შაბათი, 20.04.2024, 04:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 28

რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა.


"ჯოლდოების გადაცემისას პუტინმა საქართველოს ჰიმნი ფეხზე დამდგარმა მოისმინა და შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა”, – განაცხადა ხაბულიანმა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების დამარცხების იმედი ჰქონდა. პუტინი ვენაში საგანგებოდ მათ მხარდასაჭერად ჩავიდა. პრემიერმა თან ნაკრების ფორმაში ჩაცმული 150 ბავშვი და ნაკრების ძველი მწვრთნელიც ჩაიყვანა.


"გუნდები ისე იყო განთესილი, რომ რუსეთის და ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რუსი სპორტსმენები მანამდე გამოეთიშნენ ჩემპიონატს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Category: ახალი ამბები | Views: 1017 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 15 აპრილიდან დაიწყება. უკვე დამონტაჟდა საჭირო ტექნიკა - თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამოცნობის, ხელმოწერის ნიმუშის აღების და პასპორტის ხარისხის შემოწმების აპარატი.

ამ დროისთვის ბეჭდვის სამი ცენტრი არსებობს. ბიომეტრიული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და ასი ლარი ეღირება. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის პარალელურად, ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტებიც.

Category: ახალი ამბები | Views: 1103 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010


"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა დილის 06:00 საათზე გლდანი-ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ თონეს ესტუმრა, სადაც ხაბაზის ფუნქციები შეასრულა - პურები და ნაზუქები დააცხო; შემდეგ, კინოთეტრ "ამირანში" მივიდა, სადაც სპეცფორმაში გამოწყობილმა ვიტრაჟები დაასუფთავა; მოგვიანებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ყასაბის ფუნქციები იტვირთა - თეთრ ხალათში გამოწყობილმა ხორცი დაჭრა და გაყიდა.

მერობის კანდიდატი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. "ასე უფრო შესაძლებელია არსებული პრობლემების დანახვა", განაცხადა უგულავამ.

Category: ახალი ამბები | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010


რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა, რომლებიც თურქეთის გეოგრაფიულ ცნობარზე მუშაობდნენ, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები - ოშკი, ხახული და იშხანი მოინახულეს.

ექსპედიციის წევრთა განცხადებით, ოშკი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო, სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული გუმბათიდან წყალი ჩადის, რამაც ფრესკები თითქმის ჩამორეცხა.

ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ვედრების ბარელიეფური კომპოზიციიდან თავდაპირველად ჩამოვარდა ღვთისმშობლის ფიგურა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ - დაიკარგა; სხვა ფიგურებს, სიმაგრის მისაცემად, შეყუდებული ქონდა ხის მორები. ამჟამად, კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს; ბარელიეფიდან კი, ჩამოვარდნილია მაცხოვრის ფიგურა, რომელიც შუაზეა გადატეხილი და ისეა დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება. აღნიშნული ბარელიეფით ტაძარი აგებისთანავე, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში შეამკეს.

Category: ახალი ამბები | Views: 1102 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

28.04.2010


გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა. სანიაღვრე არხებიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თხუთმეტამდე ოჯახი დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

მეწყერისა და ალაზანის ადიდების გამო პარალიზებული მოძრაობა აღდგა გომბორი-თბილისის გზატკეცილზე და თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალზე. მეწყერი ჩამოწვა თელავის რაიონის სოფელ ხოდაშენშიც. დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა.

300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე რჩება. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოდარებას ელოდებიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაგეგმად თელავში მთავრობის გასვლითი სხდომა იწყება.

Category: ახალი ამბები | Views: 1067 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010



მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ.


მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.


მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.

ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.


რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა საზარლობა დატრიალდებოდა იმ საწოლში, საცა მყუდროდ ეძინა სამეფო სახლობას.


პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა, იმ დროს საქ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1499 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები