ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » გმობის ზრახვების შესახებ-როგორი ზრახვები ითვლება გმობად.
00:17
გმობის ზრახვების შესახებ-როგორი ზრახვები ითვლება გმობად.

– წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად.
– როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენსს სულიერ მოძღვართან დაკავშრებით და სხვა – ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.


– არც მოძღვართან?
– მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი:" გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთსმშობლის, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ." არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს – ეკლესიაშიც კი.

ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. " ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა – მარიგებდა ჩემი მოძღვარი – რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთნის, არამედ გარედანაა შემოსული".

მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცებლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამორბედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეტილსურნელება გამოდიოდა.

ერთხელ საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას, ეკვდერში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა " წმიდაო ღმერთო" წამოიწყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩუმი ხმით ავყევი მათ, უეცრად დავინახე, მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი ძაღლისთავიანი მხეცი.

ურჩხულმა შემომხედა და როდესაც ნახა, რომ "წმიდაო ღმერთოს" ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თათით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არა! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუემბე, "მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? – მომიგო მან – ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი?" 


– წმიდაო მამაო, ადამიანი ყოველითვის ხვდება, რომ მისი აზრი გმობაა?
– იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: " წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაშინაც კი ვწუხვარ, როდესაც ადამ იანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?" მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოაჩენენ.

ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს. გახსოვთ ის შემთხვევა, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი რომ მოგვითრობს? ერთხელ ეპისკოპოსმა ფორტუნატემ ეშმაკეული ქალისაგან არაწმიდა სული განდევნა, განდევნილმა ეშმაკმა გლახაკის სახე მიიღო, ქალაქში დაბრუნდა და ეპისკოპოს მხილება დაუწყო: "ამ შეუბრალებელმა განმაგდო მე!" – ყვიროდა იგი.

ერთმა ადამიანმა, რომელსაც ეს ყვირილი მოესმა, შეიბრალა "საბრალო:" – "რა უსამართლობა იყო შენი გაგდება! როგორ იკადრა ამის ჩადენა! აბა, წამოდი და ჩემს სახლში მიგიღებ." – ეშმაკი შევიდა მის სახლში და მალე მოითხოვა:– "კერას შეშა დაუმატე, თორემ გავიყინები." მასპინძელმა ცეცხლზე მსხვილი მორები დაამატა, როდესაც კარგად გახურდა, ეშმაკი სახლის პატრონის შვილში შევიდა. შეტევის დროს ეშმაკეული ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა. მაშინ მასპინძელი მიხვდა, ვინ განდევნა ეპისკოპოსმა. ფოპტუნატემ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეშმაკეულისაგან არაწმიდა სულს აძევებდა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1183 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები