პარასკევი, 19.04.2024, 09:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის.
23:46
სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის.

„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი,
რათა არა შეგცოდო შენ" (ფს. 118,11.

თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი" (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.


წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:

1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება.

ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები.

პირველი გასაღები

თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გავსწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები.

ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი".

ხშირი გონებრივი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: როგორც რაც უფრო მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ სიხარულით.

მართალიანაჩვენებიხერხიწმინდამამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინ ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულშიშესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა ის ამოირჩიოს.

მეორე გასაღები


როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად ყურადღება საჭიროა ლოცვისათვის ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო.

ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი".

ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები.

ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით.

მესამე გასაღები



აი რაზე მიგვითითებენ ჩვენ წმიდა მამები ლოცვის მისაღწვვად და მის გასაუმჯობესებლად:

1)სიხშირე ე.ი. ჩაღრმავება იესოს ლოცვაში და სხვა აზრების განდევნა.
2)ცვალება ლოცვითი სიტყვებისა, ე.ი. გამოთქმა ხან მოკლედ და ხანაც სრულად.
3)თანადროულობა ე.ი. რომ იყოს ხან ლოცვა, ხან ფსალმუნება, ხან ჯდომა, ხან ხელაღპყრობით ლოცვა, ხან იესოს ლოცვა და წმ. მამების კითხვა.

4)ღვთის წინაშე ყოფნა ე.ი. რათა ყოველთვის ახლოს განვიცდიდეთ უფალს და ყოველგვარი მოქმედებისას გვახსოვდეს ღმერთი.
5)ამა ქვეყნის უარყოფა, სიკვდილისა და ლოცვითი სიტკბოების ხსოვნით.
6)იესოს სახელის მუდმივი მოწოდება, ყოველთვის ყოველგვარ ვითარებაში, მარტო ყოფნისას ხმადაბლა, ხალხში ყოფნისას გონებაში.
7) ჩაძინება იესოს ლოცვით.
8)გარეგნული ლოცვა შინაგანისთვის, ე.ი. გარეგნულით შინაგანის გამოთხოვა ღვთისაგან.

შინაგანი ლოცვისა და იესო ტკბილის სახელთან შეერთების მსურველმა ასე დაიწყე წმ. მამების მოძღვრებების შესრულება:

1)დაჯექი ან დადექი ბნელ და წყნარ კუთხეში სალოცავად;
2)პირველად შეასრულე რამოდენიმე მეტანია, რათა სხეული არ მოეშვას;
3)წარმოსახვით მოძებნე გული მკერდის მარცხენა მხარეს და იქ დაიჭირე ყურადღება;
4)ჩაიყვანე გონება თავიდან გულში და გამოთქვი: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!" წყნარად ბაგეებით ან მხოლოდ გონებით, როგორც უფრო მოსახერხებელია შენთვის, წარმოთქვი აუჩქარებლად კრძალვითა და შიშით;
5)შეეცადე ამ დროს რამდენადაც შეგიძლია დაიცვა ყურადღება და ნუ მიიღებ გონებაში სხვა აზრებს კეთილსა თუ ცუდს;
7)გქონდეს მშვიდი მოთმინება და შეეცადე იდგე დიდხანს ყველაფრის დავიწყებით;
7)გქონდეს ზომიერი თავშეკავება და მუხლმოდრეკა აკეთე შეძლებისდაგვარად;
8)იყავი მდუმარედ;
9)სადილის მერე იკითხე სახარება და ის წმიდა მამები,რომლებიც ლოცვის შესახებ საუბრობენ;
10)გარეგნული ლოცვით გამოითხოვე შინაგანი ლოცვა;
11)იძინე 5-6 საათი;
12)არ გაეკარო გონების გამფანტავ სამუშაოს;
13)ხშირად შეამოწმე შენი გამოცდილება მამების მოძღვრებებით.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1228 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები