პარასკევი, 29.03.2024, 15:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 15

მილან კუნდერა: "ფარდის მიღმა”ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

პუბლიკაცია წარმოადგენს ფრაგმენტს მილან კუნდერას ბოლო წიგნიდან "ფარდა”, რომელიც 2005 წელს გამოსცა Gallimard-მა.



ავტობიოგრაფიის საპირისპირო პოლუსზე… პრუსტი

ვის შევადაროთ რომანისტი? ლირიკოს პოეტს. როგორც ჰეგელი ამბობს, ლირიკული პოეზიის შინაარსი თავად პოეტია. ის საკუთარ შინაგან სამყაროს აამეტყველებს, რათა მსმენელებში იმგვარი გრძნობები თუ სულიერი მღელვარება გამოიწვიოს, რასაც თვითონ განიცდის. და მაშინაც კი, თუ პოეტი მისი ცხოვრებისთვის უცხო, "ობიექტურ” თემებს ეხება, "დიდი ლირიკოსი პოეტი მათ სწრაფად შეაქცევს ზურგს და ბოლოს მაინც საკუთარ პორტრეტს დახატავს» («stellt sich selber dar»).
ჰეგელი იმასაც ამბობს, რომ მუსიკასა და პოეზიას, მხატვრობასთან შედარებით, ერთი უპირატესობა აქვს: ლირიზმი. ლირიზმში კი მუსიკას უფრო შორს წასვლა შეუძლია, ვიდრე პოეზიას, რადგან მას შინაგანი სამყაროს იმ ყველაზე იდუმალი მოძრაობების წვდომის ძალა შესწევს, რომლებიც სიტყვებისთვის მიუწვდომელი რჩება. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ხელოვნება – მუსიკა, რომელიც უფრო ლირიკულია, ვიდრე თავად ლირიკული პოეზია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლირიზმის ცნება ლიტერატურის ერთი ჟანრით (ლირიკული პოეზიით) კი არ იფარგლება, არამედ ყოფიერების ერთგვარ გზას აღნიშნავს და ამ თვალსაზრისით, პოეტი-ლირიკოსი მხოლოდ ყველაზე სამაგალითო განსახიერებაა იმ კაცისა, რომელიც თავისი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1280 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

    

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (Gabriel José García Márquez) (დ. 6 მარტი, 1928) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.

გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.სექციების სია.



ცხოვრება და შემოქმედება 

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.
... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) (* 10 ნოემბერი, 1966), ქართველი მწერალი და ისტორიკოსი, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ნოველისტი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს.

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "გადაფრენა მადათოვზე და უკან", "გაქრები მადათოვზე" (1998), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1516 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010


ბავშვობა და სიყმაწვილე
დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1375 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

ციურიხის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ალბერტ აინშტაინი.


საქართველოში განათლების სისტემა გასული საუკუნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ევროპის მოწინავე ქვეყნების მიღწევებს და გამოცდილებას. ის გარდაქმნები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს განათლების სისტემაში, არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია თუ არ გავითვალისწინებთ მოწინავე ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სტატიაში განხილულია შვეიცარიის განათლების სისტემის ის თავისებურებანი, რომელიც გამოადგება საქართველოს.

შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე და მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ამიტომ დიდი შეცდომა იქნებოდა მისი განათლების სისტემის კოპირება საქართველოში, რომელიც განვითარებად ქვეყანად ითვლება, მაგრამ ზოგი რამ ახლავე შეიძლება დაინერგოს, ხოლო დანარჩენი უნდა იყოს პერსპექტიული განვითარების ორიენტირი. მოცემულ სტატიაში განხილულია შვეიცარიის განათლების ყველა საფეხური და ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

ნინო ნაცვალაძე – ქართული ფულის ისტორია (ინტერვიუ თედო დუნდუასთან)




ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.
როგორ ვითარდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ნუმიზმატიკა და როგორ აისახებოდა მასზე საქართველოში არსებული მდგომარეობა, ამ თემასთან დაკავშირებით ისტორიკოს თედო დუნდუას ვესაუბრეთ.

თედო დუნდუა: მონეტის შექმნა ეკონომიკის განვითარების საქმეში არის რევოლუცია. ვიდრე ჭრილი ფული შეიქმნებოდა, ფულის ფუნქციას ასრულებდა სხვადასხვა საქონელი, რომელსაც საქონელფული ერქვა. ეს შეიძლება ყოფილიყო წვრილფეხა პირუტყვი, ძვირფასი მეტალის ზოდები, სპილენძის სამაჯურები, იარაღი და ა.შ. მაგრამ ჭრილი ფულის შექმნა დაკავშირებული იყო საქონელფულის ხარვეზებთან. მათი შენახვა და ტრანსპორტირებაც საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ვაჭარს უნდა სდებოდა ჯიბეში ან ურემზე ბევრის შემსყიდველი ახალი ღირებულება. ზოდები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა, საქონელი – მითუმეტეს. სასურველი იყო, რომ ეს საგადასახადო საშუალება ყოფილიყო ძალიან კომპაქტური, მცირე მოცულობის, მცირე წონის და ძალიან ძვირფასი. ამიტომ აქცენტი აიღეს ძვირფას მეტალებზე.
იმიტომ, რომ ძვირფასი მეტალები ბუნებაში მცირე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1527 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

Зураб Жвания родился 9 декабря 1963 года в Тбилиси в семье военнослужащего. Его род принадлежит к мингрельской ветви абхазского дворянского рода Званба. Мать Рэма Антонова — армянка[1] по отцу и еврейка по матери.

В 1985 году получил диплом биологического факультета Тбилисского государственного университета, после чего до 1992 года работал на кафедре физиологии человека и животных того же факультета.

В 1989 году Жвания создал в Грузии движение «зелёных», а затем — Партию «зелёных», став её первым председателем. В течение двух лет он являлся сопредседателем Партии «зелёных» Европы.

В 1993 году Зураб Жвания занял пост генерального секретаря коалиционной партии, созданной для поддержки политики Эдуарда Шеварднадзе, — Союза граждан Грузии (СГГ). 25 ноября 1995 года, после победы СГГ на выборах, он был избран председателем парламента Грузии. Через четыре года был переизбран на эту должность, однако 1 ноября 2001 года подал в отставку, мотивировав своё решение протестом против п ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

მერაბ კოსტავა – Merab Kostava (1939-1989).

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.


1946 წელს მერაბი შეჰყავთ თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში.


მერაბს კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა და მე-9 კლასიდან სწავლას აგრძელებს ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეგობრების და მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1534 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ხიბულა, წალენჯიხის რაიონი), მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992).სექციების სია .
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:
პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.
სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1829 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

Алла Фёдоровна Дудаева (урождённая Алевтина Фёдоровна Куликова, род. в 1947 году) — вдова Джохара Дудаева, художник, телеведущая. Сторонница чеченского сепаратизма.

Дочь советского офицера, бывшего коменданта острова Врангеля (не связан с генералом армии Анатолием Куликовым)..

Родилась в 1947 году в Коломенском районе Московской области. Окончила художественно-графический факультет Смоленского пединститута. В 1967 году стала женой офицера ВВС Джохара Дудаева, впоследствии Президента Чечни, начавшего сепаратистскую войну на отделение от России. Родила двух сыновей — Авлура и Деги — и дочь Дану.

После смерти мужа, 25 мая 1996 года пыталась покинуть Чечню и вылететь в Турцию, однако в аэропорту Нальчика её задержали. Её допрашивал «специально прибывший молодой офицер, который представился полковником Александром Волковым» и которого она впоследствии узнала, увидев по телевизору Александра Литвиненко (согласно показаниям Ахмеда Закаева по делу об убийстве Литвиненко, тот также подтвердил, что допрашивал Аллу ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2741 | Added by: NaTia | Date: 15.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები