ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » წესი 15. სხვის დამსახურებაზე იმედის დამყარების ამაობაზე.
00:35
წესი 15. სხვის დამსახურებაზე იმედის დამყარების ამაობაზე.

 

1. ღვთისსათნო ხახლხთან მყოფი, რომელნიც არ იცვლიან აზრთა თავისებურებას, ვერავითარ სარგებელს იღებენ თავისთვის, თუმცა გარეგნულად თითქოს იმ ხალხივით ცხოვრობენ.

ქრისტეს სიტყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულწულთა, რომელთა აღიხუენს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იყვნენ ბრძენნი, და ხუთნი სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა...

შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მთ.25,1-5.11.12). - გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაუტეოს. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. და სადაცა ხორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს. (ლკ.17,34.35.37).

წესი 16. შინაგანი თვითგამოსწორების აუცილებლობის შესახებ.


1. ღვთისსათნო ხახლხთან მყოფი, რომელნიც არ იცვლიან აზრთა თავისებურებას, ვერავითარ სარგებელს იღებენ თავისთვის, თუმცა გარეგნულად თითქოს იმ ხალხივით ცხოვრობენ.

ქრისტეს სიტყვები: მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაი ათთა ქალწულწულთა, რომელთა აღიხუენს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იყვნენ ბრძენნი, და ხუთნი სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა... შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, არა გიცნი თქვენ. (მთ.25,1-5.11.12). - გეტყვი თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაუტეოს. ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს. და სადაცა ხორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს. (ლკ.17,34.35.37).

წესი 17. საკუთარი საქმეების დაწყობის შესახებ.


1. უნდა ააწყო შენი საქმეები, გამომდინერე იქიდან თუ როგორია დღევანდელი ცხოვრება, აუცილებელია გაითვალისწინო წმ. წერილის მაგალითები.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩვან და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არს ზაფხული; ეგრეცა თქვენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ რამეთუ ახლო არს, კართა ზედა. (მთ.24,32.33). - რაჟამს იხილოთ ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყვსეულად სთქვით, ვითარმედ წვიმაი მოაქუს, და არნ ეგრეტ. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქვით ვითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე. (ლუკა12,54.55).

პავლე მოციქულის სიტყვა: ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რომელთა ესხენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარცა არა ესხნეს. და რომელნი ტიროდიან ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არა აქუნდა. და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარვალნ ხათი ამის სოფლისაი. (Iკორ.7,29-31).

წესი 18. იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის მცნებები.


1. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, როგორც უფალმა ბრძანა, რადგან ვინც სცოდავს და არღვევს ამ მცნებებს, ის შესაძლოა გარეგნულად ასრულებდეს მას, თუმცაღა მაინც ვერ იყოს სანაქებო ღვთის თვალში.

ეტყოდა მასცა (იესო), რომელმან იგი ხადა მას: ოდეს Hყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამარხსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა და ნეტარ იყო, რამეთუ არარაი აქუს, რაიმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა (ლკ.14,12-14).

2. ღვთის მცნება არც კაცთმოთნეობით და არც სხვა უწმინდური განზრახვით, არამედ ერთადერთი მიზნით უნდა შესრულდეს, სათნო ეყო ღმერთს და განადიდო იგი.

ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით ქველი საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკეთუ არა, სასყიდელი არა გაქუს მამისა თქვენისაგან ზეცათაისა, ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნეს კაცთაგან, ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. (მთ.6,1-2).

3. უფლის მცნებები უნდა შესრულდეს სუფთა სიდისით და ღვთისა და კაცთა წინაშე კეთილი განწყობით, რადგან ვინც ამას არ იქმს, ის დაისჯება.

ქრისტეს სიტყვები: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პანაკისასა, ხოლო შინაგანი სავეს არია ნატაცებითა და არაწმიდებითა, ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასმელისაი და პაროფილისაი და პაროფსიდისაი, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. (მთ.23,25.26).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელი მისცემდეს უხვებით; (რომ.12,8). - ყოველსავე იქმოდეთ თვინიერ დრტვინვისა და გულის სიტყუათა. (ფილ.2,14). - ხოლო დასასრული მცნებისაი არს სიყვარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა. (Iტიმ.1,5). - და გაქუნდეს სარწმუნოებაი და კეთილი გონებაი, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცვივეს. (Iტიმ.1,19).

4. მცირედში გამოვლენილი კეთილსინდისიერებისათვის, სამართლიანი სამსჯავრო აღმატებულს მიაგებს.

ქრისტეს იგავთა სიტყვები: ”კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. (მთ.25,23.29).

ქრისტეს სიტყვები: უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნეთ, თქვენი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ? (ლკ.16,11.12).

5. ღვთის მცნებები უნდა შესრულდეს დაუცხრომელი გულმოდგინებით, სულ უფრო, მზარდი, განუწყვეტელი წარმატებით.

ქრისტეს სიტყვები: ნეტერ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის (მთ.5,6).

პავლე მოციქულის სიტყვა: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებელად საქებელად ღმრთისა. და უმრავლეს ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად (ფილ.1,11.14).

6. ღვთის მცნებები ისე უნდა შესრულდეს, რომ რამდენაც ძალუძს მის შემსრულებელს, იმდენად ნათლდებოდეს მის ირგვლივ ყველა და იდიდებოდეს ღმერთი.

ქრისტეს სიტყვები: თქვენ ხართ ნათელი სოფლისაი, ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღათიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა. ეგრეტ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. (მთ.5,14-16). - არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დაგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდნენ. (ლკ.8,16).

პავლე მოციქულის სიტყვა: რაითა იყვნეთ თქვენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღემდე ქრისტე იესოისა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაითა იესო ქრისტეს მიერ სადიდებლად და საქებლად ღმრთისა. (ფილ.1,10.11).

წესი 19. იმის შესახებ, რომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მცნების აღმასრულებელს და ასევე თუ რა მნიშვნელობა აქვს მცნებათა გარეგნულ აღსრულებას გულითადი განწყობის გარეშე.


1. არ უნდა იქნას დაბრკოლებული ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს, სულერთია, როგორ ახერხება ის ამას, ღვთის მცნების თუ პირადი მოსაზრების კვალდაკვალ, ღვთის ნების აღმსრულებელმა კი ყური არ უნდა ათხოვოს წინააღმდგომთ, თუნდაც რომ ძალიან ახლობლები იყვნენ ისინი, არამედ მოვალეა მტკიცედ დაიცვას მიღებული გადაწყვეტილება.

მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან; ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა? მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშვა მას. (მთ.3,13-15).

მიერითაგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ ჯერ-არს მის იერუსალიმად აღსვლაი და ფრიად ვნებაი მღვდელმთავართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა და მოკვლად და მესამესა დღესა აღდგომად. და მოუხდა მას პეტერე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე, ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედი ჩემგან სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. (მთ.16,21-23).

და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაითა ხელი დასდვას მათ, ხოლო მოწაფენი აყენებდნენ მათ, რომელნი-იგი მოჰგვრიდეს, ვითარცა იხილა იესო, შერისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი. (მარკ.10,13.14).

და ვიყოფოდეთ რაი მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინასწარმეტყველი, სახელით აგაბოს. და მოვიდა ჩვენდა და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერხნი და ხელნი მისნი და თქუა: ამას იტყვის სული წმიდაი: კაცისა რომლისაი არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთაისა. ხოლო ჩვენ ვიტარცა გვესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაითაიმცა არა აღვიდა იერუსალიმად, მაშინ მოგვიგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ, არა შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა მხოლოდ შეკვრად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის იესოისა. ვითარ-იგი ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუათ: ნებაი უფლისა იყავნ! (საქ.21,10-14).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელთა-იგი (იუდეველებმა) უფალი მოკლეს იესო და თვისნი წინასწარმეტყველნი და ჩვენ გამოგუდევნეს და ღმერთსა არა სათნო ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან და ჩვენ მაბრკოლებელ წარმართა მიმართ სიტყუად, რაითა ცხონდნენ, რაითა აღესრულნენ ცოდვანი მათნი მარადის, რამეთუ მოაწია მათ ზედა რისხვაი სრულიად. (Iთეს.2,15.16).

2. ვინც რწმენის გარეშე ასრულებს ღვთის მცნებას, მაგრამ გარეგნულად მაინც სიზუსტით იცავს უფლის სწავლებას, მას ეს არ უნდა აეკრძალოს, რადგან ის ამით არავის აყენებს ზიანს, მავანი მისგან იქნებ სარგებელსაც იღებენ, მა სკი უნდა ჩაენერგოს, რომ აუცილებელია იქონიოს მისი შესაფერისი აზრებიც.

ქრისტეს სიტყვები: ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულნი ჰყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან, ამინ გეტყვი შენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფიდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენა შენი, რასა იქმოდის მარჯვენა შენი, რაითა იყოს ქველის საქმე ფარულად, და მამაი შენი რომელი ხედვიდეს დაფარულთა, მიგაგოს შენ ცხადად. (მთ.6,2-4).

მიუგო მას იოანე და თქუა: მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩვენ არა შეგვიდგეს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შეგვიდგეს ჩვენ. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის სიტყუად ჩემდა. რამეთუ რომელი არა ჩვენდა მტერ არს, იგი ჩვენ კერძო არს. (მარკ.9,38-40).

პავლე მოციქულის სიტყვა: რომელნიმე შურით და ხდომით, რომელნიმე სათნოებისთვისცა ქრისტეს ქადაგებენ, რომელნიმე-იგი ხდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნათ კრულებათა ამათ ჩემთა, ხოლო რომელნიმე სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყვისგებად სახარებისა მის ვდგა მე. აწ უკუე რაი? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, ამისთვის მიხარის და მიხაროდისცა. (ფილ.1,15-18).






კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1091 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები