ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » გოგი გვახარია – “დალიდაზე მოლაპარაკე “ქართველი სოკრატე”.
16:32
გოგი გვახარია – “დალიდაზე მოლაპარაკე “ქართველი სოკრატე”.

მერაბ მამარდაშვილი - Merab Mamardashvili. Moscow, 1980


გოგი გვახარია – Gogi Gvakharia

ამ ხალხს მაშინ გვახარიასთვის არ ეცალა. ჯერ სხვა, მართლაც რომ ჭკვიანი ხალხისთვის უნდა გაეტეხათ სახელი. რობერტ სტურუასა და სერგო ფარაჯანოვს მალე მერაბ მამარდაშვილს მიაყოლებენ. ფილარმონიაში, "სახალხო ფრონტელთა” ყრილობაზე, სადაც მამარდაშვილი არ ისურვებს ილაპარაკოს ის, რასაც უმრავლესობა ქადაგებს – იტყვის, ჭეშმარიტება უფრო მაღალი ცნებაა, ვიდრე პატრიოტიზმიო… მას დარბაზიდან გააძევებენ – ხმაურით, სტვენით, გინებით.

იგი გავა და თავის საყვარელ ჩიბუხს გააბოლებს.

მერე ბატონი გურამ პეტრიაშვილი, ისევ და ისევ მწერალთა კავშირის გაზეთში, ქართული ენის ცოდნას დაუწუნებს და "აი იას” სწავლებას დაუწყებს.

"თქვენ ხომ შეგიძლიათ საზღვარგარეთ წახვიდეთ, აქ რა გაჩერებთ?” – ვკითხე ერთხელ ჩემს საკუთარ სახლში (რომელიც ყველა "საზღვარგარეთს” მირჩევნია)… ტატა თვალჭრელიძემ მოიყვანა "კარგი ფილმების” სანახავად. ბევრი არჩია და ბოლოს მკითხა, არ მინდა ასეთი კინო, კარგი ვესტერნი მირჩევნიაო…

"მე რატომ უნდა წავიდე ვითომ? ეგენი წავიდნენ, თუ კარგია!” – ეს თქვა და იმის ახსნა დამიწყო, რომ არც იქაა სუფთა ჰაერი, სადაც მე "ვუშვებდი”. ჯონ ფორდის რომელიღაც ვესტერნის ყურებაში, რატომღაც ფრანგი მომღერალი დალიდა გაიხსენა. მისგან გავიგე პირველად, რომ დალიდასთვის თვითმკვლელობის საბაბი თავისი საყვარელი მსახურების, ჯუჯების – პეტროსა და ლუჩიას დაღუპვა გახდა. რაღაც უცნაური დაავადებით, 87 წლის 30 აპრილს ერთი ჯუჯა გარდაიცვალა, 1 მაისს კი – მეორე.

3 მაისს დალიდამ თავი მოიწამლა.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ვესტერნი და დალიდა მერაბ მამარდაშვილისგან, რომლის ლექციებზე, უნივერსიტეტში იმხანად მთელი თბილისი თუ არა, "თბილისის ნაღები” მაინც დადიოდა.

ჩემთვის იგი ასეთი დარჩება – ჩიბუხით ხელში, ჯონ ფორდის ცხენების ფონზე. არა მარსელ პრუსტზე, არამედ დალიდაზე მოლაპარაკე "ქართველი სოკრატე”.

სახლში მაქვს დალიდას ფირფიტა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გამოუშვეს. გაარემიქსეს მისი სიმღერები, ახლადჩაწერილ მუსიკას მისი ხმა დაადეს და ალბომს "ვითომ აქ ვარ” დაარქვეს.

სასაცილო მუსიკაა. მაგრამ ამ ფირფიტას დავდებ თუ არა, მაშინვე სიგარეტის მოწევა მინდება ხოლმე.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1130 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები