პარასკევი, 19.04.2024, 13:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » ადამიანის ზრახვები მის სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს.
00:00
ადამიანის ზრახვები მის სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს.

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი, ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?
– და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის რომ, ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი, სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს.
– და, რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი – უბედურებად?
– ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე – კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელ–ნელა ორგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა.

მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა – ცისკართან ართად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო საშინლად აღელდა; ,,ეს რა უბედურებაა, სენაკი შებილწულია, ყველაფერი დამთავრდა, დავიღუპე!" ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან სპირტის ფლაკონს დაავლო ხელი, იატაკზე წამოაქცია და ცეცხლი წაუვიდა. „იატაკის დეზინფექცია!" ცოტაც და მთელი მონასტერი დაიწვებოდა.

სენაკის იატაკი კი დაწვა მან, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვები. არადა, სწორედ მათი დაწვა მართებდა, იმიტომ, რომ ბოროტება ზრახვებში იმალებოდა. კეთილი ზრახვები რომ აემუშავებინა, ბერი საკუთარ თავს ეტყოდა რომ, ქალი მის სენაქში ღვთისმოსაური განზრახვით შევიდა, კურთხევის, მონაზნური მადლის მისაღებად. ამით ეს ბერი სულიერად შეიცვლებოდა და განადიდებდა ღმერთს. 

ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხედვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდამიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩნიათ, მცდერი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასოდეს იფიქრებს.

ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: „ოჰ, ის პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე?!" იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს.

ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღასრულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩაიბურტყუნებს: „მთელი ღამე გამათენებინეს!" ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: – ას რა სიმღერებს გაჰკივიანო. 

გახსოვთ, როგორი დამოკიდებულებები გამოხატა ქრისტეს მიმართ ორმა მასთან ართად ჯვარცმულმა ავაზაკმა?! ორივემ იხილა ჯვარზე მიმსჭვალული ქრისტე, ორივე გრძნიბდა, როგორ შეიძრა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა! და ამ დროს რას იზრახავდა ერთი და რას – მეორე?! პირველი, რომელიც მის მარჯვნივ ეკიდა, გმობდა ქრისტეს და ამბობდა: „შენა თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა."

მეორე – მარჯვნივ ჯვარცმული – ამგვარად აღიარებდა: „ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა." პირველი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეორე კი – ცხონდა.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1120 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები