სამშაბათი, 16.04.2024, 19:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » ქართველი რევოლუციონერები | -სამუელ ბუაჩიძე.
11:55
ქართველი რევოლუციონერები | -სამუელ ბუაჩიძე.
სამუელ გრიგოლის ძე ბუაჩიძე (პატიზანული ფსევდონიმი ნოე) (დ. 5 ივლისი/17 ივლისი, 1882, სოფ. ფარცხნალი, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი ― გ. 20 ივნისი/3 ივლისი, 1918, ვლადიკავკაზი), რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კომპარტიის წევრი 1902-იდან

ბიოგრაფია 



დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები. 1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის (ახლანდელი დაბა(????) ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906- 1907 წლებში აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში.

რევოლუციურ მოღვაწეობისათვის ბუაჩიძე სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილი დასჯა მოელოდა, მაგრამ გაიქცა. 1907 წელს ბუაჩიძე მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა.

ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლოვდა ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის ბელადებს დ. ბლაგოევს და გ. დიმიტროვს, მონაწილეობდა ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის - "ვიწრო სოციალისტების" მუშაობაში, აქვეზნებდა სტატიებს ბულგარეთის პრესაში.

1914-1915 წლებში ბუაჩიძემ წერილობითი ურთიერთობა დაამყარა ვ. ი. ლენინთან. ბულგარეთიდან ბუაჩიძე შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა. იქ პირადად გაიცნო ვ. ი. ლენინი, მუშობდა რსდმპ (ბ) ცკ-ის დავალებით.


1917 წლის აპრილში ბუაჩიძე ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი გაგზავნა ქ. ვლადიკავკაზში, სადაც ს. კიროვთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯევბისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში.

ბუაჩიძე იყო ვლადიკავკაზის ბოლშევიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმისა და რსდმპ (ბ) კავკასის სამხარეო კომიტეტის წევრი. 1918 წლის მარტში ბუაჩიძე თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ენერგიულად იბრძოდა თერგის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის.

20 ივნისს მიტინგზე გამოსვლის დროს მოკლეს კონტრტევოლუციონერებნა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1044 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები