პარასკევი, 19.04.2024, 17:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29

რატი ამაღლობელი: "გაზაფხულის უვერტურა”.

ისევ მაისობს სამაიის ისამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

     *  *  *

რატი ამაღლობელი: "არანაირი ცის”


                        ბინდი, მხატვარი რუსუდან ჯავრიშვილი.


არანაირი ცის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1318 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ვახუშტი კოტეტიშვილი – Vakhushti Kotetishvili (1935-2008)

`ჩემი ბინის ოთახები ვეღარ იტევს სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ სისქის რვეულებს, უბის წიგნაკებს, ბარათებსა თუ ფარატინა ფურცლებს. დატენილსა და დაბერილ საქაღალდეებს ყელში სჩრიათ აცაბაცა, ბატიფეხურით ნაწერი ლექსები, თქმულება-ლეგენდები, შელოცვები, ანდაზები თუ ნაკვესები… ეს ყველაფერი ყოველდღიურად იზრდება, მრავლდება, ხვავდება და ბოლო აღარ უჩანს, ლამის ქვეშ დაგვიტანოს მთელი ოჯახი.


გზავნიან ფოსტით, მოაქვთ პირადად, ხელიდან ხელში, ან ატანენ ვინმეს, ელიან პასუხს. მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, თვით ავტორნი თუ მათი მემკვიდრენი, გათვითცნობიერებული ჩამწერ-შემკრებნი თუ შემთხვევითი პირები, რომელთაც სადღაც, ოდესღაც, როგორღაც ვიღაცისგან სმენიათ, მოუკრავთ ყური,
ჩაუწერიათ და არ უნდათ, რომ დაიკარგოს…


იქნება რამეში გამოგადგეთო, – იტყვიან მორიდებით და გიტოვებენ ძველი სკივრებიდან ამოლაგებულ პაპებისა და მამა-ბიძების მიერ ჩაწერილ მასალებს, რომელთაგან ზოგჯერ მართლაც საოცარი სხივი გამოკრთება ხოლმე, ჩაუმქრალი სხივი ალალად ნათქვამი სიტყვის მადლისა.
წერილები… ზოგ კონვერტს აწერია ჩემი ბინის მისამართი, ზოგს უნივერსიტეტისა ან ტელევიზიისა,
ზოგსაც მთარგმნელთა კოლეგიისა თუ ასოციაციის, ხოლო ზოგიერთს კი პირდაპირ: თბილისი. ვახუშტი კოტეტიშვილს. ყოველგვარი მისამართის გარეშე. და მაინც მოდის, გზას მოიკვლევს, არ იკარგება…~

* * *
ნელ-ნელა მისი სახლი ზნე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1314 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გამოჩენილი დირიჟორი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). საქართველოს და სსრკ-ს სახალხო არტისტი, ანსამბლ ”შვიდკაცას” შემქმნელი ჯანსუღ კახიძე – ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

მან დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1963 წ. სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.

1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ).

1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვერგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”.

1973-1993 წწ ჯ.კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 1993 წლიდან კი ჩამოაყალიბა ”თბილისის სიმფონიური ორკესტრი”. ჯ,კახიძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობდნენ ყოფილი საბჭოთა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1225 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში.

1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.

თავდაპირველად მსახიობი მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.

როგორც თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით.

მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება” და "სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი”) და სხვა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1304 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

თენგიზ აბულაძე – Tengiz Abuladze (1924-1994)

ცნობილი კინორეჟისორი თენგიზ ევგენის ძე აბულაძე დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს. 1943–46 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 დაამთავრა საკავშირო კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო).

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი სასახლე” (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა” (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით; მთავარი პრიზი "ოქროს პალმის შტო” კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე, ორივე 1956).

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები” (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა” პორეტა–ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2161 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


მიხეილ თუმანიშვილი (1818 — 1875)


მიხეილ თუმრნიშვილის სახელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული რომანტიზმის ისტორიასთანაა დაკავშირებული, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი რეალისტური ხელოვნების პრინციპების დამცველად გვევლინება და ერთი პირველთაგანია იმ მცირერიცხოვან მწერალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხელს უწყობს ქართული კრიტიკისა დაპუბლიცისტიკის განვითარებას.


იმ გვარმა, რომელსაც პოეტი ეკუთვნოდა, ძველიდანვე გამოიჩინა თავი მწერლობაში, ხოლო, ოფიციალური მდგომარეობის მიხედვით, მის წარმომადგენლებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (დაახლოებით, მე-15 საუკუნიდან) საქართველოს სამეფო კარის მდივნის თანამდებობა ეჭირათ.

ამ თანამდებობას ასრულებდა რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე მიხეილის მამა თავადი ბირთველ თუმანიშვილიც, ხოლო შეერთების შემდეგ, 1802 წელს, იგი დაინიშნა დუშეთის მაზრის თანამსაჯულად; რამდენიმე წლის განმავლობაში ბირთველი ქალაქის უფროსადაც იყო გორში; ბოლოს კი მან თავი დაანება სამსახურს და ხელი მოჰკიდა მეურნეობას.

დედა მიხეილისა, ანა, სომხეთის მელიქის ათანასე მირიმანოვის ასული, თავის დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა და, უმთავრესად, იგი ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას.
თუმანიშვილის ოჯახ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1323 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს (28 იანვარი) სოფ. ლესაში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).

ადრეული წლები
კიტა აბაშიძის მშობლები გურიიდან იმერეთში გადასახლდნენ და შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში სახლდებიან, აბაშიძეების საგვარეულო მამულში, სადაც გაატარა კიტამ ბავშვობის წლები.

კიტას მამა, გიორგი აბაშიძე, იყო იმერეთში საკმაოდ ცნობილი თავადის, ივანე დავითის ძე აბაშიძის უმცროსი შვილი. გიორგი აბაშიძე ქართველ დიდგვაროვანთა წოდებას განეკუთვნებოდა და იგი, ისევე როგორც თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, გაღარიბებული იყო, ამიტომ მუხლჩაუხრელად შრომობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე რაჭაში.

გიორგი აბაშიძე 1874 წელს გარდაიცვალა, მაშინ კიტა 4 წლისა იყო. კიტას ჰყავდა ორი უმცროსი და: ეკატერინე და პოლინა. ოჯახის მთელი სიმძიმე კიტას დედას, 25 წლის სოფიო გურიელს დააწვა მხრებზე.

იგი ცდილობდა არაფერი მოეკლო ბავშვებისათვის. დედა-შვილის ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო და სინაზე იგრძნობოდა. ეს ურთიერთობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. კიტა დედას სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა ქუთაისიდან, თბილისიდან , ოდესიდან, პეტერბურგიდან, კონსტანტინეპოლიდან, პარიზიდან, რომიდან.

9 წლის კიტა თავის დას სწერდა: "ჩვენ რომ დედა გვყავს, კატო ჩემო, იმისი ღირსი ჩვენ არა ვართ.” დედის შვილისადმი ტრაგიკული სიყვარულის ნათელი მაგალითია სოფიოს აღსასრული: მას შემდეგ, რაც 1917 წელს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, სოფიომ, ზუსტად ე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1165 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

თენგიზ ვერულავა – "ედგარ პო”.


სხეულის ტყვე სული..


სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე. მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე ინება დავანება.
დედამიწა _ პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი, მეუფება სამყაროსი, ირგვლივ უსასრულოდ მბრუნი შვიდი სფერო.

სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს, მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, მიწასთან.


დედამიწა _ სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე, სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.


მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მისი მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა, დამძიმდა. გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული.


ჯავშნიან ძვლებს მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა, დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1226 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:


ნოდარ ლადარია.


ოცდაათიოდე წლის წინ ერთი წიგნი ჩამივარდა ხელში. მორის კლაინის წიგნი მათემატიკის ისტორიას შეეხებოდა და ასე იწყებოდა:

"ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ სახელის ტარების ღირსია, ჭეშმარიტებას ეძიებს". ეს წინადადება სამუდამოდ დამამახსოვრდა. პირველი წაკითხვიდან ორი დასკვნა გამოვიტანე. პირველი ის იყო, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელია, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, ეს დასკვნა ბევრს არაფერს მაძლევდა - საზრისის მთელი სიმძიმე ზმნაში უნდა ყოფილიყო: ეძიებს. ჰოდა, მეორე დასკვნაც გამოვიტანე: ჭეშმარიტება არასოდეს გეძლევა მუქთად.

იმ დროიდან ვფიქრობ, რომ საპირისპიროც მართალია: რაც მუქთად გეძლევა, არასოდესაა ჭეშმარიტება. არ მჯერა მუქთად და უშრომლად მიღებულისა...

ამ მცირე შესავლის შემდეგ უნდა გადავიდე პროფესორ ნინო როინიშვილის სტატიაზე, რომლითაც გაიხსნა 9 აპრილის WEEKEND: "დიდი ჰადრონული კოლაიდერი".

საქართველოში ამ მოწყობილობის შესახებ ბევრმა იცის. სამწუხაროდ, ის ჯობია, ცოტამ იცოდეს: ძირითადად, ჰგონიათ, რომ ადამიანი ამ მოწყობილობით "ღმერთს ეჯიბრება" და ცდილობს "ახალი სამყარო შექმნას". დავანებოთ თავი სისულელეებს და მოვიყვანოთ რამდენიმე მონაცემი 9 აპრილის სტატიიდან.

დავიწყოთ კონკრეტულით:

ზეგამტარი კაბელების ჯამური სიგრძე ათჯერ სჭარბობს მანძილს დედამიწიდან მზე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1224 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

კვირის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან - უკრაინა ნატოზე უარს ამბობს.


იანუკოვიჩი აცხადებს, რომ კვლავ ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ აღებული გეზის, თუმცა "ბლოკურ თამაშებს" აღარ აპირებს.

ამის დასადასტურებლად კი აუქმებს ნატოს თანამშრომლობის უწყებათშორის სამთავრობო ცენტრსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნულ ცენტრს.

"ხალხის ნების აღსრულების აქტი" ძალზე საინტერესო დროს - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ხორციელდება. დასავლეთი გაურკვეველ არჩევანზე იწყებს საუბარს, საქართველო კი ნატოსკენ სწრაფვაში მარტო რჩება.

2008 წლის 5 აპრილს გახსნილმა ბუქარესტის სამიტმა რამდენიმე კითხვას მაშინვე გასცა პასუხი - ამ დღემ დაადასტურა, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ფაქტობრივი ვეტოს უფლება აღმოაჩნდა; დაადასტურა ისიც, რომ ევროპა თავის არჩევანში ერთიანი არ არის. მაშინ საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება იყო.

ორი წლის წინანდელ გაზაფხულს ემთხვევა კოსოვოს აღიარებაც. ყველაფრის ლოგიკური შედეგი კი აგვისტოს ომი გახლდათ.

მაშინ ბევრს საუბრობდნენ, რომ ნატომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ფორმით "თავის ატკიებაზე" უარი თქვა. მანამდე და მერეც ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, ეხმარებოდა თუ ხელს უშლიდა საქართველოს ამ გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

26 აპრილს, 5 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზი თანდათანობით ივსებოდა.



გასაკვირი არცაა, რომ მაყურებელთა შორის სკოლის მოსწავლეები ჭარბობდნენ. შემოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხმაურით, ზოგიერთი მათგანი ადგილს ჩუმად იკავებდა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მოლოდინზე ეკითხებოდნენ, მოლოდინზე იმ სპექტაკლის მიმართ, რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ.



"ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სცენარი კი არჩილ სულაკაურის მოთხრობების "მტრედები" და "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" მიხედვით მანანა დოიაშვილმა დაწერა. სულ 5 პერსონაჟია, სპექტაკლში კი 10 მსახიობია დაკავებული, ისინი ერთმანეთს ცვლიან, პირველი ხუთეულის მონაწილეობით პრემიერა რამდენიმე დღით ადრე შედგა, მეორე ხუთეულის კი 26 აპრილს.



აქ წამყვანი პერსონაჟი ომია. ომი, რომელიც სიძულვილის, ძალადობის, აგრესიის, სისხლისა და სიკვდილის საფუძველია.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ომის დროს ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ, ყველანი უსახო არსებებად იქცნენ და მათი გარჩევა ძნელია, მაყურებელი მაინც ხედავს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და არამხოლოდ საკუთარი თავის, ასევე სხვების გადარჩენაზე ფიქრობენ.

სპექტაკლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1232 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

არჩევნები კი მშვიდად და ობიექტურად ჩაივლის.


ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან

- გაზეთ "კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური.

ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსტიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული.

მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესი ვერ ჩააცხრო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმ ნაწილმა, სადაც მეფობის აღდგენის იდეის ავტორად პრიმაკოვია გამოცხადებული.

- საქართველოსთან დაკავშირებით პრიმაკოვის ფიგურა ამ ბოლოს წამოტივტივდა - მისი დაბადების დღეზე პუტინმა საქართველო, ასე ვთქვათ, გადააბარა პრიმაკოვს. მეფის ინსტიტუტის იდეა უფრო ძველია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ.

რაც შეეხება პრიმაკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ოლეგ პანფილოვთან.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კონტრრევოლუციის ცოტა შანსია.


- "პირველი კავკასიური" არის მცდელობა, რამე დავაკლოთ უზარმაზარ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას. თანაც რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოშიც არაერთგვანოვანი დამოკიდებულებაა "პირველი კავკასიურისა" და თქვენი მოღვაწეობის მიმართ. განსკუთრებული სპეციფიკა ახლავს ამ არხზე მუშაობას?

- მუშაობის არავითარი განსაკუთრებული სპეციფიკა არ არის, მაგრამ არის მიზანი, შეიქმნას რუსულენოვანი არხი, პირველ რიგში იმისთვის, რომ რაღაც დოზით წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ პროპაგანდას.

ეს წინააღმდეგობა ომს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანს - არამხოლოდ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობას ჰქონდეს ალტერნატიული ინფორმაცია; ის აღარ მიკვირს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მედიით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით აგებს.

საქმე ისაა, სსრკ-დან გერმანიაში საცხოვრებლად გადასული რუსულენოვანი გერმანელები და დასავლეთ ევროპაში მომუშავე რულსულენოვანი ადამიანებიც კი რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1048 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ადრეული წლები(1900-1965).


ბაიერნის პირველი გუნდის ისტორია იწყება 1899 წლიდან. მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდევ 18 ფეხბურთელი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბაიერნს.

გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა ლეოპოლდშტრასეზე. გუნდის პირველ მიღწევად მიუნხენური ფეხბურთის ლიდერობა იქცა. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო.

მომდევნო გათამაშებაში კი მიუნხენელებმა ისე დაიცვეს ტიტული, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი მაქს გაბლონსკი.

ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი.

1926 წელს ბაიერნმა მოიგო სამხრეთის მიწების ჩემპიონატი, ხოლო 1932 წელს პირველად მოიგო გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი.

გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი. მეორე მსოფლიო ომმა ძალზე დიდი გავლენა იქონია ყველაფერზე, მათ შორის სპორტზე. მან დიდი ხნით ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1061 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა განვლილ შეხვედრასა და "ბერნაბეუზე” გასამართ მატჩზე…

"ბაიერნს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. სწორედ ამ ფაქტის გამო ვართ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში!”

"მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრს ვშრომობდით, რაც საბოლოოდ დაგვიფასდა კიდეც. ძალიან მიხარია, რომ ფინალურ შეხვედრაში ვითამაშებთ”

"იმედი მაქვს ფინალურ შეხვედრაშიც წარმატებულად ვიასპარეზებთ. საერთო ჯამში ჩემი შეგირდებით კმაყოდილი ვარ, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრს ვარჯიშობდნენ და ჩემს მითითებებს ასრულებდნენ, დიდი მადლობა მათ ამისათვის. იმედი მაქვს, რომ სეზონს ტრიუმფალურად დავასრულებთ!”


მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, გააკრიტიკა ფლორენტინო პერესის არჩეული პოლიტიკა...

"პერესი შეცდომებზე ვერ სწავლობს. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ფულის მეშვეობით სურს. გუნდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფილოსოფია იმისათვის, რომ ევროპის მწვერვალები დაიპყროს".

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი არ მალავს მის განცვიფრებას იმის შესახებ, რომ "რეალი" ლიგიდან 1/8 ფინალის სტადიაზე გავარდა: "ვიცოდი, რომ სამეფო კლუბი ლიგას ვერ მოიგებდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ისინი ასე ნაადრევად დათმობდნენ პოზიციებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლიგას ფული ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


გუშინ როგორც იცით "ბაიერნმა" "ლიონის" ძლევით მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური. გთავაზობთ ფინალამდე განვლილი ყველა თამაშის მიმოხილვას კარგ ხარისხში.

Maccabi Heifa Vs Bayern Munchen 0 : 3

Bayern Munchen Vs Juventus 0 : 0

Bordeaux Vs Bayern Munchen 2 : 1


Bayern Munchen Vs Bordeaux 0 : 2

Juventus Vs Bayern Munchen 1 : 4

Bayern Munchen Vs Fiorentina 2 : 1

Fiorentina Vs Bayern Munchen 3 : 2

Bayern Munchen Vs Manchester United 2 : 1

Manchester United Vs Bayern Munchen 3 : 2

Bayern Munchen Vs Lyon 1 : 0

Lyon Vs Bayern Munchen 0 : 3


Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


ინტერნაციონალე (შემოკლებით ინტერი, ოფიციალური დასახელება Football Club Internazionale Milano) – მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, უპოპულარესი და უმდიდრესი საფეხბურთო კლუბი იტალიის ქალაქ მილანიდან.


2009 წლის მონაცემებით: იტალიის შიდა ტურნირებში: 17-გზის ჩემპიონი, 5-გზის თასის მფლობელი, 4-გზის სუპერთასის მფლობელი;
საერთაშორისო ტურნურებში: 2-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965), 3-გზის უეფას თასის მფლობელი (1991, 1994, 1998), 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.


მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-8 კლუბი.


მეტსახელი ნერაძური (Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელება იტალიურად).


კლუბის პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია მასიმო მორატი, რომლის მამის – ანჯელო მორატის სახელს უკავშირდება დიდი ინტერის ოქროს ხანის დიდი წარმატებები. მორატების საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარე ოლივერ კანმა, ორი წლის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა და მაშინვე ტელევიზიის კაბინაში გადაინაცვლა – კერძოდ, გერმანიის ნაკრებისა და ბუნდესლიგის მატჩების კომენტატორად მუშაობს.



"ტიტანად” წოდებულმა ოლიმ, მიუნხენის "ბაიერნსა” და გერმანიის ნაკრებში მეკარეობისას, თითქმის ყველა ტიტული მოიგო. "თითქმის” იმიტომ, რომ მთავარი დააკლდა: მსოფლიო ჩემპიონობას ვერ შესწვდა და ეს, გულში ხინჯად აქვს შემონახული.



ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, კანმა სწორედ მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა:

- თქვენმა ყოფილმა კონკურენტმა იენს ლემანმა, ართუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?
- ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი სპორტსმენი ერთ დღეს საკუთარ თავს ეკითხება – "როდემდე შევძლებ ჩვეულ დონეზე თამაშს?”.

კარიერის დასრულების იდეალური დრო მაშინაა, როცა ხალხი გეუბნება – "შენ ისევ ბრწყინვალე ფორმაში ხარ”.

 

- ლემანის გამოსამშვიდებებელ მატჩში ითამაშებდით?
- რა თქმა უნდა. რატომაც არა? ჩვენ ყოველთვის დაუძინებელ მტრებად გვთვლიდნენ, მაგრამ უბრალოდ კონკურენტები ვიყავით და მეტი არაფერი.

- კიდევ ერთი ხმაურიანი თემა, რომელიც გერმანიის ნაკრებს უკავშირდება: კევინ კურანი უდისციპლინობის გამო გააგდეს ნაკრებიდან. თქვენი ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1118 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გუშინ, ინგლისურმა გაზეთებმა და საინფორმაციო საშუალებებმა დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები გაგვაცნეს, რომლის მიხედვითაც, ნისლიან ალბიონზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი დაასახელეს.



ამ ფაქტს გამოეხმაურა ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გორდონ ტეილორი: "მიმდინარე სეზონში, რუნი ახალ ამპლუაში ვიხილეთ და მან ფენომენალური შედეგი აჩვენა. როდესაც "მანჩესტერში” კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა, რუნი უფრო დამხმარე როლს ასრულებდა, მაგრამ ახლა იგი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და თავის საქმეში, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა”.

რუნი მიმდინარე სეზონში მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს. ტრავმის გამო, ბოლო პერიოდში ხშირად უქმობის მიუხედავად, 26 გატანილი გოლით, იგი პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას მაინც ლიდერობს. სულ, სეზონში გამართულ 42 თამაშში 34 გოლი აქვს გატანილი, რას მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

აღიარების შემდეგ, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს ინტერვიუ პირველმა ოლდ ტრაფორდელთა კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა ბენ ჰიბსმა ჩამოართვა.

წარმატებული ფორვარდისა და რეპორტიორის დიალოგამდე კი მოგახსენებთ, რომ უძლიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბირმინგემის "ასტონ ვილას” შუახაზელი ჯეიმს მი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის პლანეტის ახლო წარსულის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ამჟამად მადრიდის "რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მრჩეველია და მისი სამოთამაშეო აქტიურობა სადღეისოდ მხოლოდ "სამეფო კლუბის” ვეტერანთა გუნდში ბურთის გორებით გამოიხატება.



ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დღემდე ძალიან პოპულარულ ადამიანად რჩება ქომაგთა შორის და "ზიზუს” ყოველ ინტერვიუს ისინი უდიდესი ინტერესით ეცნობიან.



- მიმდინარე წელი სამუნდიალოა, ამიტომაც, გვსურს თუ არა, გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე საუბარს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. ნუ ვისაუბრებთ წითელ ბარათზე, გადამწყვეტი მატჩის დებიუტში თქვენს მიერ რეალიზებული პენალტი გაიხსენეთ...


- მეორე დღეს ყველა გაზეთი ერთხმად წერდა, ზიდანმა თერთმეტმეტრიანი ანტონინ პანენკას (გასული საუკუნის 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი, ევროპის 1976 წლის ჩემპიონი-რედ) სტილით დაარტყაო. მერწმუნეთ, ჯერ კიდევ საპენალტე გარბენის დასაწყისშიც კი არ ვიცოდი, საით გავაგზავნიდი ბურთს.

საერთოდ, უმჯობესია, ყოველთვის კარის კუთხეში დაარტყა, მე კი რატომღაც ბურთი პირდაპირ გავგზავნე. მის მიერ კარის ხაზის გადაკვეთას წამის მეათედი დასჭირდა, მე კი ეს დრო ლამის საუკუნედ მომეჩვენა.

- ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა

ლიონი: ლორისი, რევეიერი, კრისი, ბუმსონგი, სისოკო (გომისი 46'), გონალონი, მაკუნი, გოვუ, დელგადო (პიანიჩი 68'), ბასტოსი, ლოპესი (ედერსონი 79')

მწვრთნელი: პუელი

ბაიერნი: ბუტი, ლამი, ვან ბუიტენი (დემიკელისი 46'), ბადშტუბერი, კონტენტო, ვან ბომელი, შვაინშტაიგერი (ალაბა 78'), რობენი (კლოზე 76'), ალტინტოპი, მიულერი, ოლიჩი

მწვრთნელი: ვან გაალი

გოლები: ოლიჩი 26', 67', 78'

გაფრთხილება: გონალონი, კრისი, ალტინტოპი.

Category: ახალი ამბები | Views: 1093 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა.

მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.


რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.

შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.


გუშინ Microsoft-მა გამოაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა გამოუშვას საგანგებო უსაფრთხოების განახლება, ხვრელის დასახურად. მანამ, 14 იანვარს, კომპანიამ გამოქვეყნა დოკუმენტი (Security Advisory 979352), რომელშიც გვთავაზობდა დროებით თავდაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: Explorer-ის ოფციებში ინტერნეტის და ლოკალური ინტრანეტის უსაფრთხოების ზონების "მაღალზე" (High) გადაყვანას.

BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1018 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრანგეთისგან შეძენილი პირველივე ”მისტრალის” განთავსებას, სავარაუდოდ, სევასტოპოლში აპირებს, რუსეთის მედიამ ჯერ კიდევ მანამდე გაავრცელა, ვიდრე კიევი და მოსკოვი ბევრისთვის სადავო ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ.

საუბარია 27 აპრილს რუსეთის დუმაში - ზარ-ზეიმით, ხოლო უკრაინის რადაში შეხლა-შემოხლისა და კვერცხების წვიმის თანხლებით რატიფიცირებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში დარჩენის უფლება 2042 წლამდე გაუხანგრძლივდა.

რა დამატებით საფრთხეს შექმნის ”მისტრალით” აღჭურვილი რუსეთი შავ ზღვაზე და რამდენად უკავშირდება მისი მიზნები საქართველოს? 


”რუსეთი სევასტოპოლის გარეშე ხეიბარია - ხელის, ფეხისა და ტვინის გარეშე”, - შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ადმირალ ვლადიმირ კომოიედოვის ამ სიტყვებს რამდენიმე დღის წინ აქტიურად ავრცელებდნენ რუსეთის მედიასაშუალებები.

ეკონომიკური ფაქტორის მიუხედავად, ადმირალი აუცილებლად მიიჩნევს სევასტოპოლის სამხედრო ბაზის ისე გაძლერებას, რომ მან დაიტიოს 100 გემი და 25 ათასი ერთეულით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა.

მართალია, უზარმაზარი დანახარჯის ფასად შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში დატოვებას რუსეთში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ მაინც აშკარად დომინირებს კმაყოფილების განცდა და სამომავლო გეგმების წა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 972 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ახალი ცნებები გაჩნდა და ქართველმა მწერლებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა ახალ სააზროვნო ნაკადებში დაინახეს საკუთარი თავი.

ბევრი ხუმრობდა კიდეც მათზე, ვინც ზედმეტად ხშირად ახსენებდა ხოლმე პოსტმოდერნს, დისკურსს, პოსტსტრუქტურალიზმს, დეკონსტრუქციას, დერიდასა თუ ფუკოს. 

მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოსული თუ შორიდან ჩამობრუნებული გამობრძმედილი ქართველი პოლიტიკოსები ზედიზედ გვხვევდნენ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, ლიტერატურათმცოდნეების ახალი თაობა ძველ და ახალ ლიტერატურის თეორიის ცნებებს ითავისებდნენ.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 90-იანების დასაწყისში პირველად დაიწყო თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი გამოცდილების გაზიარება. არადა, მაშინ თანამედროვედ აღიქმებოდა მთელი II მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდი.

ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, ვის უმთავრეს საქმიანობადაც უკანასკნელი წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის თეორიის მსოფლიო კონტექსტთან მიახლოება იქცა, სწორედ ამ პერიოდს იხსენებს, როგორც იდეოლოგიური კლიშეებიდან თავის დაღწევის მცდელობას:

"ლიტერატურის თეორია, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ჰუმანიტარული აზროვნებისა, იყო საკმაოდ იდეოლოგიზებული საბჭოთა პერიოდში.

ეს იდეოლოგიური მანქანა მოქმედებდა გამიზნულად და შესაბამისად, სახელმძღვანელოები, რომლებიც ამ მიმართულებით იბეჭდებო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის 21 აპრილს, წიგნების, ჩიბუხების, სიგარებისა და ასანთის კოლოფების გარემოცვაში გარდაიცვალა მარკ ტვენი, ადამიანი-ქვეყანა, იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე სახელოვანი მწერალი.

თავისი პირველი ბიოგრაფოსისთვის უთქვამს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე: „ამ ქვეყანას კომეტა გალეასთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ისევ გამოჩნდება (კომეტა გალეა დედამიწიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს ხოლმე) და ძალიან დამწყდება გული, თუკი კომეტა გალეას არ გავყვები თან, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება."


ასეც მოხდა: კომეტასთან ერთად მოსული, მასთან ერთად დაბადებული, კომეტასვე გაჰყვა.



ეს ასტრალური მითოლოგია ნამდვილად შვენის მარკ ტვენს, მწერალს, რომელიც უიტმენზე არანაკლებად განასახიერებდა კოსმოსს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ზოგიერთი ამბობს, „ამერიკული კოსმოსი" სწორედ მან შექმნა.

ამაზე უილიამ ფოლკნერმა თქვა იაპონიაში, ნაგანოში. წარმოიდგინეთ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან სულ რაღაც 10 წელია გასული, პერლ ჰარბორიდან – 14.

ფოლკნერი კი იაპონელ სტუდენტებს ამერიკულ ლიტერატურაზე ესაუბრება: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1106 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


დღეს მინდა გიამბოთ ცნობილ მუსიკოსზე, რომელსაც გასულ თვეში 80 წელი შეუსრულდა. ეს გახლავთ ლორინ მაზელი, ბოლო დრომდე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უცერემონიოდ გააძევეს ამ პოსტიდან.

მისმა შემცვლელმა, ალან გილბერტმა, ჯერჯერობით ვერ მიაღწია მაზელის ხელოვნების მასშტაბსა და სიმაღლეს. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი სიუჟეტის გმირი ძალზე საინტერესო ფიგურაა - მსმენელს, პირველ რიგში, მისი უმაღლესი პროფესიონალიზმი იზიდავს. იმავდროულად, მაესტრო ხშირად ისე ეპყრობა ორკესტრს, როგორც ბავშვი სათამაშოს – დაავლებს ხელს და იწყებს მის მტვრევას.

ცნობილი დირიჟორი, მევიოლინე და კომპოზიტორი ლორინ მაზელი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ნეი-სიურ-სენში, ებრაულ-ამერიკულ ოჯახში, 1930 წლის 6 მარტს. გაიზარდა კი შეერთებულ შტატებში. მისი პაპა, ისააკი, ”მეტროპოლიტენ-ოპერის” ორკესტრის მევიოლინე იყო. დედამ, მარია ბარნეტ მაზელმა, დააარსა პიტსბურგის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ლორინის მამამ, ლინკოლნმა, ცნობილ ჰოლივუდელ კინორეჟისორ ჯორჯ რომეროს საშინელებათა ფილმში ითამაშა.

ბიჭუნა ნამდვილი ვუნდერკინდი იყო და თავისი პირველი მუსიკალური გაკვეთილი შვიდი წლის ასაკში მიიღო. თერთმეტი წლის ლორინმა უკვე რადიოში უდირიჟორა NBC-ს სიმფონიურ ორკესტრს, ხოლო მაზელის, როგორც მევიოლინის, დებიუტი თხუთმეტი წლის ასაკში შედგა.

მოგვიანებით ის სწავლობდა პიტსბურგის უნივერსიტეტში და, საბოლოო ჯამში, ჩინებული მუსიკალური განათლება მიიღო. თავისი კარიერის მანძილზე მაზელი მრავალ ცნობილ ორკესტრს დირიჟორობდა, რომელთა შორის იყო გერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1050 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან „სიღრმისეული" მოლაპარაკება გამართა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. სარკოზის, რომელიც ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, მოლაპარაკების დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს ჩინეთის დაყოლიება სურთ თეირანისთვის ახალი სადამსჯელო ზომების დაწესების საქმეში, ირანის საკამათო ბირთვული პროგრამის გამო - თუმცა ამ დრომდე პეკინი სანქციების დაწესებას არ თანხმდებოდა.

ირანი ჩინეთისთვის მსხვილ სავაჭრო პარტნიორს და ნავთობის წყაროს წარმოადგენს. ჩინეთს ირანის ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ინვესტიციები აქვს ჩადებული. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამით ის ატომურ იარაღზე მუშაობის პროცესს ნიღბავს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.

Category: ახალი ამბები | Views: 983 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


უკრაინის პარლამენტის დელეგაცია აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს თბილისისთვის უკრაინის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად.


მითქმა-მოთქმა ამ საკითხის გარშემო უკვე მეორე თვეა გრძელდება უკრაინაში და იგი ლამის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტის მიზეზადაც იქცა.

უკრაინის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის საქმეში, რასაც უშუალოდ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხელმძღვანელობდა, კორუფციის ნიშნები შეიმჩნევა. 

საქართველოსთვის საბრძოლო შეიარაღებისა და ტექნიკის მიყიდვის კანონიერებას უკრაინის უმაღლეს რადაში მეორე თვეა იკვლევს სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც რეგიონების პარტიის წევრი, დეპუტატი ვალერი კონოვალიუკი ხელმძღვანელობს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რადა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, კონოვალიუკი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და პრეზიდენტ იუშჩენკოსაც აუცილებლად დაუსვამს მწვავე შეკითხვებს.

რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში კონოვალიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას, რამაც უკრაინა ფინანსურადაც აზარალა და სამხედრო თვალსაზრისითაც:

[ვალერი კონო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1088 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

თებერვალში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 11,7 პროცენტით გაიზარდა. უძრავი ქონების, ასევე ავტომობილების ბაზრებსა და იპოთეკური სესხების მოცულობის კუთხით არსებული მონაცემები მედიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო. მისივე განმარტებით, თებერვალში გაიზარდა იპოთეკური სესხების მოცულობა, რაც საბანკო სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს.

"ასევე 9 პროცენტით არის გაზდილი ჯამური გადასახადების მოცულობა. თებერვალში მხოლოდ დღგს-სგან მიღებული შემოსავლების ზრდამ 13 პროცენტით მეტი მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო დაფიქსირებული" - განაცხადა გილაურმა.

აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით პრემიერი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი პოზიტიურად დასრულდება.

"დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი რეცესია დასრულებულია და ეკონომიკური ატქივობა საგრძნობლადაა გაზრდილი".

Category: ახალი ამბები | Views: 1065 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ხელისუფლება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემაში "პროფესია ჟურნალისტი" განაცხადა და აქვე აღნიშნულს "ცინიზმი", "ხალხის მასხრად აგდება" და "უსინდისობა" უწოდა.

"ჩვენმა სასახელო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ გამოაცხადოს.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ დღეს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება, გავიხსენოთ, რა მოხდა შარშან, 6 მაისს - ამ დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ (ეს არ იყო სპეცნაზი, ეს იყო სააკაშვილის და მერაბიშვილის პირადი გვარდია, ძირითადად ჯინსებში გამოწყობილნი), ტყვიები დაუშინა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მომიტინგეებს, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალის ჩინიც დაკარგა.

მინდა პოლიციელებს ვკითხო: თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მაინცდამაინც ის დღე უნდა აღინიშნოს თქვენს პროფესიულ დღედ, როცა შეიძლება ძალიან ცუდ ოპოზიციას, მაგრამ მაინც თქვენს დებს და ძმებს თავ-პირი დაალეწეთ? მაშინ მე გთავაზობთ, რომ 7 ნოემბერს აღინიშნოს პოლიციის დღე, რადგან თავ-პირის ლეწვა მაშინ უფრო მასშტაბური იყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, ბურჯანაძემ სამართალდამცავებს მოუწოდა, "არ დაუშვან ეს, გამოიჩ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით ადგილნაცვალ პირებს სიმინდის თესლს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "USAID"-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სათესლე მასალის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი 29 აპრილს, 11:00 საათზე, ტერმინალ "ლილო-1"-ში გაიმართება და მას აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და კომპანია "Pioneer Hi-Bred Seeds"-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომპანია "პიონერი" USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" (AMP) ფარგლებში 68 ათასი დოლარის ღირებულების სიმინდის სათესლე მასალას საჩუქრად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს.

პროექტი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სამანქანო სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რაც მცირე ფერმერებისათვის სამანქანო მომსახურების მიღების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

სერვისცენტრები, რომლებიც "მექანიზაციის პროექტის" მხარდაჭერით შეიქმნება საგაზაფხულო თესვის დროს უფასო სამანქანო მომსახურებას გაუწევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 1900 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი და ქვემო ქართლი) არის დასახლებული.

USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ. დოლარია, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

აზერბაიჯანში, გიოი-გიოლსკის რაიონში ოქროს ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჰუსეინ ბაგიოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, როცა ჩოვდარსკის საბადოს კვლევა დაიწყო, არავინ იყო მის ნაყოფირებაში დარწმუნებული, თუმცა იგი ეხლა აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოქროს საბადოდ ითვლება.

სავარაუდოდ, ახალი საბადო ჩოვდარსკის საბადოზე მდიდარია, თუმცა, მარაგების მოცულობა ჯერ არ სახელდება.

მიმდინარე წლის 1 აპრილის მონაცემებით, 2009 წლის ივლისიდან აზერბაიჯანმა 653 კილოგრამი ოქრო მოიპოვა.


Category: ახალი ამბები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართულ მხარე უკრაინის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას არ აპირებს.

"უკრაინის მხრიდან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელება მისი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამიტომ საქართველო ვერც და არც ჩაერევა კიევში განვითარებულ მოვლენებში", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენას, კალანდაძის შეფასებით, როდესაც საუბარია რუსეთზე, მისი ყველა ქმედება საფრთხის შემცველია და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომიც.

Category: ახალი ამბები | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართულ მხარე უკრაინის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას არ აპირებს.

"უკრაინის მხრიდან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელება მისი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამიტომ საქართველო ვერც და არც ჩაერევა კიევში განვითარებულ მოვლენებში", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დარჩენას, კალანდაძის შეფასებით, როდესაც საუბარია რუსეთზე, მისი ყველა ქმედება საფრთხის შემცველია და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომიც.

Category: ახალი ამბები | Views: 979 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინის გენპროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო სისტემის კანონმდებლობის დარღვევისა და პრემიერობის დროს მის ბოროტად გამოყენების გამო აღიძრა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ექს-პრემიერ ტიმოშენკოსა და თანამდებობის ზოგიერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო. მისი თქმით, წინა მთავრობის მმართველობის დროს სახელმწიფოს 100 მილიარდი გრივნის ზარალი მიადგა.

Category: ახალი ამბები | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაფართოებას ემხრობა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2010 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროსაბჭოს მინისტრებმა მხარეებს დევნილების დაბრუნების ხელშეწყობის და ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. ევროსაბჭომ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის შესრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი

ამასთან, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ჩავუშოღლუ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.

ხსენებული მანდატის შესაბამისად, დამკვირვებლებს მუშაობის უფლება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აქვთ. თუმცა, რუსული მხარე, ასევე სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები ევროკავშირის დამკვირვებლებს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე არ უშვებენ.

Category: ახალი ამბები | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ევროპის მოედნისთვის სახელის გადარქმევას და ასი ათასი მოწამის სახელწოდების მინიჭებას ითხოვს. ამ მოთხოვნით
ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიმართეს. მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი:

"ჩვენი მიზანია, ქართველებმა წინაპართა ხსოვნას ღირსეული პატივი მივაგოთ. ამიტომ ისტორიულ ადგილს, სადაც ასი ათასი მოწამე ღირსეულად აღესრულა, მათი სახელი უნდა ეწოდოს".

Category: ახალი ამბები | Views: 1030 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

გადაუღებელი წვიმის გამო აღმოსავლეთ საქართველოში მძიმე ვითარებაა. ადიდებულმა მდინარეებმა კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კარ-მიდამოები დატბორა.

სოფელ ქვემო ჭალისა და სამთავისის გამყოფი ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა სოფლები სამთავისი და ბოჟამი, 30 მოსახლის ეზო, საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი ფართობები.

ადიდებულმა მდინარე ლეხურამ საფრთხე შეუქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენების საყრდენ ბოძებსაც. სოფელ ხვითზე ჩამომავალმა ე.წ.

ბენისების ხევის გამოვარდნამ დატბორა სოფელ ლამისყანის მოსახლეობის 30 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა. 

წვიმის გამო ზვავი და მეწყერია ჩამოწოლილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მლეთაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღვარცოფისგან შევიწროებულ ტაძარს საფრთხე ემუქრება.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა წეროვანის მოსახლეობასაც. ადიდებულმა ნარეკვავმა დატბორა რამდენიმე სახლი, ჭერემის წყალსაცავიდან გადმოვარდნილმა წყალმა კი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახადა საჭირო.

ველისციხეში მობილიზებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ცენტრალური სამაშველო განყოფილება, მყვინთავები, რომლებიც ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობდნენ.

24 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, რეგიო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1040 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ახლახან youtube.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც იტყობინება, რომ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ "უცნობმა პირებმა" გადარჩენილი მგზავრები ამოხოცეს.

კადრებში სილუეტები ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ ისმის რუსული საუბრები. მათ საუბარს ინგლისურ და პოლონურ ენაზე ტიტრებიც გასდევს.
წითლად შემოხაზულია სილუეტი, რომელიც თითქოს ეცემა, რასაც წინ სროლის ხმა უძღვის.

ისმის ვიღაცის ხმა, "მომეცი იარაღი, მგონი, ეს პილოტი უნდა იყოს". 
ბუნდოვნად ჩანს წაქცეული ადამიანის ძლივს აწეული ხელი.



რა თქმა უნდა, ამ ვიდეოკადრებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოფიციალური ვარშავა კი ჯერჯერობით მხოლოდ იმის დაზუსტებას ითხოვს, რატომ გამოცვალეს აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მიმანიშნებელი ნათურა და დაბლა დასწიეს ელექტროგადამცემი ხაზები.

"კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე ექსპერტების მოსაზრებებით დაინტერესდა.  


ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: - პოლონეთს თავისი ინფრასტრუქტურით, ტექნიკითა და სპეციალისტებით არ გაუჭირდება დაზუსტება, რა მოხდა სინამდვილეში.

ჯერჯერობით ვიდეომასალაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მონტაჟი უცხო ხილი არ არის. ხმისა და ტიტრის დადებას ბევრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1215 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


როდის არ გვიჭირს ქართველებს ერთად დგომა?

დავით ზურაბიშვილი: "კათოლიკე არა, მაგრამ არც მთლად ეკლესიური გახლავართ"

უცნაური ხალხი ვართ ქართველები... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლებამ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი სულიერების ტაძრები ოსურ ძეგლებად შეგვირაცხა, ჩვენ კი პროტესტიც კი არ გამოგვიხატავს ხეირიანად.

ერთ მუშტად არ შევკრულვართ, ჩვენი ნება არც ხელმოწერებით დაგვიდასტურებია, არც ინტერნეტსამყაროში მოგვითხოვია ამ ვანდალიზმის დაგმობა. 

იერუსალიმში რუსთაველის ფრესკა დაგვიკაწრეს, იქვე სტელაზე სათაყვანებელი "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გამოსახულებაც შეურაცხყვეს და მაინც ვერ დავირაზმეთ.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის და იერუსალიმში ქართული ეკლესიების საქართველოსთვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ბერძნებთან ბადრი პატარკაციშვილი აწარმოებდა (შუამავლები კი თურმე იყვნენ თავად შიმონ პერესი, აშშ-ის პოლიტელიტა და ბევრი სხვა. 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ვულკანური ფერფლით თვითმფრინავებისთვის მიყენებული ზარალი არასრულყოფილმა კომპიუტერულმა პროგრამამ გააბუქა -ევროკავშირის მოხელეები დღეს უკვე ასე ლაპარაკობენ.

ეს ინფორმაცია ქმნის შესაძლებლობას, ფრენების აკრძალვა გაუქმდეს ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, რადგან ავიაკომპანიების ზარალის ანაზღაურება ისევ ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ.

ევროკომისიის სატრანსპორტო კომისიის გენერალურ დირექტორ მათიას რუეტეს სენსაციური ინფორმაცია "ფაინენშლ ტაიმსმა" გაავრცელა. თურმე კომპიუტერული პროგრამა არასრულ სამეცნიერო მონაცემებსა და არსრულყოფილ ალგორითმებს ეყრდნობოდა.

რისკების გადაჭარბებით შეფასების გამო ხუთი დღის განმავლობაში ათი ათასობით რეისი გადაიდო, აეროპორტებში ასეულ ათასობით მგზავრი ათევდა ღამეს, ხოლო ავიაბიზნესის ზარალი დღეში $200-250 მილიონს აღწევდა.

სხვადასხვა კომპანიების მიერ შესრულებულმა 40-მდე სატესტო ფრენამ აჩვენა, რომ ფრენისთვის რისკი ნაკლები იყო, ვიდრე ამას კომპიუტერული მოდელები აღწერდნენ.

ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს განკარგულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ვულკანის ფერფლის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს დაადგენს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, ვულკანის ამოფრქვევამ საავიაციო მრეწველობას გაცილებით დიდი ზარალი მიაყენა, ვიდრე აშშ-ში 2001 წელს 11 სექტემბრის ტე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1012 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010


ძლიერი წვიმების გამო ბებრისციხე ინგრევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა ანთაძემ აცნობა, რომელიც ამ წუთებში ადგილზე იმყოფება.


როგორც ნიკა ანთაძემ აღნიშნა, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ციხის შიდა ნაწილის დიდი კედელი უკვე ჩამონგრეულია და კედლის დიდი მონაკვეთი ამჟამადაც ინგრევა.


"უმძიმესი ვითარებაა. გადაუღებელი წვიმების გამო მთლიანად დაიმეწყრა ციხის მიმდებარე ტერიტორია და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიშალა, მიწა მოწყდა და კედელი ჩაიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ.
მისივე თქმით, პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან ბებრისციხე მდებარეობს მთის ქიმზე და მოწყვეტილი მიწის დამაგრება შეუძლებელია.

"ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ვინაიდან ამ ადგილას მეწყერი არასოდეს ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როდესაც გადაუღებელმა წვიმებმა ასეთი კატასტროფული შედეგი მოიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ.
ბებრისციხესთან ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფებიან.

Category: ახალი ამბები | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში, რეგულარული პირველობა დასრულდა და 3 ქართველის გუნდმაც ფლეი ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა” კი, გათამაშება სანუკვარ ორეულში დაასრულა.



თავად ქართველი პირველხაზელი, "ბრივთან” მატჩში, ძირითად შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ უკვე მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა იძულებით შეცვალა, თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა მე-2 ნახევარში თავი არ დაზოგეს და გამარჯვებაც მიითვალეს.

შევიდა შეცვლაზე პიერ მინიოლი, ცეცხლი დაანთო, ორი სალელოვე შეტევა წამოიწყო და პირველი ტაიმის 9:16 უცბად 26:16-ად აქცია.

კი გაიბრძოლა დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმა”, მაგრამ ისღა მოახერხა, რომ ლამაზი, ხელდახელ ჩათამაშებული ლელოთი უპასუხა და 23:26 დამარცხდა, რითაც "ტულონს” რეგულარულ პირველობაში მე-2 ადგილი უბოძა და ამით ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან იხსნა.

ქუბრიაშვილის გარდა, ამ მატჩში მონაწილეობა დავით ხინჩაგიშვილმაც მიიღო, ვინაც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. "ბრივმა” 58 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში "ჩელენჯ ქაფ”-ზე იასპარეზებს, 80-ქულიანი "ტულონი” კი ერთი კვირა დაისვენებს და ფლეი ოფში ღირსეულ მეტოქეს დაელოდება.

საჩემპიონო ფლეი ოფში ერთ-ერთი ღირსეული გუნდი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი” იქნება, ვინაც საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი” ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ზოგიერთს ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული, ნაწილი კი მებრძოლად იბადება და მუდამ ძიებაშია.

პირველი და მეორე კატეგორია თვითონაც იტანჯება და სხვასაც უმძიმებს ყოფას, მებრძოლები კი საკუთარ თავსაც უადვილებენ ცხოვრებას და საზოგადოებასაც ეხმარებიან.

"საზოგადოება ჩვენს მსგავს ადამიანებს უნდა მივაჩვიოთ", - მეუბნება ჩემი სტუმარი, ახალგაზრდა უსინათლოთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი იაშვილი, რომელმაც, ალბათ, ბევრი რამ შეისწავლა და საკმაოდ მრავალი სიძნელე დაძლია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის ძალიან საჭირო, სასარგებლო და "ჩვეულებრივი" გახდებოდა.


- ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოში, ომამდე ორი დღით ადრე შევქმენით. მანამდე უსინათლოთა კავშირთან შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, სადაც უსინათლო და თვალხილული ადამიანები იკრიბებოდნენ. დამიკავშირდნენ მეც და მივედი.

სამწუხაროდ, კლუბი მალევე დაიშალა, მე კი უსინათლო ადამიანების დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციის იდეა ძალიან მომეწონა და ჩემს რამდენიმე უსინათლო და მცირედ მხედველ მეგობართან ერთად შევქმენი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია.

მისი მიზანია, უსინათლო, მცირედ მხედველი და მხედველი ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინდა, კომპიუტერულ ტე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1117 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ნიკო გომელაურის ამ ქვეყნიდან წასვლა თავზარდამცემი იყო... თუმცა ეს სიტყვები არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც დღეს ათასობით ადამიანი განიცდის.

ამ დღეებში უამრავი ცრემლი დაიღვრება, იმ ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც ხელოვნებასთან, არაორდინარულ შემოქმედთან შეხვედრის უდიდეს ბედნიერებას გვაზიარებდა...

ისევ თავად ნიკოს მივცემთ სიტყვას: მასზე უკეთ მის შესახებ ვერავინ მოგვიყვება, თუნდაც - რამდენიმე სტროფითა და "გზის" ფურცლებზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ამოკრებილი ნაწყვეტებით შემოვიფარგლოთ...  

"არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
- როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..."

ნიკო გომელაური:
"- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება... მთავარი ისევ და ისევ, სიყვარულია. ეს გრძნობა ყველაფრის დასაბამი უნდა იყოს" (2010 წლის მარტი).

"ჩემი ლექსები დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა მცირეა, ვიცი, ეს ძღვენი.
მაგრამ თუ გინდა, ფრენის შეგრძნება,
მოდი, მომენდე, მოდი, მიგრძენი..."

"- ნიკო, ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხარ და ამაზე გუშინდელი დღეც მეტყველებს - "ბიბლუსში" ახალგაზრდების ტევა არ იყო.
- კარგია, თუ მოზარდები ბევ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

უთანასწორო ქორწინებებისადმი, როდესაც მამაკაცი გაცილებით უფროსია თანამგზავრზე, როგორც წესი, საზოგადოებას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. მიიჩნევა, რომ ქალს ამ დროს მამაკაცისგან მისი კავშირები და საზოგადოებრივი მდგომარეობა სჭირდება, მამაკაცს კი - მისი ახალგაზრდობა.

ამჯერად რამდენიმე ცნობილ და ბედნიერ წყვილს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჯერჯერობით ამსხვრევენ ამ წარმოდგენას.

სელინ დიონი და რენე ანჯელილი

ასაკში სხვაობა: 27 წელი

გათხოვებამდე: პროვინციელი გოგონა სოფელ შარლემანიდან, რომელიც მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა.

შეხვედრა: საქმიანი შეხვედრა. 12 წლის გოგონა დედასთან ერთად მივიდა 38 წლის პროდიუსერთან მოსმენაზე და მაშინვე შეუყვარდა. 1994 წელს - სელინის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, რენე პირველ ცოლს დასცილდა და წყვილმა ნოტრ-დამის ტაძარში დაიწერა ჯვარი.

შვილი: 9 წლის ვაჟი რენე-შარლი.

გათხოვების შემდეგ: მეუღლის წარმატებული განკურნების შემდეგ (1999 წელს ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს) სელინი სამუშაოს დაუბრუნდა. უკან დარჩა 2008 წლის მსოფლიო ტურნე, წინ არის ლას-ვეგასში დაბრუნება ახალი შოუთი. თუმცა სელინის მთავარი საფიქრალი მომავალი შვილია - მას სურს, საყვარელ მამაკაცს მეორე შვილი აჩუქოს.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

ასაკში სხვაობა: 25 წელი

გათხოვებამდე: ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც სტივენ სპილბერგმა როლზე დაამტკიცა. ანტონიო ბანდერასის შეყვარებული ფი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1534 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად მიჩნეული პიერლუჯი კოლინა, ოფიციალურ შეხვედრებს 2006 წლიდან აღარ მსაჯობს, მაგრამ ფეხბურთს არ ჩამოშორებია. ის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ასოციაციას კონსულტაციას უფასოდ უწევს, გარდა ამისა, უეფას არბიტრთა კომიტეტის წევრიცაა.


50 წლის იტალიელი, ზოგჯერ საყვარელ საქმესაც უბრუნდება, როგორც ეს მიმდინარე წლის 25 იანვარს, ლისაბონში მოხდა - ზინედინ ზიდანისა და რონალდოს მეგობრების გუნდის "ბენფიკასთან" ჩატარებული საქველმოქმედო მატჩი იმსაჯა, რომლიდანაც შემოსული თანხა, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს გადაეცათ.



ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ მსაჯთან ინტერვიუ, გამოცემა Sportweek-მა გამოაქვეყნა.




- სამსაჯო კარიერა 2006 წელს დაასრულეთ. თუ არის ისეთი რამ, რაც ვერ გააკეთეთ და რის გამოც დღემდე გული გწყდებათ?
- სერია A-ს მატჩების განსჯა 1991 წელს დავიწყე, როდესაც დიეგო მარადონამ იტალია დატოვა. ძალიან საწყენია, რომ მას საფეხბურთო მოედანზე ვერ შევხვდი. ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში ის უდიდესი მოთამაშეა.

- მათგან, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა თქვენზე?
- კარიერის განმავლობაში არაერთ მატჩში მიმსაჯია, რომლებშიც უდიდესი გუნდები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. გულიტი, რაიკაარდი, რონალდინიო, ზიდანი. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები