პარასკევი, 29.03.2024, 18:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » მერაბ ბერძენიშვილი-მასზე წერდნენ.
16:52
მერაბ ბერძენიშვილი-მასზე წერდნენ.

მოისეი კაგანი – მერაბ ბერძენიშვილი "ქართველი მიქელანჯელო”.


                          დიდების მემორიალი, მერაბ ბერძენიშვილი.


მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

"მხატვარი ყოველგვარ ვითარებაში თავისი ერის შვილად რჩება, – ის ქართველია თავისი ტემპერამენტით, ქალთან რაინდული დამოკიდებულებით, მამაკაცთა ვაჟკაცობისთვის ხოტბის შესხმით, ადამიანის ყოფაში ბუნების როლის გააზრებით – რაც გამოვლენილია მის ყველა მემორიალურ კომპოზიციაში გრანდიოზული ლანდშაფტის ჩართვით, ს. ზაქარიაძის საფლავის ქვასა (1974) და კომპოზიციაში "შემოდგომა” (1978) ყურძნის მტევნის სიმბოლოს გამოსახვით; ამასვე ავლენს მონუმენტური გააზრება ცხოველების სახეებისა – ცხენების და არწივების…

კიდევ ერთხელ მინდა მივაპყრო ყურადღება ერთი და იმავე კომპოზიციის გამეორებას "ადამსა და ევაში” და რელიეფებში "სიყვარული” და "მუსიკის დაბადება”, რაც ზოგადსაკაცობრიო საწყისთა პრიორიტეტებზე მეტყველებს, და რომელთან მიმართებაშიც ეროვნულია ამ არსის გამოვლინების ფორმა.

ამიტომაც არის, რომ ქართველი კაცი მოქანდაკის ქმნილებაში მომეტებული სიმძაფრით გრძნობს რაღაც თავისას, თანახმიერს, მშობლიურს, თუმცა საქართველოში ჩამოსული უცხოელიც აღიქვამს და იგებს ამ ქმნილებებს არა როგორც ეგზოტიკურ-ეთნოგრაფიულ პერსონაჟებს და მოვლენებს, არამედ როგორც მისდამი მიმართვას, მასთან გამართულ დიალოგს, როგორც მისი სულის ამამაღლებელ ძალას, რომელ ერსაც არ უნდა ეკუთვნოდეს თვითონ…

ჩემი აზრით, ეს ყოველივე იმიტომ ხდება, რომ მერაბ ბერძენიშვილი არა მხოლოდ ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფეა, არამედ მიქელანჯელოს მოწაფეც არის. ჰოდა, მზად ვარ, მერაბ ბერძენიშვილს ვუწოდო "ქართველი მიქელანჯელო”, და მე ამ დასკვნას მკარნახობს მონუმენტური ქანდაკების ბუნების წვდომა და ის როლი, რომელსაც ბერძენიშვილის შემოქმედება ხელოვნების ამ დარგის ისტორიაში თამაშობს, ეროვნული და, იმავდროულად, ზოგადსაკაცობრიო ისტორიაში”.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1300 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები