ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » უილიამ შექსპირის ცხოვრების 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტი.
01:31
უილიამ შექსპირის ცხოვრების 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტი.

უილიამ შექსპირის პორტრეტი", მხატვარი ჯონ ტეილორი, 1610 წ.


უილიამ შექსპირის ცხოვრების 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტი

23 აპრილს დიდი ბრიტანეთი დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის დაბადებიდან 445-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ ღონისძიებისთვის გამომცემლობამ The Times ”რომეო და ჯულიეტას” ავტორის შესახებ 10 ნაკლებადცნობილი ფაქტი გამოაქვეყნა.

1.მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ლონდონში ვითომდა შექსპირის სიცოცხლეში შესრულებული ერთადერთი პორტრეტი წარმოადგინეს, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა შექსპირი სინამდვილეში.

2.18 წლის უილიამის ანა ჰატაუეისთან, ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილზე, ქორწინება, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო და გოგონას ფეხმძიმობამ გამოიწვია. ახალგაზრდა შექსპირი იძულებული გახდა სპეციალური კურთხევა ეთხოვა ქალაქ ვუსტერის ეპისკოპოსისთვის.

3. შექსპირის მიერ ანასთვის ნაანდერძევი ”მეორეხარისხოვანი საწოლი” იყო არა დამამცირებელი საჩუქარი, როგორც ითვლებოდა, არამედ, რომანტიული სიმბოლო, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის სიმბოლო იყო.

4. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესებში მოქმედება ევროპის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, თავად დრამატურგი, სავარაუდოდ, არასოდეს გასცდენია ინგლისის საზღვრებს.

5. შექსპირმა ინგლისური ენა 1700 ახალი სიტყვით გაამდიდრა.

6. შექსპირის ცნობილი პიესის ”მეფე ლირი”-ს ფინალი 150 წლის განმავლობაში იმდენად ნაღვლიანად ითვლებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ორიგინალში არ დადგმულა.

7. დრამატურგის სიცოცხლეში მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დღეისათვის ნაკლებადცნობილი ლექსი ”ვენერა და ადონისი” იყო.

8. როგორც მინიმუმ შექსპირის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ორი პიესა უგზო-უკვლოდ დაიკარგა: Love’s Labour’s Won ("სიყვარულის გამარჯვებისთვის გაწეული ძალისხმევა”) და Cardenio ("კარდენიო”).
9. ტყუპების ასე საყვარელი თემა, რომელიც ”მეთორმეტე ღამეში”, ისე ”შეცდომების კომედიაში” იჩენს თავს, შექსპირმა საკუთარი ცხოვრებიდან გადაიტანა ფურცლებზე. 1585 წელს მას ტყუპები შეეძინა: ვაჟი ჰემნეტი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა, და ქალიშვილი ჯუდიტი, რომელმაც 77 წლამდე იცოცხლა.

10. შექსპირის ნაწარმოებების ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია იყო ფილმი ”სცენები ”მეფე ჯონიდან”, რომელშიც მთავარი როლი ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა გერბერტ ბირბომ ტრიმ შეასრულა. ფილმი 1899 წელსაა გადაღებული.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1138 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები