ოთხშაბათი, 24.04.2024, 08:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » წესი 1. სინანულის შესახებ.
00:23
წესი 1. სინანულის შესახებ.

1. ღვთის მორწმუნეთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეინარჩუნონ, როგორც ამას იოანე და თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე ქადაგებდნენ, რადგან ახლანდელი შეუნანებელნი უფრო მკაცრ სამჯავროს დაექვემდებარებიან ვიდრე, სახარებამდე განჯილი.

ამიერთგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. (მათე4,17).
მაში იწყო იესო ყვედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქნეს უმრავლესნი ძალნი მისნი რამეთუ არა შეინანეს. ვაი შენდა, ქორაზინ, ვაი შენდა, ბედსაიდა! რამეთუ ტვიროსსა თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენს შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ძედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყვით თქვენ, რამეთუ ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყო დღესა მას სასჯელისასა ვიდრე თქვენ. (მათე11,20-22).

2. ჟამი მიწიერი ცხოვრებისა არის ჟამი სინანულისა და ცოდვებისგან გამოხსნისა. მომავალ საუკუნეში კი მოიწევა სამართლიანი სამსჯავრო მიგებისა.

იესოს სიტყვები: ხოლო რათა უწყოდით, რამეთუ ხელმწიფებაი აქვს ძესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა. (მარკოზი2,10). - ამინ გეტყვი თქვენ რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. კვლავად ამინ გატყვი თქვენ: უკეთუ ორნი თქვენგანი შეითქვნეს ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიც ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა (მათე18,18-19). - ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი; და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომისა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომისა სასჯელისასა. (იო.5,28-29).

მოციქული პავლეს სიტყვები: ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავსდებასა და სულგრძელებასა შეურაცხყოფ, ვერგიცნობიეს, რამეთუ სიტკბოება ღმრთისაი სინანულად მიგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებლობითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებასა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცსა საქმეთა მათაებრ.

(რომ.2,4-6). -რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმენ და აწ ამცნებს ყოველთა კაცსა ყოველსა ადგილსა შენანებად; ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულვების განკითხვაი სოფლისაი სიმართლით. (საქმე.17,30-31).

3. მონანულმა ცრემლებით უნდა განიბანონ ცოდვები და აღასრულონ ყოველივე, რაც შეეფერება წმინდა გულით სინანულს.

და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი იესოსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ ვიდრე ქათმის ხმობამდე სამ გზის უარ-მყო მე, და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. (მათე26,75).

მოციქული პავლეს სიტყვები: არამედ რომელმან-იგი ნუგეშინისცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩვენ ღმერთმან მოსვლასა მას ტიტესა. და არა ხოლო მოსვლითა მისითა, არამედ ნუგეშინის ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქვენ ზედა: მითხრობდა ჩვენ თქვენსა მას სურვილსა, თქვენსა მას გოდებას, თქვენსა მას შურსა ჩვენთვის, ვიდრეღა მე უფროისად განვიხარე.

რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქვენმან რავდენი შექმნა თქვენ სორის სწრაფვაი, რავდენი სიტყვის-გებაი, რავდენი შერისხვაი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, რავდენი შურის-გებაი, რავდენი მომადლებაი, გინა რავდელი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინეთ თავი თქვენი წმინდად საქმესა ამას. (2კორინთ.7,6.7.11).

4. მონანულთა ცხოვრებისათვის არ არის საკმარისი, ოდენ განშორება ცოდვათაგან, არამედ მათ მოეთხოვებათ ნაყოფი ღირსი სინანულისა.

დავითარცა იხილა მრავალნი ფარისეველი და სადუკეველნი მომავალნი ნათლის-ღებად მისგან ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთაო ვინ გიჩვენა თქვენ სილტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი; და ნუ ჰგონებთ და იტყვით თვისით: მამაი გვივის ჩვენ აბრჰაამი: რამეთუ გეტყვით თქვენ ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა, რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძევს. ყოველმან ხემან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაევდვას. (მათე3,7-10).

5. ამ ცხოვრებიდან გამოსვლის შემდგომ უკვე აღარარის დრო საქმეთა გამოსწორების, რამეთუ ღმერთმა თავისი სულგრძელებით ამ ქვეყნიური ცხოვრების მთელი დრო გამართლების მოსახვეჭად საჭირო ღვაწლისათვის განაწესა.

ქრისტეს სიყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი დაგანვიდეს მიგებებად სიძისა, ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნენ ბრძენნი, და ხუტნი სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა თანა.

და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადებაი იყო ვითარმედ: აჰა ესერა სიზე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისსა. მაშინ აღდგზეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი, ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩვენ ზეთისაგან თქვენისა, რამეთუ ლამპარნი ჩვენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმაგეყოს გუეყოს ჩვენ და თქვენ, არამედ უფროის-ღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქვენისა.

და ვითარცა წავიდეს იგინი საყიდლუად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხვანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო განგვიღე ჩვენ, ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მათე25,1-12). -იღუაწეთ შესვლად იწროისა მისგან კარისა; ხოლო გატყვი თქვენ: მრავალნი ეძიებდნენ შესვლად და ვერ უძლონ, ვინაითგან აღდგეს სახლისა უფალი და დახშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარისა და ეტყოდეთ უფალო, განგვიღე ჩვენ! მოგიგოს და გრქუას თქვენ: არა გიცნი თქვენ, ვინანი ხართ. (ლუკა13,24-25).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1123 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები