18:36 სასწაულები-ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები. | |
ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?" „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა". მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები". დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული. საჭიროა, რომ ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია ფოტო გადაეღო ხატისათვის დღესასწაულზე, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა და რა მოხდა?! ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა, მთლად კანკალმა აიტანა და შიშითა და სირცხვილით გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: „ცოცხალია კარიბჭის ღმრთისმშობელი". ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინობს სული დაცემის უფსკრულიდან – ოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვის… გვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი". დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული – შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე. | |
|