ხუთშაბათი, 25.04.2024, 16:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ.
00:28
წესი 2. ღვთისმსახურების შესახებ.

1. ადამიანს, რომელიც უცხო საქმეს ჩადის, აღარ ძალუძს ემსახუროს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: ვერვეს ხელ-ეწიფწბის ორთა უფალთა მონებად; ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხავაი იგი შეიყვაროს, ანუ ერთისაი მის თავს იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონისა. (მათე6,24).


მოციქულ პავლეს სიტყვები: ნუ ექმნებით თანა-მეუღლედ ურწმუნოთა მათ; რამეთუ რაი მოყვასობაი არს სამართლისაი და უსჯულოებისაი? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ მორწმუნესა ურწმუნოსა თანა. (2კორინთ6,14-16).

რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუეს ჩვენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკვუდა, ყოველნივე საქმე მოწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკვუდა, რაითა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყვნენ, არამედ მათთვის მომკვდრისა მის და აღდგომილისა.

ამისათვის ჩვენ ამიერითგან არღარავინ ვიცით ხორციელად რამეთუ დაღათუ ვცოდეთ ქრისტე ხორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით (2კორინთ5,14-16).

2.სახარებისეულ ცხოვრების გზას შედგომილმა, უწინარეს ყოვლისა თავი უნდა განიწმინდოს ყოველგვარი ხორციელი და სულიერი ბიწისაგან, რათა შემდგომ ამისა სათნო ეყოს ღმერთს, განმართლების სრულმყოფელ ღვაწლში.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმენდთ გარეშესა სამოსლისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავეს არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.

ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად იგი სამოსლისაი პაროფრისიდისაი რაითა იყოს გარეშეცა იგი წმიდა. (მათე23,25-26).
მოციქულ პავლეს სიტყვა: ესერა უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმინდეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთაისა და სულისა აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღმრთისაითა. (2კორინთ.7,1)

3. ვერ იქნება ქრისტეს მოწაფე ის, ვინც მიჯაჭვულია რაიმე მიწიერს, ან შეპყრობილია რაიმეთი, რაც ტუნდაც ოდნავ მაინც განაშორებს ღვთის მცნებებს.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროის ჩემსა, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. და რომელნან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა რა არს ჩემდა ღირს. (მათე16,37-38). -რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავვნ თავი თვისი აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. რამეთუ უკეთუ ვისმე უნდეს სული თვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის მან პოვოს იგი. (მათე16,24-25).

წესი 3. ღვთის სიყვარულის შესახებ.


1. ღვთის მოწმობით, უდიდესი მცნება სჯულში არის ღვთის სიყვარული მთელი გუილთ, მეორე კი - სიყვარული მოყვასის, როგორც საკუთარი თავის.

ხოლო იესომ ჰრქუა მას შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი და მეორე მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. (მათე22,37-39).

2. ვინც არ იცავს ქრისტეს მცნებებს, მას არ უყვარს ღმერთი და მაცხოვარი, ხოლო ნიშანი რვთისადმი სიყვარულისა არის ქრისტეს მცნებათა დაცვა დათმენა ვნებათა სიკვდილამდე.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე. ხოლო რომელსა უყუარდეს მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოვუცხადო მას თავი ჩემი. ხოლო რომელსა არ უყვარდე მე სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს. (იო.14,21-24).

უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყვარულსა ზედა მისსა. (იო.15,10).

წესი 4. ღვთის პატივისცემის შესახებ.


1. თაყვანს სცემს და განადიდებს უფალს ის, ვინც აღასრულებს ნებას მისას, ხოლო ვინც არღვევს მის კანონს, ის შეურაცხყოფს ღმერთს.

ქრისტეს სიტყვები: მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასულე, რომელიც მომეც მე, რაიცა ვყო (იო.17,4).- ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,16).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა გამოიცადოთ თქვენ უმჯობესი, რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბლკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებრად ღვთისა. (ფლპ.1,10-11). - რომელი სჯულითა იქადი, გარდასვლითა მაგით სჯულისაითა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? (რომ.2,23).

წესი 5. ურთიერთსიყვარულის შესახებ.


1. ყოველგვარი სიძულვილისაგან განწმედილს მტრებიც კი უნდა უყვარდეს, მეგობრებისსთვის კი, თუ გაჭირდა, სული დადოს ისეთივე სიყვარულით, როგორც აჩვენა ჩვენდამი ღმერთმა და მაცხოვარმა მისმა.

ქრისტეს სიტყვები: თქვენ გსმებნიათ:შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი (ლევ19,17.18) ხოლო მე გეტყვი თქვენ:გიყვარდეთ მტერნი თქვენნი აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმზლავრობენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ (მთ.5,43.44.48.) იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. - რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მისცა მას (იო.3,16) - რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებიდეთ ურთიერთას ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ. უფროსი ამისი სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იო.15, 12.13.). - და იყვენით ძე მადლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათვის და უკეთურთა. იყვენი თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს (ლკ.6,35.36).
პავლე მოციქული სიტყვა: ხოლო გამოაცხადა თვისი იგი სიყვარული ჩვენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩვენთვის მოკვდა (რომ5,8). - იყვენით უკუე მობაძავ ღრმთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა იგი (ეფ. 5,12.).

2. ნიშანი ქრისტეს მოწაფეობისა არის ურთიერთის ქრისტესმიერი სიყვარული.

ქრისტეს სიტყვები: ამით ცნან ყოველთა ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუიყუარებოდეთ ურთიერთას (იო.13,35)

3. ვინც რაიმე ზიანს აყენებს მოყვასს, ან შეურაცხყოფს მას მისი მცირედმორწმუნეობის გამო, წერილის სიტვითაც რომ იყოს დადასტურებული მისი ქმედება, მას ცხადია, არ გააჩნია მოყვასის სიყვარული.

პავლე მოციქულის სიტყვა: უკუათუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, არღარა სიყვარულით ხუალ, ნუ საჭმლითა შენითა მას წარწყმედ, რომლითვის ქრისტე მოკუდა (რომ.14,15).

4. ქრისტიანმა შეძლებისამებრ ყველა საშუალებით უნდა დაამშვიდოს ის, ვინც გაავებულია მასზე.

ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავთა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარცა ძმაი შენ გულძვი რაიმე არის შენთვის, დაუტევე შესაწირავი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მაშინ მივედ და შესწირე შესაწირავი შენი. (მთ.5,23.24).

პავლემოციქულის სიტყვა: მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩვენთა ვლოცავთ; (1კორ.4,12.13)

5. ქრისტეს მიერი სიყვარულით ზოგჯარ გულიც კი შეიძლება ატკინო მოყვასს, თუ კი ეს მისსივე კეთილდღეობას ემსახურება.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა და არავინ თქვენგანი მკითხავს მე, ვითარმედ ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაი გეტყოდე თქვენ მწუხარებამან აღავსნა გულნი თქვენნი. არამედ მე ჭეშმარიტს გატყვი თქვენ: უმჯობეს არს თქვენდა, რაითა მე წარვიდე; უკეთუ მე არა წავიდე, ნუგეშინის-მცემალი იგი არა მოვიდეს თქვენდა; (იო.16,5-7).

პავლე მოციოქულის სიტყვა: რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქვენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქვენ ჟამ ერთ. აწ მიხარის, არა თუ რომელნ შესწუხნით სინანულად და რამეთუ ღრმთისათვის შესწუხნით, რაითა არარაით იზღვივნეთ ჩვენგან (IIკორ.7,8.9).

წესი 6. რწმენის კადნიერი აღსარების შესახებ.


1. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი სწავლების აღიარება უნდა მოხდეს შიშისა და სირცხვილის გარეშე, გაბედულად.

ქრისტეს სიტყვები: რომელი გარქუ თქვენ ბნელსა შინა, თქვენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგაებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა (მთ.10,27.28.32.). - რომელსა სირცხვილი უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყვისა ჩემთა, ამისა ძემანცა კაცისამან არცხვინოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თვისითა და მამისაითა და წმიდათა ანგელოზთა თანა (ლკ.9,26).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ უკვე გრცხვენინ წამებაი იგი უფლისა ჩვენისა, ნუმცა მე, კრულ ესე მისი, არამედ თანა იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმთისათა, შენ უკვე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღვაწემან ქრისტე იესომან. (IIტიმ.18,2.3).

წესი 7. ღვთის მცნებათა შესრულების შესახებ.


1. თუკი ვინმე უფლის აღმსარებლად და მისი სწავლების მსმენელად წარმოაჩენს თავს, თუმცა მისი მცნების შესაბამისად არ იქცევა, ღვთის განსაკუთრებული განგებუებით სულიერი ნიჭიც კი რომ ჰქონდეს მიმადლებული, მაიჰც დასჯილია.

ქრისტეს სიტყვები: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალმან მრქუას მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო არა სახელითა შენითა ვწინასწარვმეტყველებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქვენ განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ.7,21-23).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაისა მეტყვი მე: უფალო, უფალო, და არა ჰყოფთრომელსა გეტყვი თქვენ? (ლკ.6,46)

ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოველსა საქმისა მიმართ კეთილსა გამოუცდელ (ტიტ.1,16)















კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1208 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები