ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30



Category: ფოტოალბომი | Views: 1147 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

Category: ფოტოალბომი | Views: 1277 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

                      თინათინ ჯიქია, მხატვ. ქეთევან მაღალაშვილი.


"ზღვისფერი გაქვს თვალები და…”

ამბობენ, XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც თბილისის საოპერო თეატრში საპრემიერო თუ რიგით
სპექტაკლზე დასასწრებად მისული ეს მშვენიერი ქალბატონი ჩნდებოდა, ირგვლივ განლაგებულ ლოჟებში, პარტერში თუ ქანდარაზე მსხდომი ყველა ასაკის, რანგის და გემოვნების მაყურებელი სპექტაკლს ივიწყებდა და მისი სილამაზით ტკბობას ამჯობინებდა.

ამბობენ, მასზე უიმედოდ ბევრი ყოფილა შეყვარებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო მისი გულის მოპოვება… ეს იყო ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია.

ამბობენ, ბევრმა სცადა მისი მშვენიერების ლექსებით შემკობა, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო იმ უკვდავი სტრიქონების შეთხზვა, თითქმის ყველა შეყვარებულმა ქართველმა რომ იცის…

ეს ქალბატონი თინათინ ჯიქიაა, ხოლო ამ არაჩვეულებრივი სტრიქონების ავტორი კონსტანტინე გამსახურდია…

ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…

არის კიდევ ერთი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1542 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

"თეთრი გიორგი”-ს რაინდი (სვიმონ ციციშვილი)

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო სვიმონ ციციშვილი (1886-1951).


იგი დაიბადა 1886 წელს, ქარელში, ეროვნული სულისკვეთებით ცნობილი თავადის არჩილ ციციშვილის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ სვიმონი ბაგრატიონ-გრუზინსკების საგვარეულოს ჩამომავალი იყო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან უმაღლესი საინჟინრო განათლება მიიღო მენავთობე ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.


სვიმონი ადრიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, – 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი და მისი თვალსაჩინო მოღვაწე იყო 1920-იანი წლების შუა ხანებამდე.


1920 წლის დამლევს სვიმონ ციციშვილი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში. 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, იგი იძულებული გახდა საფრანგეთში დარჩენილიყო.


1924 წლის დამლევს პარიზში შეიქმნა ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგი”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1254 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი – Simon (Simonika) Berejiani (1897 ― 1942)

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და მხატვარი-კარიკატურისტი სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი (ნამდვილი გვარი – თაყაიშვილი) დაიბადა ქუთაისში 1897 წელს, ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში.

დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1917). 1918-1920 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანა მოუხდა პირველ ქართულ რესპუბლიკას.

1920 წელს სიმონ ბერეჟიანი უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა გერმანიაში. სამი წლის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ამიტომ, ს. ბერეჟიანი იძულებული გახდა სამუდამოდ დარჩენილიყო ემიგრაციაში. 1923 წლის დამლევს იგი ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1924 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგი”-ს დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი "თეთრი გიორგი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1159 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ეგნატე ნინოშვილი – Egnate Ninoshvili (1859 – 1894)

ეგნატე ნინოშვილი დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს. მისი სამწერლო მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე იყო. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.


ნინოშვილის ცხოვრება აღსავსე იყო განუწყვეტელი ტანჯვა-წამებით, როდესაც ვეცნობით ბიოგრაფიულ ქრონიკებს, გაოცება გვიპყრობს, როგორღა რჩებოდა მას დრო და ძალ-ღონე სამწერლო მოღვაწეობისათვის, ქართული პროზის ისეთ ღირშესანიშნავ ნაწარმოებთა შექმნისათვის, როგორიცაა, «პალიასტომის ტბა», «ქრისტინე», «ჩვენი ქვეყნის რაინდი».

ეგნატე თომას ძე ინგოროყვა (ნინოშვილი) დაიბადა 1859 წლის 17 თებერვალს გურიის სოფელ ჩირგვეთში (ჩოჩხათი).

ეგნატეს მამა საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც – ნინო ბარამიძე.

თომა ინგოროყვას ოჯახში პატარა ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.



1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1597 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა.
ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.


ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით.

თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.
კლასიკური გიმნაზიიდან "მგლის ბილეთით” გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.


პირველი ლექსი "ავზნიანი ქალაქი” დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში". იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი "ბალდახინი” გამოსცა 1920 წ. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო "მოწამლული” სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები.

კოლაუ ნადირაძემ განვლო გზა კლასიკური პოეტური აზროვნებისა და ფორმების უარყოფიდან ქართული პოეზიის ძირძველ ტრადიციათა აღორძინებამდე. მან მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1297 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ოთარ ჭილაძე: ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია

* * *

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

2007

* * *

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…

2007

* * *

ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს
დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის…
ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,
ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.

ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის
წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს…
მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,
ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

2006

გულის მეორე მხარე

* * *

მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,
ზედაზნის ნისლო, ნა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1555 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა.

მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო. ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალია.


ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.


მსახურობდა ჟურნალ "მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.
დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეულე – ნანა თოფაძე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1621 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

პაოლო იაშვილი – Paolo Iashvili (1894-1937)

ცნობილია, რომ "ცისფერყანწელთა” უკანასკნელი მოჰიკანი სერგო კლდიაშვილი ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა.

იგი, თვალისჩინდაკარგული, თვლიდა, რომ ვერ მოასწრო ყველაზე მთავარი: დაეწერა "ცისფერყანწელთა” ორდენის ბიოგრაფია… თვალცრემლიანი იგონებდა ტიციანს, პაოლოს… ამბობდა, რომ მათი წასვლის შემდეგ სხვაგვარი გახდა მისი ცხოვრება…

ბოლოს განმარტოვდა, ბატონი სერგო თავისი ჩინდაკარგული თვალებით, სივრცეში უკუნეთს სიბნელეს უმზერდა და აკანკალებული ხელით წერდა…

"პაოლოს უკანასკნელი დღე” სერგო კლდიაშვილის შექმნილი უკანასკნელი სტრიქონებია…

ცდილობდა ინტერვალებით დაეწერა, ინტუიციით გამოჰყავდა სტრიქონები, ამ ძალიან ძნელად გასარჩევ ავტოგრაფში, ზოგი რამ სამწუხაროდ, ვერ იკითხება…

და მაინც, ეს მეგობრის უკანასკნელი რეკვიემია მეგობარზე, რაც, ალბათ, აუცილებლად უნდა დაწერილიყო… ბატონი სერგო, გაუნელებელი ტკივილისა და ემოციების გამოხატვის გარეშე, სრულიად დოკუმენტურ სურათს ხატავს, დიდ ყურადღებას უთმობს დეტლიზაიას… და ბოლოს, ხელნაწერი მაინც წყდება, დაუმთავრებელია. რისი წაკითხვაც ჩვენ ვერ შევძელით, მრავალწერტილით გამოვყავით.

პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე

1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1427 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ერგო კლდიაშვილი – რთველში.

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.
შუადღისას საწნახელი აივდო.
ყურძენს ფუტკარი დასევია.
საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.
საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.
დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს…
წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.
დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.
- ეჰეი! – გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.
…ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.
სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.
ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.
ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1718 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986)

გურამ ასათიანი – Guram Asatiani (1928 – 1982)

გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

პირველი წიგნი სერგო კლდიაშვილისა, რომელიც პირადად მე მივიღე საჩუქრად, იყო „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი".

„შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს,ჩემი იმედების მასახელებელს – ავტორისაგან", ეწერა ამ წიგნის თავფურცელზე. გასაგები უნდა იყოს თავბრუდამხვევი სიამაყის გრძნობა, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას შეეძლო განეცადა ცხრა წლის ბიჭს.

არ ვიცი, შევძელი თუ არა ნაწილობრივ მაინც გამემართლებინა ავტორის კეთილი იმედები, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ამ დღის შემდეგჩემში დღითი დღე, წლიდან წლამდე ღრმავდებოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მისდამი.

როგორც მრავალი მკითხველი, მეც დიდად დავალებული ვარ სერგო კლდიაშვილისაგან იმის გამო, რომ ის ასეთი შესანიშნავი, ასეთი ჭკვიანი და კეთილი მწერალია. სამუდამოდ მოხიბლული ვარ მისი ადამიანური უბრალოებითა და სიფაქიზით და ასევე სადა, დახვეწილი, შინაგანი ელფერით გამდიდრებული, უტყუარი ქართული სიტყვით.

სერგო კლდიაშვილისაგან მე, როგორცჩვენი საუკუნის მრავალმა ქართველმა მკითხველმა, შევიტყვე, რომ მწერლობაში მთავარია, არა თვითმიზნური გამომგონებლობა, არა სტილიზებული თამაში მოულოდნელობებით, ეფექტური სვლებით თუ პარადოქსებით, არამედ ნამდვილის, არსებითის დაუქანცავი ძიება, არა მაცდური ბრწყინვალება, არა მოჩვენებითი მრავალმნიშვნელობა, არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1374 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეაში, სახელწოდებით "აკადემია+”, 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება გამოფენა, რომელზეც ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის კერამიკული ნამუშევრებია ექსპონირებული.


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეაში, სახელწოდებით "აკადემია+”, 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება გამოფენა, რომელზეც ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის კერამიკული ნამუშევრებია ექსპონირებული.

ავტორები კერამიკის სახელოსნოში ერთად მუშაობენ, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და შეკითხვებსაც კი ერთად პასუხობენ… მათი "თანხვედრა” იგძნობა ნამუშევრებში, რომელთა ერთობლიობას "ბუნების ილუზია” დაარქვეს და ექსპოზიციის კონცეფცია ასე ჩამოაყალიბეს: "წარმოსახვითი ფანტაზია, გონების ვარჯიში, მატყუარა რეალობა, ოცნება - ეს ყოველივე ასოცირდება ილუზიასთან და ერთგვარი თამაშია, რომ რეალურ სამყაროს გაემიჯნო”.

"სხვა” სამყაროში დამთვალიერებელი გალერეაში მოხვედრისთანავე გადავა. იქ ექსპონირებულია 11 ნამუშევარი, რომელთაგან უმრავლესობა კედლის გაფორმებაა და თანამედროვე ინტერიერისთვის შეიქმნა. ბუნების ილუზია ბუნებაში არსებული ფორმების რიტმულად განლაგებითა და ტრანსფორმირებით არის გადმოცემული.

"ამ გამოფენაში მთავარ ობიექტად გამოყენებულია მზესუმზირის სიმეტრია, რომელზეც აგებულია ოპტიკუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1094 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

აქა ამბავი...

ჯერ სამშობლოს და მერე ოჯახის უარყოფისა…

"მაინც შენი ძმა ილია ჭავჭავაძე...”

ილიას კერძო წერილიდან დისადმი

"ივერიის” რედატორობიდან წასვლის შემდეგაც, თუ "ივერიაში” დაბეჭდილი მასალა არ მოეწონებათ, სამდურავი ისევ ილიაზე აქვთ. ამჯერად მის თანამებრძოლებს და თანათაობელებს ვგულისხმობ, თორემ ფილიპეს ჯუფთის ხალხს ისედაც არაფერი მოსწონდა ამ გაზეთში. ილია, როცა გაზეთს ხელს აწერდა, მაშინაც ვეღარ იცლიდა წერილების წასაკითხად. ახლა ხომ აღარც ევალება, ამიტომ ისეთი სტატიებიც აღმოჩნდა "ივერიაში”, აკაკი და გოგებაშვილიც რომ გაანაწყენა. აკაკის სხვა მიზეზიც ჰქონდა. კიტა აბაშიძე და "ჩიორა”, იგივე ახნაზაროვი, ილიას თანამოაზრეებად ითვლებოდნენ, აკაკის კი მათთან ხანგრძლივი პოლემიკა ჰქონდა, ახნაზაროვისა და კიტას გამოც ილიაზე და "ივერიაზე” იყო განაწყენებული. კიდევ ერთ ინფორმაციას აღეშფოთებინა, ვოსტორგოვს რომ ეხებოდა. არ ვიცით, ილია რა შუაში იყო, მაგრამ აკაკის ერთი წერილი, მეტისმეტად გულნატკენი კაცის დაწერილია. მომაქვს ეს წერილი არა მხოლოდ იმის გამო, რომ "ივერიას” ეხება, არამედ იქიდან ერთ გასაოგნებელ ინფორმაციას ვიგებთ, - 1902 წლის დასაწყისში აკაკისთვის სახლი გადაუწვავთ.

პოეტი იაკობ გოგებაშვილს 1902 წელს წერს:
"ბატონო იაკობ!

მიკვირს და გამკვირვებია, რომ ის გაზეთი სადაც შენ მხურვალე მონაწილეობას იღებ, კიდევ მაინც ასე წინდაუხედავად წაიკუნტრუშებს ხოლმე! ... ჯერ იყო და ვოსტორგოვის ქებით გაგვაყრუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1449 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

2010-04-30

ესენი არიან "ეროვნული საბჭო" - ზვიად ძიძიგური; "საქართველოს დემოკრატიული პარტია" – დავით იაკობიძე; "ნაციონალური მოძრაობა" - გიგი უგულავა; "სახალხო დემოკრატები" – ნიკა ივანიშვილი; "მომავალი საქართველო" – გიორგი ლაღიძე; "ქრისტიან-დემოკრატები" – გია ჭანტურია; "მრეწველები" – გოგი თოფაძე და პარტია "სოლიდარობა" - თამაზ ვაშაძე.

ამ პარტიებს ცესკო-ში უკვე წარდგენილი აქვთ პროპორციული საარჩევნო სიებიც.

რაც შეეხება "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატს ირაკლი ალასანიას, ის ცესკო-ში დღეს, 12:00 საათისთვის დარეგსიტრირდება.

30 მაისის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა ცესკო-ში დღეს, 18:00 საათზე იწურება. რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ვადაში უნდა წარადგინონ, როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 16 პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი.

Category: ახალი ამბები | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

2010-04-30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამთენიისას ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

”ძალიან მომენატრეთ, დიდება უფალს, რომ მშვიდობით დავბრუბდი. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის. ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერი და მატერიალური სიმდედრე ჩვენი ქვეყნის”, - ბრძანა უწმინდესმა სიონის ტაძარში.

Category: ახალი ამბები | Views: 1131 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


"აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლები არ დაიშვებიან. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. შეიარაღებული კონფქლიტის საფრთხე საქართველოდან მოდის", განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა.


სანქციების მოხსნა რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე მეტყველებს. ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა.

ბაღაფში აღნიშნავს, რომ მოსკოვს ამ ნაბიჯისკენ აფხაზეთის მიერ გაეროს რეკომენდაციების შესრულებამ უბიძგა.

"ვფიქრობ ეს ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. აფხაზეთი არ არის ტერორისა და პროვოკაციების სახელმწიფო, როდესაც ბლოკადის საკითხები მოგვარებულია გარე სამყაროსთან ურთიერთობები გაცილებით გაგვიადვილდება", - განაცხადა ბაღაფშმა.

მისი აზრით, ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აქამდე სწორედ ამ სანქციების გამო ფერხდებოდა, ახლა ვეღარაფერი შეაჩერებს.


Category: ახალი ამბები | Views: 1042 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი "პრესის თავისუფლება - 2010" გამოაქვეყნა. საქართველო, ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილზეა (რეიტინგი 59) და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალის (partly free) სტატუსი. პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხია ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (რეიტინგია 10).

პირველ ათეულში შედიან, ასევე, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია, ლიხტეშტეინი. ამ ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალის (free) სტატუსი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიაში პირველია ესტონეთი, რომელიც, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 17) და მინიჭებული აქვს თავისუფალის სტატუსი.

ჩეხეთი, აშშ-თან ერთად, რომელიც თავისუფალი პრესის ქვეყნად ითვლება, 24-ე ადგილზეა. სომხეთი 146-ე ადგილზეა (რეიტინგი 66), აზერბაიჯანი - 172-ე ადგილზე (რეიტინგი 78), ორივე ქვეყანას არათავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რუსეთი, გამბიასთან ერთად, 175-ე ადგილზეა (რეიტინგი 81) და არათავისუფალის სტატუსით (not free) სარგებლობს.

სიაში ბოლო ადგილზეა ჩრ. კორეა. რეიტინგში სულ 196 ქვეყანა მოხვდა. აქედან თავისუფალის სტატუსი მნიჭებული აქვს 69 ქვეყანას (35%), ნაწილობრივ თავისუფალის - 64-ს (33%) და არა თავისუფალის - 63-ს (32%). ანგარიშის პრესრელიზში, რომელიც ორგანი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1075 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია , როგორც მთელი კულტურა. დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა შეიძლება ეგონოს უბრალო ნახატი , , მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის , თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად !

აღიარებულია, რომ იაონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა – ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.


უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) .

უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1436 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

მიხეილ წერეთელი – Mikheil Tsereteli

 გიორგი ბერუჩაშვილი – Integrity Men-კაცნი მთლიანნი ბუნებისანი
მიხაკო წერეთლის წიგნის _ ,,ერი და კაცობრიობის” გამოცემიდან განვლილი ერთი საუკუნე

,,უფესვობა, უეჭველია, ყველაზე საშიში დავადებაა იმ დავადებათა შორის, რომელიც ადამიანთა ერთობას შეიძლება მოედოს, რადგან იგი ძალიან ადვილად ვრცელდება…

ფესვედაკარგული არსებები თითქმის ყოველთვის ორგვარად იქცევიან: ან სიკვდილის მსგავს სულიერ ლეთარგიაში იძირებიან, ამ მთლიანად ინთქმებიან მოქმედებაში, რომელიც იმისკენ არის მიმართული, რომ ფესვები დააგლიჯონ მათ, ვისაც ისინი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს"
სიმონა ვეილი (1909-1943) _ ფრანგი ფილოსოფოსი

დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი, როგორც საუკუნის წინათ, ისევ გაურკვევლობაშია. ვერ გაუთავისებია, რომ ერის/სახელმწიფოს/საზოგადოების სიძლიერე მისი შინაგანი სულიერი, გენეტიკური, ინტელექტუალური, ისტორიულ-ეთნოლოგიური, ფსიქო-ენერგეტიკული, წიაღისეულ-მატერიალური, გეო-პოლიტიკური და ა.შ.

, კრებსითი რესურსების მობილიზებითა და გონივრული გამოყენების გზითაა მხოლოდ შესაძლებელი. საზოგადოება, ისევე როგორც საუკუნის წინათ, ქვეყნის გარეთ ეძებს ხსნასა და საშველს.

სახელმწიფოებრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1402 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

 სერგი დანელია – ბიოგრაფია.


სერგი დანელია – Sergi Danelia (1888 – 1963)

სერგი დანელიას სახელთანაა დაკავშირებული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული კვლევის დაწყება საქართველოში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომები: "ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე” (1925 წ.), "ქსენოფონე კოლოფონელის ფილოსოფია”(1925 წ.) და "სოკრატეს ფილოსოფია” (1930 წ.).

საფუძვლიან შრომებს წარმოადგენენ მისი გამოკვლევები ატომისტურ ფილოსოფიაზე, კანტის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ს. დანელიას ეკუთვნის არისტოტელეს "პოეტიკის” ქართული თარგმანი და მასზე დართული ვრცელი შესავალი წერილი. მანვე ქართულად თარგმნა დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი”.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი "გამოკვლევები მსოფლიო და რუსული ლიტერატურის კლასიკაზე”. 1927 წელს გამოიცა სერგი დანელიას ნაშრომი "ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი”. მისი ეს ნაშრომი ჯერ ზედმეტად პატრიოტულად ჩაუთვალეს, მერე კოსმოპოლიტურად მონათლეს და ამ ნაშრომის გამო უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.


სერგი დანელიას ფილოსოფიური ნაშრომები გამოირჩევა ღრმა ანალიზით და დამაჯერებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "სოკრატეს ფილოსოფია”. ყველასათვის ცნობილია, რომ თავად სოკრატეს წერილობით არაფე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2041 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

Гюрджиев Гергий Иванович (1877, Армения – 1949) — мистик. Работал в Фонтенебло, близ Парижа, в США. Был знаком с эзотерическим знанием суфийского ордена Накшбенди. Развивал учение о четырех телах человека, каждое из которых вырастает из предыдущего в результате сознательной работы.

Это тела: физическое, астральное, ментальное, причинное (в суфийских аллегориях эти тела выражены в образах повозки, коня, возницы, господина). В человеческом организме существуют особые центры, каждый из которых соответствуют той или иной функции (мышлению, эмоциям, движениям, инстинктам). На основе этих представлений, предложил систему индивидуального развития.

Первое, что необходимо сделать индивиду, — пробудиться, чему препятствует его отождествление (маска). Но даже если он осознал то, что спит, он ничего не может сделать в одиночку, необходимы коллективные усилия.


Представьте, что вам осталось жить всего лишь несколько минут, может быть, час, и каким-то образом вы точно узнали, когда вам суждено умереть. Что бы вы сделали с последним драгоценным часом своего пребывания на земле?
Если бы вы смогли завершить все свои дела за этот последний час, есть ли у вас сознание того, как это сделать?
И испуская послед ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ცხოვრების აზრი (ფრაგმენტები)

ჩვენი დანიშნულების ობიექტური ხასიათი, კაცობრიობის ისტორიული წარსულიდანაც ნათლად ჩანს, თორემ რად იქნებოდა ჩვენთვის უკვდავი თემისტოკლე და ფიდიასი, არისტოტელე და პლატონი, ალექსანდრე და ნაპოლეონი, რომელთაც გაცილებით უკეთ შეეძლოთ მოეწყოთ თავიანთი პირადი ბედნიერება.

მაშინ მათ მაგიერ კაცობრიობის გმირთა პანთეონში პირველი რიგი დათმობილი ექნებოდათ ალკიბიადესა და კრასუსს, კატილინასა და ლუკულუსს, მაშინ მაჰმადი და ბუდა, კონფუცი და ქრისტე თავს დახრიდნენ ეპიკურესა და არისტოკრატ რომაელთა წინაშე, რომელთა ცხოვრება მუდამდღე განცხრომა იყო, მაგრამ კაცობრიობა ამათ წინაშე როდი იხრის ქედს, ამათ სახელებს როდი აღბეჭდავს ოქროს ასოებით თავის მეხსიერების დაფაზე.

მას უფრო ისეთნი აინტერესებს, რომელთა ცხოვრება პირად ბედნიერებას კი არ მისდევდა, არამედ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა. მხოლოდ ასეთთა ცხოვრებაა ჩვენთვის საყურადღებო და ისიც იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ეწეოდნენ.


ამიტომ კაცობრიობის მთელი ისტორიული წარსული შემდეგი სურათის სახეს იღებს. წარმოიდგინეთ უდიდესი ბალავერი, რომელზეც უნდა აიგოს დიდი ნაგებობა და ამ ბალავრის გარშემო მილეთი ხალხი, ათასი და ათიათასი ადამიანი ირევა ამ მომავალი შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1163 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ქართველს აკლია "დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.

მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.

”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1176 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze (1886 – 1950 წწ.)

დიმიტრი უზნაძე – საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).


დიმიტრი უზნაძე მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელია.


დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ლაიფციგში (გერმანია). სწავლობდა ლაიფციგის (გერმანია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1909 წელს.


უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძე ფიქოლოგიას ეუფლებოდა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის – ვილჰელმ ვუნდტის ხელმძღვანელობით. პირველ წარმატებას უკვე სტუდენტობის დროს მიაღწია. 1907 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ლეიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ნაშრომში მას პრემია მიანიჭა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 3983 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

                                         მხატვარი კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava.


უიღბლოს ფსიქოლოგია

ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, "looser"–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი" სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის".

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1091 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

    მეტამორფოზი - Metamorphosis. მხატვარი ალექს ბერდიშევი.


დესტრუქციულობა, როგორც ავადმყოფი ინდივიდისა და ავადმყოფი საზოგადოების ნიშანი

ძველბერძნული ფილოსოფიიდან მოყოლებული ითვლებოდა, რომ ადამიანს აქვს ისეთი რამ, რაც მის არსებას შეადგენს. ამ "რაღაცას" ყოველთვის "ადამიანის ბუნებას" უწოდებდნენ. განსხვავება ეხებოდა იმას, თუ რა იყო ის "რაღაც", რაც ადამიანს წარმოადგენდა.

ასე წარმოიშვა შეხედულებები: ადამიანი არის გონიერი არსება, საზოგადოებრივი ცხოველი, იარაღის შემქმნელი არსება და ა.შ. მოგვიანებით ეს შეხედულებები ეჭვის ქვეშ დადგა. ახალი მიდგომა ადამიანის ბუნების, მისი წარმოშობის ისტორიის სიღრმისეულმა კვლევამ განაპირობა.

მან გვიჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანი ისე ძლიერ განსხვავდება პირველყოფილი ადამიანისაგან, რომ ჰიპოთეზა "ადამიანის ბუნების" მარადიულობის შესახებ, შორს არის რეალობისაგან. ადამიანთა წეს-ჩვეულებების შესწავლამ ბევრი ანთროპოლოგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ადამიანი იბადება, როგორც სუფთა ფურცელი, რომელზეც კულტურა ტოვებს თავის ხელწერას.

მოსაზრება ადამიანის ბუნების უცვლელობის შესახებ უარყოფილ იქნა ასევე იმიტომაც, რომ ამ პოზიციას ბოროტად იყენებდნენ და მის საფუძველზე ადამიანის არაკეთილსინდისიერ საქციელს ამართლებდნენ.


არისტო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1556 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია დაიბადა 1942 წლის 11 მარტს, თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღ. პროფ. ნ. სავჩენკო).

1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან ანსამბლ ”ივერიის” ხელმძღვანელი და სოლისტი (ფორტეპიანო), 1990 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1987 წელს. არის კიმპოზიტორთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.


ა. ბასილაიას დაწერილი აქვს 5 მიუზიკლი: ”ჩხიკვთა ქორწილი” (1979), ”არგონავტები” (1983), ”თოვლის ბებოს ზღაპარი” (1986), ”ფიროსმანი” (1996), ”Шлягер, шлягер” (1985). შექმნილი აქვს აგრეთვე მრავალი საესტრადო სიმღერა. ანსამბლ ივერიასთან ერთად კონცერტები გამართა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში და პორტუგალიაში, აგრეთვე ყოფილ სსრკ ქალაქებში.


2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა 2009 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


Category: ენციკლოპედია | Views: 1151 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ევგენი სიმონის ძე მიქელაძე დაიბადა 1903 წლის 27 ივნისს თბილისში. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931-1937 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი იყო, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1932 წელს თბილისის კონსერვატორიასთან დაარსა სტუდენტთა ორკესტრი.

1933-1937 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. მისი ხელმძღვანელობიტ გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცეს ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას. ამ პერიოდში სიმფონიურ ორკესტრი ისე გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ არამარტო საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტ-შემსრულებლებს.

მისი ხელმძღვანელობით ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვში, 1937 წელს გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს "აბესალომ და ეთერსა” და "დაისს”. საოპერო ხელოვნების შედევრთაგან მის რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს ოპერა "კარმენი”, ვერდის "ოტელო” და "აიდა”, პუჩინის "ტოსკა” და ა.შ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1376 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

დაკარგულია XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ვოლსკის საფლავი, რომლის მოძიება ნებისმიერი ქართველის ვალია. მის აღმოჩენას ჯერჯერობით მხოლოდ მისი ძმის შვილთაშვილი – გიორგი ცდილობს.

ის ახლა გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეა. გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ მისი სახელოვანი წინაპარი აჭარაში უნდა იყოს დაკრძალული. ბატონმა გიორგიმ გამოგზავნა ამერიკიდან ეს წერილიც, რომელიც, ვფიქრობთ, დააინტერესებს მკითხველს.

უცხოური წარმოშობის ქართველთა შორის იგი ჭეშმარიტად ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ოჯახი საქართველოში, გურიაში გადმოასახლეს პოლონეთიდან XIX საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ.

სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, ექიმის, დიდი ილიას თანამებრძოლისა და მეგობრის გრიგოლ ვოლსკის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები.

ვოლსკი იქ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა, სავარაუდოდ, 1888 წელს. თუმცა არანაკლებ საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში.

ნიშანდობლივია გამოჩენილი ქართველი მოღვაწის ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1481 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წელს დაიბადა პრაღაში. იგი გახლდათ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი (1905 წ.). მისი ქალიშვილობის გვარია კინსკი (გენერალ გრაფ კინსკის ქალიშვილი იყო, მამამისი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, 75 წლისა).


ბერტა კინსკი გუვერნანტკად მუშაობდა ზუტნერების კარზე, სადაც თავისი აღსაზრდელი, მასზე 10 წლით უმცროსი ბარონ ფონ ზუტნერი შეუყვარდა. ბოლოს მისი ცოლიც კი გახდა.


1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: "პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”.

ბერტა კინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. განცხადების ავტორი გახლდა ალფრედ ნობელი. ბერტას ალფრედ ნობელიც ეტროფდა უიმედოდ. მაგრამ ალფრედთან მუშაობის სამი კვირის შემდეგ ბერტას სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა.

მალე ბერტამ დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ალფრედთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ბერტას რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ალფრედმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, დაარსებულიყო მშვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1397 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლექსი 8
ბერი კისენი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ – ეულად,
სამხრეთულ ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,

"უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…


ლექსი 9
კომაჩი ონო (834-880)

თარგმანი ირმა რატიანისა

გაივლის დრო და -
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს…


ლექსი 10
სემი მარუ (X ს)

თარგმანი ირმა რატიანისა

ხეტიალისგან დაღლილი მგზავრი
თუ მეგობარი სათნო ღიმილით,
ყველა გამვლელი, მოხვედრილი ოსაკას მთაზე,
ჩემს ქოხმახს სწყალობს:
ისვენებს ჩრდილში, სულს იბრუნებს და მიდის გზაზე…


ლექსი 11
საიდუმლო მრჩეველი ტაკამურა

თარგმანი ირმა რატიანისა

მებადურებო, გევედრებით, ნუ თვლემთ ნავებში!
მომაპყარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1597 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

თუ გსურს დახატო ჩიტი, უნდა იქცე ჩიტად

კაცუშიკა ჰოკუსაი


XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისის იაპონური გრავიურის ყველაზე ცნობილ ხელოვანს წარმოადგენს კაცუშიკა ჰოკუსაი (1760-1849).

კაცუშიკა ჰოკუსაიმ განვლო ხანგრძლივი, თითქმის ასწლოვანი სიცოცხლე. ერთბაშად არ მიუგნია საკუთარი თემისა და ხელწერისათვის. შემოქმედებითი ცხოვრების პირველი პერიოდი წარმოადგენდა წარსულის მხატვრული გამოცდილების გააზრებას და დაგროვების ხანას.

მან გაითავისა დროის ყველა მიმდინარეობები, საკუთარი ძალები გამოსცადა სხვადასხვა ჟანრში. მხოლოდ ორმოცდაათი წლისას დადგა შემოქმედებითი სიმწიფე, და ხელოვანმა აირჩია საკუთარი გზა, გაწყვიტა კავშირი მოძველებულ თემებთან და დაადგინა საკუთარი ახალი ხერხები.

ჰოკუსაის ცხოვრება არ იყო სწორხაზოვანი და მშვიდი. მას ჰქონდა რთული და დაუდგრომელი ხასიათი. არცერთ მის თანამედროვეს არ გამოუცვლია იმდენი საცხოვრებელი ადგილი და იმდენი სახელი, როგორც ჰოკუსაის.

და რადგანაც იაპონური ტრადიციით ყოველი ახალი სახელი ნიშნავდა სტილის გამოცვლას, გასაგები ხდება, თუ როგორ რთულად მიმდინარეობდა მხატვრის შემოქმედებითი ბედი. მთელი ცხოვრების მანძილზე 50-მდე ფსევდონიმი გამოიცვალა. საკმარისია ჩამოვთვალოთ სახელები, რომელთაც იგი საკუთარ ნამუსევრებს აწერდა ხელს: კაცუკავა სიუნრო, გამბატეი, გიობუცუ, სორი, სინსაი, კინტაისია, ტამეკაძუ, რაიტო, რაისინი, გა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1756 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ФУНКЦИЯ И ПОЛЕ РЕЧИ И ЯЗЫКА В ПСИХОАНАЛИЗЕ


FONCTION ЕТ CHAMP DE LA PAROLE ЕТ DU LANGAGE EN PSYCHANALYSE

ПРЕДИСЛОВИЕ
ВВЕДЕНИЕ
I. РЕЧЬ ПУСТАЯ И РЕЧЬ ПОЛНАЯ В ПСИХОАНАЛИТИЧЕСКОЙ РЕАЛИЗАЦИИ СУБЪЕКТА
II. СИМВОЛ И ЯЗЫК КАК СТРУКТУРА И ГРАНИЦА ПОЛЯ ПСИХОАНАЛИЗА
III. РЕЗОНАНСЫ ИНТЕРПРЕТАЦИИ И ВРЕМЯ СУБЪЕКТА В ТЕХНИКЕ ПСИХОАНАЛИЗА
ПРИМЕЧАНИЯ

ВВЕДЕНИЕ
Когда человек открывает лик своего могущества, его охватывает такой ужас, что, снимая с него покров, он одновременно от него отворачивается. Именно так и получилось с психоанализом. Воистину прометеевское открытие Фрейда как раз и было таким двойным жестом; в этом убеждает нас не только его собственное творчество, но и любой скромный психоаналитический опыт воспитанника его школы, где жест этот налицо не в меньшей мере, чем в работах учителя.
С годами прослеживается неуклонное уменьшение интереса к функциям речи и полю языка. Именно оно и является скрытым мотивом уже признанных внутри психоаналитического движения <изменений цели и техники>, связь которых с ослаблением терапевтического эффекта остается, тем не менее, неоднозначной.
Первоочередное внимание, уделяемое теорией и техникой сопротивлению объекта, должно само подвергнуться диалектике анализа, которая не преминет распознать в нем алиби субъекта.
Попробуем воспроизвести топику происшедшего смещения акцентов. Судя по литературе, которую мы имену ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1141 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟაკ ლაკანი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს (გარდაიცვალა 1981 წელს). მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა.

ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია.

ლაკანმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პრაქტიკოსმა ექიმ-ფსიქიატრმა. 1932 წელს დაიცვა დისერტაცია პარანოიდალურ მოშლილობებზე. მაგრამ ლაკანს არ მოსწონდა მაშინდელი ფსიქიატრიის მეთოდები, რომელიც ეყრდნობოდა ფარმაკოლოგიას, რამაც იგი ფროიდის ფსიქოანალიზთან მიიყვანა.

თუმცა 1953 წელს იგი გამოვიდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან და გახდა საფრანგეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების წევრი. 1963 წელს ჟაკ ლაკანი გარიცხეს ამ საზოგადოებიდან, რომლის შემდეგ ლაკანმა დაარსა ფროიდიზმის პარიზის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიკვდილამდე. ლაკანის მთავარი დამსახურებაა ფროიდის ფსიქოანალიზის სტრუქტურალისტური რევიზია.

ლაკანის მოღვაწეობა სამ სტადიად შეიძლება დავყოთ:
წინასტრუქტურალისტური (1930-1940-იანი წლები), როდესაც იგი განიცდიდა ჰეგელის დიალექტიკის და მხატვარ-სიურეალისტების გავლენას;
სტრუქტურა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1033 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


       

                                    ძ. წ. I ს-ის II ნახევარი - ახ. წ. I ს-ის I ნახევარი.

გრანი ქავთარია – Grani Kavtaria

არისტარქე – კოლხეთის მეფე

ძვ. წ. 65 წელს დამარცხებული და იმედგადაწურული მითრიდატე ევპატორი ჩრდილოეთის მიმართულებით გაიჭრა, რათა ტყვეობიდან თავი დაეხსნა. ძლევამოსილი რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი ევპატორის გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყნების დალაშქვრას შეუდგა. სომხეთიდან დაძრული პომპეუსი იბერიაში შემოვიდა.

იბერიის მეფე არტაგმა (ანტიკური ავტორების არტოკე, არტაკი) მტრის შეჩერება ვერ შეძლო, დამარცხდა, მაგრამ ტახტი საჩუქრებითა და მძევლების გადაცემით შეინარჩუნა. იბერია რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ გამოცხადდა.

რომაული ლაშქრობების გარეთ რჩებოდა მითრიდატეს უკანასკნელი დასაყრდენი კოლხეთი, სადაც პონტოს მეფეს თავისი ხელისუფლების დამცველი "გამგებელი” თუ "მეფე” ჰყავდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთებით. რომის ლეგიონერები იბერიიდან კოლხეთში გადავიდნენ, დაამარცხეს აქ დაბანაკებული პონტოს არმია, რომელსაც სათავეში ედგა კოლხეთის "მეფე” ოლთაკე, დაატყვევეს იგი და მის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დანიშნეს არისტარქე (აპიანე, მითრიდატული ომები, 114. ევტროპიუსი, ||, 14).

ვინ იყო არისტარქე, ან რა დამსახურების გამო მიიღ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1284 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

უმბერტო ეკო: "ქრისტეს ვნებანი” მელ გიბსონისაგან.


თარგმანი იტალიურიდან – ნოდარ ლადარია

შემეშინდა, ვაი თუ კითხვები დამაყარონ, მე კი ვერაფერი ვუპასუხო-მეთქი, ჰოდა, როგორც იქნა, წავედი მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებათა” სანახავად. უცხო ქვეყანაში ვიყავი, სადაც ჭკუა იხმარეს და ბავშვებს აუკრძალეს ფილმის ნახვა. ეკრანზე ბევრს ლაპარაკობენ არამეულად, დიდი-დიდი რომაელებს გაუგო, როცა ყვირიან – "ი!” – რაც, როგორც ეტყობა, უნდა ნიშნავდეს: "წადი, შენი!”.

ახლავე უნდა ვთქვა, რომ ფილმი, რომელიც ტექნიკურად ძალიან კარგადაა გაკეთებული, არაა არც ანტისემიტიზმის და არც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოხატულება. ის არც რაღაც სასტიკი მსხვერპლშეწირვის მისტიკითაა დატვირთული.

ეს ეგრეთ წოდებული "სპლატერია”, ანუ ფილმი, რომელიც გადაღებულია ბევრი ფულის საშოვნელად, რისთვისაც მაყურებელს იმდენ სისხლსა და ძალადობას უჩვენებს, რომ ტარანტინოს "კრიმინალური საკითხავი” საბავშვო ბაღებისთვის გადაღებულ ანიმაციურ ფილმად უნდა ჩავთვალოთ.

კაცმა რომ თქვას, ტომი და ჯერის მულტფილმები ბავშვებს უჩვენებენ, როგორ ჭყლეტენ პერსონაჟებს ასფალტის სატკეპნი მანქანები, როგორ ვარდებიან პერსონაჟები ცათამბჯენებიდან, ათას ნაწილად იმსხვრევიან, კარებში ეტანებიან მთელი ტანით დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1206 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ალბერ კამიუ - ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). დაიბადა ალჟირში, 1913 წლის 7 ნოემბერს, 1960 წლის 4 იანვარს დაიღუპა ავტოკატასტროფაში.


მეგობრობდა და თანამშრომლობდა ფრანგ მწერლებთან და ფილოსოფოსებთან - ჟან-პოლ სარტრთან, სიმონე დე ბოვუართან... თუმცა მოგვიანებით მას განხეთქილება მოუვიდა სარტრთან, კერძოდ მას შემდეგ მას შემდეგ, რაც დაწერა ესსე "მეამბოხე", სადაც აკრიტიკებდა და უპირისპირდებოდა ტოტალიტარიზმსა და რევოლუციებს - ეს კი ეწინააღმდეგებოდა კომუნისტი სარტრის იდეებს.


მწერალთა ეს ჯგუფი მიიჩნეოდა ფილოსოფიური მიმდინარეობის - ეგზისტენციალიზმის მიმდევრებად. მიუხედავად იმისა, რომ კამიუ მუდამ ამტკიცებდა, ეგზისტენციალისტი არ ვარო, მის ნაწარმოებებს მაინც აბსურდის ფილოსოფიასა და ეგზისტენციალიზმს მიაკუთვნებენ.

ეგზისტენციალიზმი მე-19 საუკუნეში "დააფუძნეს" კირკეგორმა და ნიცშემ. ამ მიმდინარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია "ეგზისტენციალური დამოკიდებულება" ანუ ინდივიდის დაბნეულობა გაუგებარი და აბსურდული სამყაროს წინაშე.


ეგზისტენციალისტების მიხედვით, ადამიანი არის თავისუფალი არსება, რომელიც თვითონ ქმნის საკუთარ თავს, თვითონ აკეთებს არჩევანს და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა თავის გადაწყვეტილებებზე და საკუთარ თავზე. ადამიანს, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, უჩნდება ეგზ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2238 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

null

რობერტ სტურუა დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს. რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი – მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

ახალგაზრდა რეჟისორის ტალანტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებში გამოჩნდა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.

მოგვიანებით სტურუა იტყვის: "ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რაჟისურამდე მივედი.”
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1126 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

სუხიშვილები – Sukhishvili.

ნინო შალვას ასული რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.


1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში.

ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.


1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010


Category: ენციკლოპედია | Views: 1073 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ლექსანდრე ჟორჟოლიანი – Sandro Jorjoliani (1888-1969).

ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1888 წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) ოზურგეთში.
1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში.

1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი.

სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე.

მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩოლავა (შალვა დადიანის „კაკალ გულში"), მოსე მწერალი (ეგნატე ნინოშვილის „გურია"), ხანანია (გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟანიშვილი"), ბენ აკობა (კარლ გუც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1220 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ივანე მაჩაბელი – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. საზოგადო მოღვაწე; ქართველ ,,სამოციანელთა” წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი.



ივანე მაჩაბელი დაიბადა 1854 წლის 28 იანვარს სოფ, თამარაშენში ძველი ფეოდალის, იმ დროისათვის უკვე გაღარიბებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო; საფუძვლიანად გაეცნო ქართულ ფოლკლორს და კლასიკურ მწერლობას. 1863 წლიდან თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა.

იმ დროს ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი პ. უმიკაშვილი მოსწავლეებს ქართული კულტურის სიყვარულს უღვივებდა, აგროვებინებდა ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

ავარჯიშებდა მხატვრულ თარგმანში. ჩვენამდე მოღწეულია ი.მაჩაბლის გიმნაზიაში სწავლის დროს შესრულებული თარგმანი ანტიკური ლიტერატურიდან, რომელიც მხატვრულობით და ქართული ენის ღრმა ცოდნით გამოირჩევა.

1870 წელს ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია; 1871-74წ.წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი.მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1596 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ნოე ჟორდანიას შეფასებისათვის
სპირიდონ კედიას დაუმთავრებელი წერილი.


ბნ. ნ. ჟორდანიას ნაწერი ადამიანში ზნეობის ტკივილს იწვევს. ამ მწერალს არ აქვს სიმართლის ოდნავი პატივისცემა. მასში ჩახშულია შინაგანი ხმა, სინდისს რომ ვეტყვით, ადამიანის უმაღლესი მსაჯული რომ არის და მას ღმერთებთან რომ აკავშირებს; ყოველთვის ცუდს რომ გვიშლის და კარგისათვის რომ გვაქეზებს. ზნეობა და მისი დასაბამი, ადამიანობას რომ გვანიჭებს და კაცთა სულიერი დაწინაურების წრფელი საფუარი რომ არის, მის არსების არც ერთ უჯრედს თითქოს არასოდეს გაჰკარებიაო. მის კალამს ნამუსი არ აქვს და მის მელანს სირცხვილის გრძნობა…


ბნ. ჟორდანიას შეუძლიან ცივად უარყოს ის, რაც მთელი სიცოცხლე უკეთებია და დაიჩემოს, რაც არასოდეს აზრადაც არ მოსვლია; თავისი შენ მოგაწეროს, შენი წაგართვას და მიითვისოს. და ამას ის ჩადის ისეთის თავმოწონებთ, თითქოს ეს
დასაძრახი კი არ იყოს, არამედ კანონიერი და სამართლიანი საქმე! (მოდით და ამისთანა ადამიანს ელაპარაკეთ).


კამათს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მხარეთა შორის ,,მოციქული ნამუსია”, როცა მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ზნეობის იგივე წესები, სინდისის იგივე ვალდებულებანი და აზროვნების იგივე ნორმები. უამისოდ ყველაფერი ფუჭია: ფაქტი არ ფაქტობს, არგუმენტი არ არგუმენტობს და ლოღიკა არ ლოღიკობს.


უბედურებაა ასეთი კ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1730 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili (1863-1953)

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო "კორდონის უფროსად” იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს:” ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია”. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერს: ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1431 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ჰამლეტ გონაშვილი – Hamlet Gonashvili (1928–1985).


მანანა ახმეტელი – ჰამლეტ გონაშვილი _ მომღერალი და ადამიანი

1985 წლის შემოდგომაზე მშობლიურ მიწას მივაბარეთ ქართველი ხალხის საყვარელი მომღერალი _ ჰამლეტ გონაშვილი.


და დღეს, როცა გავყურებ წარსულს, ფიქრი ფიქრს მოსდევს, მოგონება მოგონებას და თანდათან ცოცხლდება ამ უნიკალური ადამიანისაგან მიღებული შემოქმედებითი და ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები. უცნაურია, მაგრამ გამიჭირდა ამ შთაბეჭდილებების ერთმანეთთან დაკავშირება. ვერ გავდე ხიდი ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის.


და უცბად, ვიგრძენი, რომ მასში ცოცხლობდა ორი პოეტი, ორი უზომოდ თავისებური და კეთილშობილი პიროვნება: გონაშვილი_მომღერალი და გონაშვილი_ადამიანი. განსხვავებული მეჩვენა მათი მისწრაფებები, არსებობის წესი, ცხოვრების გზები. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩებოდა იმათთვის, ვინც უშუალოდ არ იცნობდა ამ საკვირველ კაცს, რომელიც ადამიანებში წმინდა მუსიკალურ ცნობისმოყვარეობას აღვივებდა და მხოლოდ სრულქმნილი, ზებუნებრივი სიმღერის სიმბოლოდ აღიქმებოდა.


გავვოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გონაშვილი_ადამიანი განცალკევებით ცხოვრობდა გონაშვილი_მომღერლისაგან და დღენიადაგ ეტრფოდა რაღაც სხვა არამუსიკალურ იდეალებს. არადა, დღეს სწორედ ეს არამუსიკალური მისწრაფებები გვიქმნის წა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1139 | Added by: NaTia | Date: 30.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები