილი გულგრილად ავტომობილების მიმართ და რაც მათთან არის დაკავშირებული. ამიტომ მან გამოსცა ცხრა მცნება ავტომოყვარულთათვის:

1. არ ჩაიდინო მკვლელობა
2. გზამ უნდა გააერთიანოს ადამიანები და არა მოუტანოს მათ სასიკვდილო ზიანი.
3. თავაზიანობა და პატიოსნება დაგხმარებათ გაუთვალისწინებელი სიტუაციების მოგვარებაში.
4. დაეხმარეთ ახლობლებს, როცა ეს მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით ავტოშემთხვევების დროს.
5. ავტომობილი არ უნდა იყოს ძალის და ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება.
6. ავტომობილი არ წარმოადგენს ცოდვების და მრუშობის ადგილს.
7. არ დაჯდეთ საჭესთან თუ ჯანმრთელობა არ გაძლევთ ამის საშუალებას.
8. ავტოშემთხვევებში მსხვერპლი და დამნაშავე ხშირად უნდა შეხვდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

გარდაიცვალა ”პერსონალური კომპიუტერის” მამა ჰენრი რობერტსი

ამერიკელი მეწარმე, ინჟინერი და ექიმი ჰენრი ედვარდს რობერტსი, რომელმაც ბილ გეიტსს და პოლ ალენს Microsoft-ის შექმნა შთააგონა, 68 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა – იტყობინება ”ასოშეითედ პრესი”.

ჰენრი ედვარდ რობერტსი, პირველ რიგში ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელმაც 1974 წელს პროცესორის Intel 8080 ბაზაზე შექმნა კომპიუტერი – MITS Altair 8800 256 ბაიტიანი მეხსიერებით და კლავიატურის ნაცვლად გადასართავი პანელით.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბილ გეითსმა რობერტსის ამ ქმნილების შესახებ 1975 წელს, ჟურნალიდან ”Popular Electronics” შეიტყო, რის შემდეგაც იგი დაუკავშირდა გამომგონებელს და აუწყა, რომ მეგობართან პოლ ალენთან ერთად მისი კომპიუტერისთვის შეიმუშავა ენის ინტერპრეტატორი BASIC.

სინამდვილეში გეითსს და ალენს არაფერიც არ ჰონდათ და ამ შეტყობინებით რობერტსის ყურადრების მიქცევა სურდათ. ასეც მოხდა, რობერტსმა ისინი მიიწვია და მოგვიანებით ალენი სამუშაოზეც აიყვანა.

გამომთვლელი ტექნიკის სფეროში მუშაობით დაინტერესებულმა ბილ გეიტსმა მეგობართან ერთად აკადემიური აიღო, თუმცა, იგი მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა უმაღლეს სასწავლებელში, მეგობრებთან ერთად დააფუძნა კორპორაცია Microsoft და მოგვიანებით გამოუშვა პროდუქტი Altair BASIC.

ჰენრი ედვარდს რობერტსი 1941 წელს ფლორიდაში დაიბადა. ახალგაზრდობაში მას ორი მიმართულება აინტერესებდა – მედიცინა რა ელექტრონიკა. რობერტსმა ელექტრონიკა აირჩია, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, სწავლა ვერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1066 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



ძველი საოცრებებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი. ამიტომაც, რამდენიმე ხნის წინ, 7 ახალი საოცრების შესარჩევად მსოფლიო მასშტაბის გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც სულ 90 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

ახალ საოცრებებად დასახელდა: რომის კოლიზეუმი; ჩინეთის დიდი კედელი; ტაჯ-მაჰალი; კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა; რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება; ინდიელთა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ და მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცას მაიას პირამიდები.

რომის კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ძვ.წ.აღ. 70 წელს) დაიწყო და ტიტუსის დროს დასრულდა. თავდაპირველად, შენობას ფლავიუსების ამფითეატრი ერქვა, რადგან იგი ფლავიების დინასტიის იმპერატორებმა ააგეს. 190-მეტრიან სიგრძისა და 156-მეტრიან სიგანის შენობაში 45-50 ათასი ადამიანი ეტეოდა. კოლიზეუმში ძირითადად, გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენს ერამდე III საუკუნეში, დინასტია ცინის მმართველობის დროს დაიწყო და დინასტია მინის დროს დასრულდა (იმპერატორთა დინასტია ჩინეთს 1368-1644 წელს მართავდა). 851 კმ-ზე გადაჭიმული კედელი სიგანით 800 მეტრია. საინტერესოა, რომ კედელზე განლაგებული ყველა სათოფური სამხრეთისკენაა მიშვერილი. ხიდზე ყოველწლიურად მარათონი – "დიდი ხიდი” იმართება.

ტაჯ-მაჰალი აგრაში, მდინარე ჯამნას ნაპირზე, შახ-ჯახანის ზეობის ხანაში აშენებული სიყვარულის მავზოლეუმია. თეთრი მარმარილოს (დღის შუქზე მარმარილო თეთრი ფერისაა, საღამო ხანს – ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეში ვერცხლისფერი დაჰკრავს) შენობას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები