ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » მუხრან მაჭავარიანი – Mukhran Machavariani.
14:14
მუხრან მაჭავარიანი – Mukhran Machavariani.

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის" მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის "მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის" მთავარი რედაქტორია.


პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები" – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი" და „სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.


ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა" დაიბეჭდა 1962წ. „იარონ" – 1970 წელს; „თქვი" – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…" – 1973 წ.; „დუმილი რეკავს" – 1974წ.; „ლექსები" – 1976წ.; „ერთტომეული" – 1979წ.


მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე", „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი", „თქვა ოპიზარმა", „დუმილი რეკავს" და სხვა).


პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა", „ხმას ამოიღებ…", „რაშია საქმე" და სხვა).


მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა" , „დავითი", „ჭოლა", „ვახტანგ მეფის ნანადირევი" და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.


მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი", „თქვი", „როდემდე", „ვეძებ და ვეძებ" და სხვა).


ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1239 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები