პარასკევი, 29.03.2024, 03:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » წესი 8. 9.10.11.12.13.14.15.
00:32
წესი 8. 9.10.11.12.13.14.15.

წესი 8. წმ. წერილში ნათქვამის უეჭველობის შესახებ.


1. ყოვლად დაუშვებელია მერყეობა და ეჭვი ღვთის სიტყვებთან მიმართებაში, ადამიანური ბუნება საწინააღმდეგოსაც კი რომ ამტკიცებდეს, სიტყვა ღვთისა უნდა იქნეს მიღებული როგორც ყოვლად ძლიერი, უცილობელი ჭეშმარიტება. ამაშია სწორედ ღვაწლი რწმენისა.

და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო, სვლითა ზღვასა მას ზედა, ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღვასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქვეს ვითარცა საოცარი რაიმე არს და შიშისაგან ღაღადყვეს. მეყვსეულად ეტყოდა მათ და რქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუგეშინინ! მიუგო პეტრე და რქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდმოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოისა და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყოGდა თქუა: უფალო, მიხსენ მე! და მეყვსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? (მთ.14,25-31).
ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმედ ხელ-ეწიფების ამას მოცემად ხორცი თვისი ჭამად? ჰრქუა მას იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი, არ გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქვენთა. (იო.6,52.53)
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეესმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ, გიშვეს შენ ძე, და უწოდი მას სახელი მისი იოანე, და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასულ არს დღეთა მისთა, მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიე, წინაშე მდგომელი პირსა ღრმთისასა, დეა მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამას. და აჰა იყო დადუმებულ დ ავერ შემძლებელ სიტყვად ვიდრე დღემდე ყოფად ამისა, ამისთვის რამეთუ არა გრწმენეს სიტყვანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თვისა (ლკ.1,13.18-20).
პავლე მოციქულის სიტყვა: და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თვისი რამეთუ კნინღა მკუდარ იყვნეს ხორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, და მკუდარობაი იგი საშოისა სარაისი, ხოლო აღთქუმასა მას ღრმთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ გაძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაი ღმერთსა, და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქვა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთვისცა შეერაცხა მას სიმართლედ (რომ.4,19-22).

2. ვინც არ ერწმუნება უფალს მცირედში, ის, ცხადია მით უმეტესს, არ ირწმუნებს აღმატებულს.

უკეთუ ქვეყანისაი გითხარ თქვენ, და არა გწამს, ვითარ უკუე ზეცისაი გითხრა თქვენ გრწმენეს? (იონ.3,12). - სარწმუნოი იგი მცირესა ზედა მრავალსა ზედაცა სარწმუნოი არს: და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს მრავალსა ზედაცა ცრუ არს. (ლკ.16,10).

3. დაუშვებელია ღვთის მიერ განცხადებულის მიღება ან ურყოფა პირადი მოსაზრების საფუძველზე, უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა უფრო ღირებულია რწმენისათვის, ვიდრე პირადი მოსაზრებები.

მაშინ ჰრქუა მას იესო: თქვენ ყოველი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცნე მწემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ მე არა სადა დავბრკოლდე. ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობამდე, სამგზის უარ-მყო მე. (მთ.26,31.33.34).
და ვითარცა შემწუხრდა, ინახით იჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა და ვითარცა ჭამდეს იგინი ჰრქუა იესო: ამინ გეტყვი თქვენ: ერთმან თქვენგანმა მიმცეს მე. და იგინი შეწუხდეს ფრიად და იწყეს და კაცად-კაცადმან მათმან სიტყვად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? (მთ.26,20-22).
და იყო ხმაი მისსა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესულ არს პირსა ჩემსა. და მერე კვალად მეორედ ხმაი იყო მისსა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩს (საქმე.10,13-15).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ჩვენისა მის მხედრობისაი არა ხორცით არს, არამედ ძლიერ ღრმთისა მიერ დასარღვეველად ძნელოვანთა; გულის სიტყვათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღრმთისასა, და წარმოვსტყუვენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა (IIკორ.10,4.5).

წესი 9. ცოდნისა და ჩაძიების შესახებ.


1. არ შეიძლება უგულებელვყოთ ცოდნა იმისა, რაც ჩვენ გვეხება, არამედ ყურადღებით ვისმინოთ უფლის სწავლება, უნდა გულისხმავყოთ და აღვასრულოთ ნება მისი.

მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგვითარგმნე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო ჰრქუა მას: თქვენცა უგულისხმოვე ხართ? და არ გიცნობიეს, რამეთუ ყოველი რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. (მთ.15,15-18).

ქრისტეს სიტყვები: ყოველსა რომელსა ესმის სიტყვაი სასუფევლისაი და არა გულის-ხმა-ყოს მოვიდეს უკეთური და მისტაცის დათესილი იგი გულისაგან მისისა. ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა. ხოლო რომელი-იგი ქვეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს რომელმან სიტყვაი იგი ისმინა და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმან ასი, რომელმან სამეოცი, და რომელმან ოც და ათი (მთ.13,19.23)
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა, (იესო) და ეტყოდა მათ ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ: (მარკ.7,14)

წესი 10. ცოდვის ბოლო და ღვთის მცნების ბოლო.


1. ბოლო ცოდვისა - სიკვდილი.

ქრისტეს სიტყვები: რომელსა ჰრწმენეს ძე, აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღვთისაი დადგრომილ არს მის ზედა. (იონ.3,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ, ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა გრცხვენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკვდილი არს. რამეთუ საგზალი ცოდვილისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღრმთისაი-ცხოვრებაი საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. (რომ.6,20.21.23). - რამეთუ საწერტელ სიკვდილისა ცოდვაი, ხოლო ძალ ცოდვისა სჯული (Iკორ.15,56)

2. ბოლო ღვთის მცნებისა-მარადიული სიცოცხლე.

ქრისტეს სიტყვები: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ვინმე სიტყვაი ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე (იონ.8,51). - რამეთუ მე თავით თვისით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმენ მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაი, და უწყი, რამეთუ მცნებაი მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს (იონ.12,49.50)

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღრმთისა, და გაქუს ნაყოფი თქვენი სიწმიდედ, და აღსასრულსა - ცხოვრებაი საუკუნოი (რომ.6,22).

წესი 11. ღვთის სამსჯავროს, სასჯელის შიშისა და ღვთის წყალობის შესახებ.


1. არ უნდა იქნას აზრი ღვთის სამსჯავროს შესახებ უგულებელყოფილი, არამედ უნდა გვეშინოდეს მისი, თუმცა ზღვევა მყისვე არ ხდება.

ქრისტეს სიტყვები: და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკვლად. არმედ გეშინოდნენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწმედად გეჰენიასა შინა (მთ.10,28) - უკეთუ თქვას მონამან მან გულსა შინა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსვლად, და იწყოს გვემად მონათა და მხევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი დადვას ურწმუნოთა თანა (ლუკა.12,45.46) - აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14).
პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვინ გაცთუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისათვის მოიწევის რისხვაი ღვთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (ეფ.5,6)

2. ვინც შეიგნო პირველად ქმნილი ცოდვები და შენდობა მიიღო, თუ ხელახლა სცოდავს, თავს პირვანდელზე უფრო მძიმე მსჯავრს უმზადებს რისხვისა.

ქრისტეს სიტყვები: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იო.5,14)

3. როცა მავანთ ღვთის რისხვა ატყდებათ თავს, სხვები შიშით უნდა განისწავლონ.

მო-ვინმე-სრულ იყვნეს მის ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთვის, რომელთაი სისხლი პილატემ შეჰრია მსხვერპლთა მათთა. მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროის ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ. გეტყვი თქვენ: არა; არამედუკეთუ არ შეინანოთ, ეგრეთვე სახითა მოსწყდეთ. ანუ იგი, რომელ ათვრამეტთა ზედა სოლოამს გოდოლი დაეცა და მოსწყვიდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი, ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროის ყოველთა კაცთა, რომელნი მკვიდრ არიან იერუსალიმს? გატყვი თქვენ: არა; არმედ უკეთუ არა შეინანოთ, ყოველნი ეგრეტ წარსწყმდეთ. (ლუკა.13,1-5).
ვითარცა ესმნეს სიტყვანი ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარხდეს და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე (საქ.5,5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუცა ვდრტვინავთ, ვითარცა იგი მათგანი ვინმე დრტვინვიდეს და წარსწყმდეს მომსრველისა (რიც.21,6).
მისგან. ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღვრებოდ ჩვენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაი მოიწია. (Iკორ.10,10.11).

4. ხშირად მავანნი წარსული ბიწიერი ცხოვრების გამო სასჯელად წყვდიადის საქმეებს მიეცემა.

პავლე მოციქულის სიტყვა: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქვნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა. (რომ.1,28). - და ყოველთა საცთურითა სიცრუისათა წარწყმედულთა მათ შორის. რამეთუ, ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი, ამისთვის მოუვლინეს მას ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა რწმენეს მათ ტყუილისა. (IIთეს.2,10.11).

5. წყალობისაკენ ღმერთს ცოდვილთა სიმრავლე კი არ მიდრეკს, არამედ სათნო მყოფელი ღვთისა, იქნება ეს კაცი, თუ ქალი.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ მრავალნი ქვრივნი იყვნენ მათ დღეთა ელიასათა ისრაელსა შორის, ოდეს-იგი დაეხშა ცაი სამ წელ და ექვს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქვეყანასა. და არავის მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონიაისა, დედაკაცისა ქვრივისა (ლუკა.4,25.26)

პავლე მოციქულის სიტყვა: არა მნებავს უმეცრებაი თქვენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩვენნი ყოველნი ღრუბელსა ქვეშე იყვნეს და ყოველნი ზღვასა განხდეს. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა, და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; და ყოველთა იგივე სასმელი სულიეი სუეს, რამეთუ სუმდეს იგი სულიერისა მის კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. არამედ არა მრავალნი მათგანი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. (Iკორ.10,1-5).

წესი 12. იმის შესახებ, რომ არ უნდა ვეკამათოთ წმ. წერილს, არ მივდიოთ ადამიანურ გადმოცემებს და ვემორჩილებოდეთ ღვთის სიტყვას.


1. თუნდაც კეთილი და მოკრძალებული განწყობილებით წამომდგარი ყოველი შეპასუხება, შემპასუხებელს ღვთისაგან განაშორებს, ყოველი სიტყვა ღვთისა უნდა მიღებული იქნას სრული უეჭველობით.

და მოიღო წყალი შთასხია საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა მისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. და მოვიდა სვიმონ-პეტრესა ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბან ფერხთა ჩემთა? მიუგო იესო და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცან ამისა შემდგომად. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესო: უკუეთუ არა დაგბანნე სენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთან. (იო.13,5-8).

2. არ უნდა აჰყვე კაცობრივ გადმოცემებს, ის ღვთის მცნებებს დაგაშორებს.

მაშინ ჰკითხეს მას (იესოს) ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაისათვის მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღვრებისაებრ ხუცესთაისა, არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა? ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინასწარმეტყველმან თქვენ ორგულთათვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ ერი სეს ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღვრებასა კაცთასა. (ისაია 29,13). და დაგიტევებიეს მცნაბაი ღვთისაი და გიპყრიეს მოძღვრებაი კაცთაი. (მარკ.7,5-8).

3. შენი პირადი ნება არ უნადა უპირატესობდეს ღვთის ნებაზე, არამედ ყოველ საქმეში უნდა გამოიძიო, როგორია ნება ღვთისა, და აღასრულო იგი.

ქრისტეს სიტყვები: არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა მამისა ჩემისა მამისასა. (იო.5,30).
და დაიდგინა მუხლნი, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსვლად სასმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ! (ლუკა22,41.42).

პავლე მოციქული სიტყვა: რომელთა შინა და ჩვენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულითქმათა შინა ხორცთა ჩვენთასა, ვჰყოფდით ნებასა ხორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხვანი. (ეფ.2,3).

წესი 13. იმის შესახებ რომ არ უნდა ვმცონარებდეთ ღვთის სათნოყოფაში.


1. იცი რა, საშიშროება უმოქმედობისა არის ის რომ, მუდამ უნდა იფხიზლო და მზადყოფნაში იყო საღვთო საქმეთა აღსრულებისათვის.

ქრისტეს სიტყვები: იყვნედ წელნი თქვენნი მორტყმულ და სანთელნი თქვენნი აღნთებულ, და თქვენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსს თვისსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაითა ჟამსა მოვიდეს და ირეკოს, მეყვსეულად განუღონ მას. ნეტერ იყვნენ იგი მონანი, რომელთაი მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღვიძარენი, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხეს იგინი, წარმოუდგეს და დასხნეს იგინი და ჰმსახურებდეს მათ. დაღათუ მეორესა სახუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტერ იყვნენ იგინი. ხოლო ესემცა უწყით: უკეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღვიძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თვისისა. და თქვენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაი მოვიდეს. (ლუკა12,35-40).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჟამთა მათთვის და წელთა, ძმანო, არა გვიხმს მოწერად თქვენდა, რამეთუ თქვენ თვით გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი ეგრეთ მოიწევის. აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხვათა, არამედ მღვიზარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ. (Iთეს.5,1.2.6).

2. ღვთის სათნოყოფისათვის ყველა შემთხვევა მომარჯვებულად უნდა მიჩნიო.

ქრისტეს სიტყვები: და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; (იო.9,4).

პავლე მოციქულის სიტყვა: ვინაიცა, საყვარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მოსვლასა ჩემსა, არამედ აწ უფროისღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თვისსა ცხოვრებასა იქმოდეთ. (ფილპ.2,12).

წესი 14. იმის შესახებ რომ "ყველაფერს თავისი დრო აქვს”


1. ნურაფერს არევ ერთმანეთში შეუთავსებელს, ყოველ საქმეს თუ სიტყვას მარჯვე დრო უნდა მოეძებნოს.

მაშინ მოუხდეს მას (იესოს) მოწაფენი იოანესი და ეტყოდეს: რაისათვის ცვენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენნი შენნი არა იმარხავენ? ჰრქუა მათ იესო: ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიზე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიზე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. (მთ.9,14.15).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ. (გალ.4,31.5,1).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1105 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები