ოთხშაბათი, 24.04.2024, 09:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » ირაკლი მარგველაშვილი – ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში.
21:26
ირაკლი მარგველაშვილი – ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში.

ირაკლი მარგველაშვილი – Irakli Margvelashvili

ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში

მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ. ძირითადად დავკავდი პრესის კომენტარებით და თავად დასკვნის ნაწილიც წავიკითხე. ვფიქრობ ჯერჯერობით არის ემოციური განწყობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ ფრაზებში: "ეს არის მიუნხენის გარიგება”, "წავაგეთ საბოლოოდ”, "აღარაფერი გვეშველება”.

მე ვიტყოდი, რომ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა დიდ ცვლილებებს გამოიღებს საერთაშორისო ასპარეზზე. რას ვგულისხმობ: დასკვნა შეიძლება დავაჯამოთ შემდეგი პრინციპით;

1. საქართველოსთვის ნეგატიური

2. საქართველოსთვის პოზიტიური

3. სამუშაო თემები

საქართველოსთვის ნეგატიური არის ის, რომ კომისიამ ჩათვალა, საქართველოს ფართომასშტაბიანი შეტევა იყო არაპროპორციული წინა დღეებში ოსთა და დაქირავებულ ბანდ ფორმირებათა პასუხისათვის.

დღეს რუსეთის საინფორმაციო მანქანა რათქმაუნდა არ ახდენს ამის პირდაპირ ფრაზირებას, არამედ გაიძახის, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

არაფერს საუბრობს დასკვნის დანარჩენ ნაწილებზე, რომელიც მთლიანად რუსებისთვის არის ნეგატიური. ტერიტორიების დაკავება, სხვა ტერიტორიებში სუვერენულ;ი სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ეთნოწმენდა, ლტოლვილები, გადამწვარი სოფლები, სამხედრო აგრესია, უკანონოდ ტერიტორიების აღიარება, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღდეგება.

როგორც ვიცით დასკვნა გამოქვეყნდა კონფლიქტის დასრულებიდან 10 თვეში. შესაბამისად ძალიან ბევრ პროცესს, რომელიც ამ დროში მოხდა, დასკვნა ჩამორჩება. დასკვნა ჩამორჩება იმ საერთაშორისო რეზოლუციებს, ევროსაბჭოში, სადაც რუსეთს თხოვენ ჯარების გაყვანას და სამშვიდობოების შემოყვანას კონფლიქტურ რეგიონებში.

სასამართლო პროცესი რუსეთის წინააღდეგ, რომელიც მიდინარეობს, ეს დასკვნა სერიოზულ მტკიცებულებად გამოდგება ეთნოწმენდის საკითხებზე. დასვნა რუსეთს არ ანთავისუფლებს 6 პუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებებისაგან…

ანუ რა მინდა ვთქვა, ის ნეგატიური, რაც დღეს ყველაზე დიდ ემოციურ ფონს ქმნის და თითქოს იმედ გაცრუებას, ვფირობ დღედღეობით ვერ იმუშავებს. რუსეთს ვერ მოეხსნება ვერავითარი ვალდებულება, რომელიც მას საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხელშეკრულებამ დააკისრა.

რუსეთი ეცდება და ცდილობს კიდევაც, რომ ეს დასკვნა სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ "კაცმა ჭირი დამალაო და ჭირმა თავი არ დამალაო”. დასკვნა არის ძალიან სერიოზულად დასამუშავებელი, დასახარისხებელი.

მისი ძალიან დიდი ნაწილი თითქმის 90%, რომელიც რუსეთის ნეგატიურ როლზეა, როგორც კონფლიქტის ისტორიულ ნაწილში, ასევე კონფლიქტის პროვოცირების, სამშვიდობო მისიის შეუსრულებლობის, ომის შემდგომი უკანონობების, ომის დროინდელი უკანონობების საქართველოს მთლიანი ტერიტორიების დაბომბვის სახით, არის უნიკალური მასალა, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად.

მინდა ვთქვა, რომ დასკვნა არის სამუშაო მასლა, სადაც საკმაოდ დიდი პოზიტიური მომენტებია, რომელიც ქათულმა დიპლომატიამ და იურისტებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ტალიავინის კომისიის დასკვნა არის ევროპის პოზიცია, რომელიც მათ ომის შემდეგ გაახმოვანეს. დასკვნა არის გაშლილი პოზიცია ფაქტებით და კომენტარებით.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს დასკვნა ვერ შეცვლის გეოპოლიტიკურ ინტერესს, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ. აგვისტოს ომმა გარკვეული გეოპოლტიკური საზღვრები შექმნა, რომელიც ინტერესებში გამოიხატა. ემოციურია ის განწყობაც, რომ უცებ გვინდა ძალიან სერიოზული შედეგების ხილვა.

ეს ვერ მოხდება. პროცესი საკმაოდ ხანგძლივი იქნება, არა უსაშველოდ გრძელი. აგვისტოს ომი იყო ერთგვარი გარდატეხა ევრაზიულ გეოპოლიტიკაში. მან ძირითადი ორიენტირები გამოაჩინა და ეს ორიენტირები არ შეცვლილა.

ვერც შეიცვლება, ვინაიდან პროცესები იმდენად მჭიდროთაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ მისი ერთ კონტექსტში წაკითხვის გარეშე ცალკე ამოგლეჯილად ერთიან ტექსტის ქსოვილს ვერ შევქმნით. შესაბამისად ეს დასკვნაც არ შეიძლება გამოვაცალკეოთ იმ ძირითად პროცესს, რომელიც ომის შემდეგ მიმდინარეობს.

რუსეთი დადანაშაულებულია საკმაოდ მძიმე დანაშაულებში და ომის შემდეგი პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს, ასევე ამ დასკვნის შემდეგაც ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამას ჩვენი მხრიდან უნდა ძალიან დიდი მუშაობა.

ჩემი აზრით, არამგონია რამე რადიკალურად შეიცვალოს და ამ პროცესს ვუყურებ სწორედ გეოპოლიტიკური კუთხით. ამ ფრონტზე ძირითდი ორიენტირები დარჩება. თუ ვინმეს გულზე მოხვდა კლინტონის ფრაზა "სტრატეგიული მოთმინება” რამდენ ხანს ველოდოთ და … ვფიქრობ ცდება.

დღეს, ვინ დაიწყო ომი? უკვე მეორეხარისხოვანია შექმნილი გეოპოლიტიკური განლაგებისათვის. პროცესები იმდენად დაცილებულია ამ შეკითხვას და იმდენად გასწრებულია დროში, რომ მისი შემობრუნება ამ შეკითხვაზე კომისიის პასუხს, საქართველომ დაიწყო შეტევა, რასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი ომი ვეღარ პასუხობს.

ვერ პასუხობს რუსეთის იმ პოლიტიკურ ინტერესს, რომელიც სჭირდება ჩვენს მტერს. უფრო შიდა პრ-ისთვის გამოიყენებს. თუმცა დაივიწყებს იმას, რომ იმავე დასკვნაში წერია, რუსეთმა მოახდინა ამ ომის პროვოცირება და პრაქტიკულად ჩვენი იძულებითი აუცილებლობის რეჟიმში ჩაყენება.

ჩვენთვის ეს ომი, სულ სხვა რამ იყო. არის დასკვნები, მაგრამ რუსეთის სამხედრო მანქანა რომ მახსენდება, მე პირადად, იმდენად მომზადებული და დაგეგმილი ჰქონდათ ყველაფერი, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდით. არსებობს პოსტ ფაქტუმ მსჯელობა და არსებობს ფაქტამდე მსჯელობა, რომელიც პოსტ ფაქტუმ სიტუაციებს შესაძლოა სხვაგვარად გვანახებდეს.
ეს დასკვნა არ არის ერთმნიშვნელოვანი დოკუმენტი.

შესაბამისად სურვილი მაქვს ის განვიხილო სხვადასხვა ასპექტში. წინამდებარე წერილში შევეხებით ტალიავინის დასკვნის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის ნაწილს. რას ვგულისხმობთ ამ მოსაზრებაში. როგორც ცნობილია დასკვნამ ორივე მხარე (ქართული-რუსული ) დაადანაშაულა ომის საკითხებში.

ერთი ფართომასშტაბიანი არაპროპორციული შეტევის განხორციელებაში (საქართველო), რუსეთი ეთნოწმენდაში, ასევე ომის შემდგომ ტერიტორიების ცნობაში, იქ უკანონობებში, შეთანხმების შეუსრულებლობაში, ომამდე მუდმივ პროვოკაციებში…

უნდა ავღნიშნოთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ვერ აყენებს ბრალდებას, ვერ განსაზღვრავს დანაშაულის ფაქტებს, და ვერ აფასებს ამ ფაქტებს. ის მხოლოდ ახდენდა ფაქტების კონსტატაციას. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ დასკვნას პირადად არ შეუძლია იურიდიული შედეგების წარმოშობა.

ეს შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ-დიპლომატიურ ტექსტად, ასევე პოლიტიკურ შეფასებად აღნიშნული საკითხის.

მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული იმ იურიდიული შედეგების დასადგომად, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის, როგორც ოკუპანტის პოლიტიკურ დისკურსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1993წ. და 2008წ. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიებიდან ქართველების მასიური ეთნოწმენდა. 1993წ. აფხაზეთიდან ეთნოწმენდის დადასტურება საქართველომ ვერ მოახერხა და არც ყოფილა შემთხვევა, რომ ამ საკითხებზე საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის მიგვემართა და დაგვეწყო საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენდა დამნაშავეს, დამნაშავეთა ჯგუფს…

თუმცა როგორც მაქვს ინფორმაცია საკმაოდ დიდი მასალები არსებობს.

2008წ. შიდა ქართლიდან იძულებით მიგრირებული ადამიანების ფაქტი ამ კომისიამ დაადასტურა და ეს დააბრალა ოს და დაქირავებულ, რუსეთიდან შემოსულ ბანდებს, თუმცა ირიბად ეს რუსეთს ბრალდება, ვინაიდან სწორედ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ამ ბანდების წევრებ. ასევე როგორც რუსები აცხადებენ, ცხინვალშიც რუსეთის მოქალაქეებს ”იცავდნენ”.

გარდა ამისა უამრავი განცხადება იყო, რომ ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები დაეხმარებოდნენ ოსებს საქართველოს წინააღდმეგ, ვინ იყვნენ ეს ხალხი? რატომ არ დაიცვა სამშვიდობო ძალებმა ამ ხალხის შემოსვლისგან სამშვიდობო ტერიტორია, რომელშიც არ შედიოდა ჯავის რეგიონი? იყო თუ არა ეს სოჩის ხელშეკრულების დარღვევა? კულახმეტოვის განცხადება, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას, იყო თუ არა ეს ყოველივე სოჩის ხელშეკრულების დარღვევა და ვერ შესრულება.

ამ შემთხვევაში საქართველოს მოქმედება იყო თუ არა კანონის ჩარჩოებში, როდესაც ვერ აკონტროლებს სამშვიდობო ძალები სიტუაციას რა ქნას სუვერენულმა სახელმწიფომ დაელოდოს როდის გააკონტროლებს სამშვიდობოები სიტუაციას? მაშჳნ როდესაც მათი ტერიტორიიდან შემოდის უკანონო ბანდ ფორმირებები აიარაღებს სეპარატისტულ ბანდებს…. ალბათ ყველას გვახსოვს კოკოითის განცხადება, რომ ქართველები ამ ტერიტორიაზე ვეღარასოდეს შემოვლენ.

ეს არის შეკითხვები, რომელიც პასუხგასაცემია და რომელსაც ვერ გასცემდა პასუხს ტალიავინის კომისია, ვინაიდან მისი დანიშნულება იყო ფაქტების კონსტატაცია. შეიძლება ვინმე შემოგვედაოს და გვითხრას, თუ ფაქტების კონსტატაციას ახდენდა კომისია მეტი რა საჭიროაო, მაგრამ კომისია დეტალურად ვერ იმსჯელებდა იმ მიზეზ-შედეგობრივ ფორმატზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია.

ამაზე უნდა იმსჯელოს ამ ტექსტის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის მეთოდმა, ანუ გამოძიებამ, რომელიც ამ საკითხზე აუცილებლად უნდა წარიმართოს და ვფიქრობ ამ დასკვნის შემდეგ აუცილებლად უნდა დააყენოს საქართველომ კომისიის დასკვნაში მითითებული საკითხები საერთაშორისო გამოძიების წინაშე.

გამოძიების ობიექტურად, მიზეზ-შედეგობრივად გაანალიზების, დაკონკრეტების ფაქტების ანალიზის შედეგად საკმაოდ ბევრ სიახლეს ვიხილავთ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რაშიდაც ტალიავინის კომისიამ საქართველოს ”პირველი გასროლის” ”დაბრალება” შეძლო. მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტში სავარაუდოდ საქართველოს ისიც მოეხსნება, რაც კომისიამ დააბრალა. თუმცა ვერ ვიტყვი, რა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა ეს.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ საერთაშორისო ნორმების დარღვევა დაგვაბრალა, არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება დასკვნის ის ნაწილი სადაც საუბარია ეთნოწმენდაზე. აბსოლუტურად ლოგიკურია, კომისიის შემადგენლობისაგან იმაზე მითითება, რომ ეთნოწმენდა ჩაატარა ოსმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბანდებმა, რასაც რუსებმა ხელი არ შეუშალეს. აბა პირდაპირ ხომ არ დაწერდნენ რუსებმა გააკეთეს ესო.

თუმცა ირიბი დადანაშაულება რუსეთის მხარის, იგივე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილი მხეცობის დადასტურებულია. სწორედ ამას სჭირდება გამოძიებით დადასტურება და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს კოკოითი და ბაღაფში.

აუცილებლად პედალირება ამ საკითხის უნდა მოხდეს, ვინაიდან თუ ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული და დანაშაულის ჩამდენი პირები იქნან დასჯილნი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის იურიდიულ კონტესტში განხილვა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო გამოძიების მიერ. უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. არ მაქვს ილუზია, რომ თუნდაც ირიბად რუსეთის დადანაშაულების შემთხვევაში, რაიმე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ დადგება, თუმცა დადგება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური საკითხები, ვინაიდან ის ჯაჭვი, რაც ამ გენოციდს თან ახლავს, ვგულისხმობთ.

ოკუპაციას, უკანონო ბაზების განთავსებას, თავნებობას, და სისაზიზღრეს რასაც ამ ტერიტორიებზე რუსები აკეთებენ აუცილებლად ჩაერთვება ამ გამოძიების ინტერესებში. მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ, მათი შეიარაღება და შესაბამისად ამის გამო სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნოწმენდა ის ჯაჭვია, რომელიც რუსეთს ამ კონფლიქტში აქცევს მხარედ.

ეს გაეროში რუსეთისათვის უშიშროების საბჭოზე ხმიოს ჩამორთმევის წინაპირობა შეიძლება გახდეს, რაზედაც საკითხი ჯერ არ დასმულა, სწორედ საერთაშორისო კონსენსუსის გამო, და ჩვენი პარტნიორების თხოვნის გამო, თუმცა გამოძიების პროცესის წარმართვის შემთხვევაში გავა საკმაო დრო, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში სასურველ შედეგამდე მიგვაღწევინოს.

შეიძლება ვინმეს შიში შეეპაროს, რომ კონკრეტული, ფაქტობრივი გამოძიების შემთხვევაში საქართველომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. წინასწარ ვიტყვი ეს შეუძლებელია. თუ ეს მოხდება მაშინ საერთაშორისო სამართალში უნდა შეიქმნას ახალი ტერმინი ”კანონიერი ოკუპაცია”. მე არა მგონია ეს ტერმინი დამკვიდრდეს, ვინაიდან ფაქტი და აპრიორი არის ის, რომ არსებობს ოკუპაცია, ამას ხალთაში ვერავინ ვერ დამალავს და მათ შორის ვერც რუსეთი.

პირიქით კი ვფიქრობ. კონკრეტული გამოძიების შემთხვევაში, ეთნოწმენდის დადასტურების და კონკრეტული პირების ბრალდების პირობებში, რომელიც უნდა იყოს კოკოითი და ბაღაფში, რომელთაც მოაწყვეს ეთნოწმენდა კოდორში და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური დისკურსი მთლიანად ინგრევა.

თუ საერთაშორისო სასამართლოს ამ პირებს არ გადასცემენ, ან გადასცემენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება რუსული პოლიტიკის სერიოზული კრახი საქართველოში და საერთაშორისო ურთიერთობებში.

ამით გახდება შესაძლებელი მან დაიხიოს უკან (შეიძლება ომი დაგვიწყოს და აქ საკუთარი ხელისუფლება დასვას, ამ საკითხის შესაჩერებლად) და მოხდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეთნოწმენდის დადასტურების შემდეგ, დღის წესრიგში ძალიან მწვავედ დადგება ეთნოწმენდის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დაბრუნების და კომპენსირების საკითხები.

რაც შეეხება რუსეთს, ეს მოგვცემს საშუალებას დადგეს მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა საქართველოს საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოზე. ასევე პრაქტიკულად უაზრობად აქცევს ამ ტერიტორიების ცნობის საკითხი, რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

ამის გამო ვფიქრობ, აუცილებელია ხელისუფლებამ და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ მოახდინოს ამ საკითხების დაყენება საერთაშორისო გამოძიების წინაშე, რაც აუცილებლად გამოიღებს შერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1102 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები