23:31 წმიდა მოციქული მატათა (დაახ. +63). | |
წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს... თავიდან წმიდა მატათა უფლის 70 წმიდა მოციქულის რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც, 12 მოციქულისაგან განსხვავებით, მცირე მოციქულთ უწოდებენ. მათ შესახებ სახარებაში ნათქვამია: „და ამისა შემდგომად გამოიჩინა უფალმან სხვანი სამოცდაათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად" (ლუკა 10, 1). ხოლო უფლის ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად. 12 მოციქულთაგან ამ უკანასკნელის განგდების შემდეგ უფლის მოწაფეთა ამ დასმა დაკარგა თავისი სისრულე, რადგან იუდას ნაცვლად არავინ ყოფილა არჩეული და მოციქულნიც ათერთმეტნი დარჩნენ. ამიტომ მოციქულთა თავმა - წმიდა პეტრემ შემდეგი სიტყვით მიმართა პირველ ქრისტიანთა კრებულს: საღმრთო წერილის წინასწარმეტყველება უფლის განმცემელ იუდასთვის უნდა აღსრულებულიყო; ხოლო ჩვენს - 12 მოციქულთა დასში - უსათუოდ უნდა იყოს არჩეული იუდას ნაცვლად ერთი ღისრეული კაცი, ვინც ყოველთვის მოციქულთა გვერდით იყო მაშინ, როდესაც უფალი ჩვენს შორის იმყოფებოდაო. „და დაადინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა" (საქმე მოციქ. 1, 23-26), როგორც მეთორმეტე მოციქული. ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე, 50-ე დღეს აღდგომიდან, რამეთუ ღმერთის სული ცეცხლოვანი ენების სახით, სხვა მოციქულებთან ერთად, წმიდა მატათასაც დაადგრა და მასაც ანიჭებდა საღმრთო მადლს. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანხამად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების" (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპრყობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი. წმიდა კაცად ხმობდა რა მოსეს და მოუწოდებდა რა ისრაელიანთ ღმერთის მიერ მოცემული სჯულის აღასრულებას, წმიდა მატათა, იმავდროულად, ყველას იესო ქრისტეს რწმენაში დამოძღვრავდა, რომლისთვისაც თვით მოსე აუწყებდა მათ ნიშებისა და წინა-სახეთა ჩვენებით და რომელსაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი წინასწარ მიუთხრობდნენ, რამეთუ იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ ამქვეყნად კაცთა ხსნისათვის მოვლინებული ძე ღმერთია, ხორციელქმნილი და განკაცებული ყოვლადწმიდა მარადის ქალწულ მარიამისაგანო. ამასთან, ყველა ამ წინასწარმეტყველებას მომავალ მესიაზე წმიდა მატათა უკვე აღსრულებულად განუმარტავდა იუდეველებს, რამეთუ ეს აღთქმული მესია - ცხებული მხსნელი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე არისო. ამ უკანასკნელმა სინედრიონი მოიწვია და მის სამსჯავროს წარუდგინა წმიდა მოციქული, თან კი შემდეგი მზაკვრული სიტყვებით მიმართა ამ ბოროტ საკრებულოს: მაგრამ ამ მწვალებელთა შორის ყველაზე ძლიერ ერესიარქად იესო ნაზარეველი წარმოსდგა: იგი საკუთარ თავს ღმერთის ძედ და ღმერთად ხმობდა, მრავალთ განაკვირვებდა თავისი ჯადოქრული ნიშებითა და სასწაულებით, თავისკენ იზიდავდა იუდეველთა გულებს და ქადაგებდა საღმრთო სჯულის გაუქმებას. ამისთვის სამართლიანად იქნა განსჯილი ჩვენი სჯულის თანახმად, რაომელსაც ჰგმობდა. რა უნდა ვთქვათ ამის გამო? განა ჩვენ არ ვუწყით, რომ სჯული თვით ღმერთმა მისცა მოსეს? რომ არ სჯულს ზედმიწევნით აღასრულებდნენ პატრიარქები და წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ცეცხლოვანი ეტლით იქნა ზე-აღტაცებული სამოთხედ? ვის არ სმენია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ძვლებზე დასვენებული მკვდარი უმალ განცოცხლდა? და ახლაც, ჩვენს დროში რამდენი სასწაული აღუსრულებიათ ღვთის სათნომყოფელებს - მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაკადნიერებულა იმ საქმედ, რაზეც იესო გაკადნიერდა, - საკუთარი თავისთვის ღმერთის პატივის მინიჭებად და ახალი სჯულის შემოღებად! ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველები თავმდაბლობით აღვსილნი ლაპრაკობდნენ, ის კი (იესო) ამპარტავნებით ამბობდა თავის საკუთარ გამონაგონს და ისეთ უგუნურებამდე მივიდა, რომ პირველმღვდელმთავართ და მმართველთ ყვედრებით კიცხავდა, ხოლო მწიგნობრებსა და ფარისევლებს პირმოთნეებს უწოდებდა! განა ამის მსგავსი რამ ჩაუდენია რომელიმე ჩვენს წინასწარმეტყველს?! და თავისი ამპარტავნების გამო იგიც შესაფერის აღსასრულს ეწია, როცა საკადრისი საზღაური მიიღო თავის საქმეთათვის. ოჰ, ნეტავ მისი ხსოვნაც მასთან ერთად დაღუპულიყო და განქარვებულიყო! და ნეტავ მისი სწავლაც მასთან ერთად მომკვდარიყო და აღარავის განეცოცხლებინა! განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ღვთის ტაძარი, წმიდა ქალაქი და ჩვენი მამების სჯული კვლავაც რომაელთა მონობაშია, და არავინ ჩანს არც თანამლმობი, და არც მხსნელი ამ მონობიდან. ჩვენ უსამართლოდ დაგვათრევენ რომაელთა სამსჯავროებზე, ჩვენ კი ვითმენთ! ჩვენ გვაცთუნებენ, ჩვენ კი მდუმარე თანხმობას ვაძლევთ! გვძარცვავენ და ყოველივეს გვართმევენ, ჩვენ კი ხმასაც არ ვიღებთ! და რაც ყველაზე მეტადაა სავალალო, - გალილეველნი რომაელთა ხელთ მიგვცემენ ჩვენ, როცა უსირცხვილოდ გვადანაშაულებენ ჩვენცა და ჩვენს ერს იესოს მოკვლაში, რომელიც თითქოს უდანაშაულო იყო!... ჯობს ეს მცირერიცხოვანი გალილეველნი წარწყმდენ, ვიდრე ის, რომ ეს წმიდა ადგილი და მთელი ერი წარიხოცოს რომაელთა ხელით. ორი ბოროტებისაგან ჯერ არს ავირჩიოთ ნაკლები ბოროტება - უფრო მოსათმენი და ასატანი. აი, ესეც, დღეს ჩვენს წინაშე რომ დგას, იესოს ერთ-ერთი მოწაფეა და სავსებით იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ, დაე, მანამდე თვითონვე განსაჯოს, - ჩვენ არ წავართმევთ მას დროს დაფიქრებისათვის, რამეთუ მისი დაღუპვა კი არა, გამოსწორება გვწადია, - და ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიოს: ან სჯულს მისდიოს და დაემრჩილოს, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით მოგვცა, და ამგვარად შეინარჩუნოს სიცოცხლე, ანდა ქრისტიანად იწოდებოდეს კვლავაც და მოკვდეს ამისთვის!.. თუ როგორ წინასწარმეტყველებდა იესოს შობას ქალწულისაგან ესაია: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვას და უწოდონ სახელი მიერი ემანუილ, ანუ ჩვენთან არს ღმერთი" (ესაია 7, 14). იმაზედაც ეუბნებოდა წმიდა მატათა იუდეველებს, რომ მოსემაც სავსებით ცხადად წინასწარ მიუთხრა ისრაიტელთ ქრისტეს შესახებ, როცა ამბობდა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ" (II სჯული 18, 15); რომ მანვე წინასწარ მიანიშნა მაცხოვრის ნებაყოფლობით ვნებაზე, როცა სპილენძის გველი გამოაკიდებინა ძელზე, რის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველსაც უთქვამს: „. ..ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი წინაშე მრისსველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა", და „...განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა" (ესაია 53, 7, 12); რომ იონა წინასწარმეტყველიც, რომელიც სამი დღე იყო დანთქმული ვეშაპის სტომაქში და შემდეგ უვნებელი გამოვიდა მისგან, წინა-სახე იყო უფალ იესო ქრისტეს საფლავად სამდღიანი დებისა და შემდგომ მკვდრეთით აღდგომისა. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა - თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!... | |
|