სამშაბათი, 23.04.2024, 12:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » ირაკლი ალასანია მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
01:50
ირაკლი ალასანია მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა. ალასანიამდე ცესკო-ში რეგისტრირებული იყო მერობის 8 კანდიდატი: "ეროვნული საბჭო" - ზვიად ძიძიგური; "საქართველოს დემოკრატიული პარტია" - დავით იაკობიძე; "ნაციონალური მოძრაობა" - გიგი უგულავა; "სახალხო დემოკრატები" - ნიკა ივანიშვილი; "მომავალი საქართველო" - გიორგი ლაღიძე; "ქრისტიან-დემოკრატები" - გია ჭანტურია; "მრეწველები" - გოგი თოფაძე და "სოლიდარობა" - თამაზ ვაშაძე. ამ პარტიებს ცესკო-ში წარდგენილი აქვთ პროპორციული საარჩევნო სიებიც.

მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა ცესკო-ში დღეს, 18:00 საათზე იწურება. რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ვადაში უნდა წარადგინონ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 15 პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი. 

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1030 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები