პარასკევი, 19.04.2024, 14:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ალექსანდრე წულუკიძე (რევოლუციონერი).
11:49
ალექსანდრე წულუკიძე (რევოლუციონერი).

ალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე წულუკიძე (დ. 1 ნოემბერი/13 ნოემბერი, 1876, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 8 ივნისის/21 ივნისი, 1905, ქუთაისი, დაკრძალულია ხონში), ქართველი მარქსისტი რევოლუციონერი, წულუკიძეების სათავადო სახლის წარმომადგენელი. რუსეთის პირველი რევოლუციის მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა "მესამე დასის" რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში.

1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. გახდა სტუდენტური მარქსისტული წრის წევრი და განაგრძობდა მარქსისტული ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიის და მეცნიერული სოციალიზმის საკითხების პროპაგანდას. 1899 წელს დაბრუნდა საქართველოში და ენერგიულად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.

1900-1901 წლებში ხელმძღვანელობდა გაფიცვებს, მუშათა წრეს ბათუმში. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "ბრძოლაში". 1902 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ქუთაისის, იმერეთ-სამეგრელოს და სხვა კომიტეტების შექმნაში.

1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანიზატორი. რსდმპ II ყრილობის შემდეგ - ბოლშევიკი, გაზეთ "პროლეტარიატის ბრძოლის" ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. თანამშრომლობდა "პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელში" და ჟურნალ "მოგზაურში".

1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ჟანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. იგი თეორიულ შრომებში მკაცრად აკრიტიკებდა "ლეგალურ მარქსისტებს", ბურჟუაზიულ ნაციონალისტებსა და მენშევიკებს, იცავდა ლენინურ-ტაქტიკურ რევოლიცუიურ ხაზს.

წულუკიძე იყო ქართველი მარქსისტული ლიტერატურის კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა მარქსისტული თვალსაზრისით დაწერილი კრიტიკული წერილი "ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში" (ჟურნალი "კვალი", №№ 44, 45, 48). შემდეგში სისტემატურად აქვეყნებდა პოლემიკურ და პუბლიცისტურ წერილებს. 1903 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი "ოცნება და სინამდვილე".

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1053 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები