პარასკევი, 29.03.2024, 13:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » თეა კობახიძე – “ფრიდა კალოს მოსე”.
17:28
თეა კობახიძე – “ფრიდა კალოს მოსე”.

მხატვარი ფრიდა კალო, ”მოსე” (შემოქმედების ბირთვი) 1945 წ.


                        მოსე (შემოქმედებითი ბირთვი), ფრიდა კალო, 1945 წ.


ამ არაჩვეულებრივად საინტერესო და ღრმა შინაარსის ნამუშევარში წარმოჩენილია კაცობრიობის ისტორია.

მზე, ნახატის ცენტრალური ფიგურა უანგაროდ უგზავნის თავის სხივებს და სითბოს კაცობრიობას… ხოლო სამყარო, თავისი ძლიერი ხელებით, სათუთად იხუტებს მას.
სურათის ზედა პლანზე, ცენტრში გამოსახულია მზე – დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი წყარო, რომლის სხივებში ხორციელდება უმთავრესი მოვლენა დედამიწაზე – შემოქმედება – სიცოცხლის ჩასახვა, რაც არის დასაბამი კაცობრიობის ისტორიისა.

ეს ნაჩვენებია კაცობრიობის ერთერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, უდიდესი რეფორმატორისა და ფილოსოფოსის, უბადლო ლიდერისა და ახალი რელიგიის მამამთავრის – მოსეს მაგალითზე.

სურათის ცენტრში მოთავსებულია ბავშვის ჩანასახი საშოში, რომლის გვერდებზე ზემოთა მხრიდან დახატულია კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხოლო მის ქვემოთ პატარა მოსე, რომელიც ნილოსის ტალღებზე, კალათაში წევს …და ზეციდან ჩამოდის წვეთები, როგორც მადლი და ეფინება მოსეს.


ასე, ამ გზით მოვიდა დედამიწაზე თითოეული ადამიანი – იქნებოდნენ ეს ადამი და ევა, თუ ღმერთკაცები, წარმართული დროის ლიდერები, ეგვიპტური ცივილიზაციის სულისჩამდგმელი ფარაონები თუ ქურუმები, რომაული კულტურის ფუძემდებლები, ქრისტიანობის მოწამენი, კომუნიზმის მამამთვრები, ფაშიზმის სულისჩამდგმელები – ყველა დიდი რელიგიური, ფილოსოფიური და პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ოდესმე მოსულა დედამიწაზე, ყველა რასის ხალხთა უსასრულო მასები.

დედამიწაზე მოსვლის ერთადერთი გზა ეს არის – დედის საშოდან, სამყაროს საშოდან, ზეცის მადლით დაპკურებული დაბადება.


ადამი და ევას ქვემოთ გამოსახული ჩონჩხები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის გზაც მხოლოდ ერთია ყველასათვის – სიკვდილი. ხოლო დედამიწაზე ვინ რისთვის მოსულა და ვინ რას აკეთებს ეს თითოეულის არჩევანზეა დამოკიდებული და ამის მაგალითია უსასრულოდ მრავალფეროვანი ბედი ადამიანებისა. და ყველაფრისგან ერთად კი იკინძება ბედი დედამიწის, კაცობრიობის ისტორიისა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები