პარასკევი, 29.03.2024, 15:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ქართველი რევოლუციონერები-სიმონ ჯუღელი.
11:47
ქართველი რევოლუციონერები-სიმონ ჯუღელი.

სიმონ პილატეს ძე ჯუღელი (დ. 27 ოქტომბერი/8 ნოემბერი, 1888, სოფ. სვირი, ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი - გ. 14 აპრილი, 1935, თბილისი), პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. კომპარტიის წევრი 1907-იდან.

1907-1915 წლებში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმში, შემდეგ - თბილისში. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯუღელის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედაც თვითონვე აირჩიეს.

1920 აქტიური პარტიულ და პროფკავშირულ მუშაობას განაგრძობდა ვლადიკავკაზში. იქვე შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი. ჯუღელი აირჩიეს „მედსანშრომის" საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რკპ (ბ) ვლადიკავკაზის საოლქო კომიტეტში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების (1921) შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო. საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცკ-ისა და თბილისის კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1111 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები