პარასკევი, 29.03.2024, 08:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » ვინ არიან წმინდანები.
22:54
ვინ არიან წმინდანები.

ბევრი თანამედროვე ადამიანისთვის საინტერესოა ხოლმე სპორტსმენების, მსახიობების, მომღერლების ცხოვრება. ისინი განსაკუთრებით ძლიერები, ლამაზები, ყოჩაღები ჩანან. ამიტომაც ბევრი ბაძავს მათ, თუმცა ცნობილ ადამიანებს არც კი სცალიათ თაყვანისმცემლებისთვის. ისინი ხომ ძალიან დაკავებულნი არიან თავიანთი საქმეებით.

და აი, ეკლესიაშიც არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანებს უყვართ და ბაძავენ. ეს ადამიანები წმინდანები არიან. წმინდანებით განსაკუთრებით ლამაზები და ძლიერები არიან, ოღონდ სხვანაირად...

წმინდანები იმით არიან ძლიერები, რომ მათ შეძლეს საკუთარ ცოდვებსა და ცუდ თვისებებს მორეოდნენ. წმინდანები სიკვდილსაც კი არ შეუშინდნენ ქრისტეს გულისთვის, ამიტომ ისინი სიკვდილზე უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ახლობლები დროებით გვშორდებიან და ვეღარ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში. წმინდანები კი, მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში, ღმერთის სამეფოში სახლობენ, ჩვენ მაინც გვეხმარებიან.

წმინდანთა სილამაზე სხვაგვარია. ხატებზე გამოსახული მათი მშვიდი, კეთილი სახეები განსაკუთრებულ პატივისცემას იწვევს ჩვენში, ისინი არ გვიღიმიან, მაგრამ არც გვიბრაზდებიან, მხოლოდ შეგვახსენებენ ჩვენს ცოდვებს, რომლებიც ყველაზე მეტად ამახინჯებენ ადამიანის სულს და ამავე დროს მარტოც არ გვტოვებენ, რადგან ქრისტეს ძალას, მადლს გვიგზავნიან.

წმინდანები არა მარტო წირვა-ლოცვას ესწრებიან ჩვენთან ერთად, არამედ ჩნდებიან იქ, სადაც მათ სახელს ვახსენებთ, როცა დახმარებას ვთხოვთ.

წმინდანები ანგელოზებს ჰგვანან, რადგან ერთდროულად ღმერთისა და ჩვენი ზეციური მეგობრები არიან.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1157 | დაამატა: Snookie | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები