სამშაბათი, 23.04.2024, 22:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » წესი 25. უქმი სიტყვაობის შესახებ.
00:41
წესი 25. უქმი სიტყვაობის შესახებ.

1. არ უნდა წამოჭრა (უსარგებლო) კამათის აღმგზნები კითხვები.

პავლე მოციქულის სიტყვა: ამას მოახსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყვათა ლალვისათა არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ. ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ ჰშვნიან ლალვანი; (II ტიმ.2,14.23).

2. არ უნდა ვილაპარაკოთ ამაო სტყვები, რომელთაგან არავითარი სარგებელი არ არის, თუნდაც კეთილი ილაპარაკო არა რწმენიდან გამომდინარე შეურაცყოფაა სულისა წმიდისა.

ქრისტეს სიტყვები: ყოველი სიტყვაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა (მთ.12,36).

პავლე მოციქულის სიტყვა: ყოველი სიტყვაი უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაი-იგი იყოს კეთილ აღსაშენებლად სარწმუნოებისა სახმრისათვის, რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომელითაცა-იგი აღიბეჭდენით დღეთ გამოხსნისა (ეფ.4,29.30).


წესი 44. ქრისტეს უღლის შესახებ.


უღელი ქრისტესი ტკბილია და ტვირთი ქრისტესი მსუბუქი, რათა ინუგეშონ მოღვაწეებმა; ხოლო მძიმეა და ძნელი ყოველივე ის, რაც უცხოა სახარებისეული სწავლებისათვის.

ქრისტეს სიტყვები: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰქოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილი არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს (მთ. 11, 28-30).


წესი 59. ადამიანთა შორის პატივის შესახებ.


ქრისტიანი არ უნდა ეტრფოდეს ადამიანურ დიდებას და არ უნდა შეეჩვიოს დაუმსახურებელ პატივს, არამედ მოვალეა გონს მოიყვანოს ისინი, რომელნიც მას ასეთ პატივს მიაგებენ ან უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ეგების.

ქრისტეს სიტყვები: აჰა მო-ვინმე-უხდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი? ხოლო იესო ჰრქუა მას: რასა მეტყვი მე სახიერო? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოი ღმერთი (მთ. 19, 16.17).

ქრისტეს სიტყვები: დიდებაი კაცთაგან არა მოვიღო, ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძიებთ? (იო. 5, 41. 44). - ვაი თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაი შესაკრებელთა შორის და მოკითხვაი უბანთა ზედა (ლკ. 11, 43).

პავლე მოციქულის სიტყვა: არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა ამასვე გეტყოდი თქუენ? და აწ რომელი-იგი გისწავიეს და იცით გამოჩინებად იგი თვისსა მას ჟამსა (II თეს. 2, 5.6).
და იყო შესვლასა მას პეტრესა, მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ხერხთა მისთა და თაყვანის-სცა მას, ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ (საქ. 10, 25.26).
და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფეო და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერთ იგი ღაღადებდა: ღმრთისა ხმაი არს და არა კაცისაი. და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისათვის რამეთუ არა მისცა დიდებაი ღმერთსაი, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარხდეს (საქ. 12, 21-23).


წესი 63. განსაცდელში უშიშების შესახებ.


ქრისტიანმა, ღვთისადმი რწმენაშერყეულმა, არ უნდა დაკარგოს მხნეობა და სასო არ უნდა წარიკვეთოს განსაცდელში, არამედ უნდა იყოს გამბედავი, რადგან მასთან არის ღმერთი, კეთილად განწყობილი და ყოველგვარ განსაცდელში მისი გამაძლიერებელი, რადგან მასთან არის სულიწმინდა, მსწავლელი იმისაც კი, თუ რა სიტყვა მიუგოს წინააღმეგომთ.

ქრისტეს სიტყვები: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა.

ანუ არა ორი სირი ასაHHინინ მათგან, რომელთა მოსწყდსდსდსდდსდსრის განისყიდების? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქვენისა. ხოლო თქვენი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან (მთ. 10, 28-30).

- და ოდეს შეგიყვანენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ამუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწიოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ (ლკ. 12, 11.12).


და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაი დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასასა და ეძინა, და განაღვიძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წარვწყდებით? და აღდგა და შერისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა დადუმენ და პირი დაიყავ, და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი? (მარკ. 4, 37-40).


აღდგა მღვდელთ მოძღვარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაი სადუკეველთაი, აღივსეს შურითა. და დაასხეს ხელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალამდე. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე გამუხვნა კარნი საპყრობილესანი და გამოიყვანა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხოვრებისაითა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. (საქ. 5, 17-21).

პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხვა ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩუენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინის მკუდარნი.

რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვიტარმედ მერმეცა მისხნნეს (II კორ. 1,8-10).


წესი 75. მსახურების და ბატონების შესახებ.


1. მონა, ღვთის სადიდებლად, უნდა დაემორჩილოს თავის ხორციელ უფალს სრული კეთილგანწყობით და ყოველივეში, რითაც არ დაირღვევა მცნება ღვთისა.

პავლე მოციქულის სიტყვა: მონანი ერჩდით ხორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქვენისაითა, ვითარცა ქრისტესითა, ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითრცა კაც მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან (ეფეს. 6,5-8). - რავდენი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თვისნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შერაცხნედ, რაითა არა სახელი ღმრთისაი და მოძღურებაი ესე იგმოს. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან, არამედ უფროისად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმისა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ (ტიმ. 6,1.2). - მონანი თვისთა უფალთა დაემორჩილენედ და ყოველსა შინა სათნო იყვნედ, ნუ სიტყვის-მგებელ, ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებდედ კეთილსა, რაითა მოძღურებაი იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი შეამკონ ყოვლითავე (ტიტ. 2,9.10).

2. ბატონრბი, იხსენიებენ რა ჭეშმარიტ ბატონს უფალს, მისგან შეწყალების მიღების იმედით, როგორც მის მონანი, თვითონაც უნდა იყვნენ მოწყალენი თავისი მონების, დაქვემდებარებულების მიმართ, და ღვთის შიშით უნდა შეეწეოდენ მათ შემწყნარებლობით, უფლის მიბაძვით შესაძლებლობის ფარგლებში.

იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მისცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს, აღდგა სერობისა მისგან და სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი, და მოიღო წყალი და შთასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა. ... და ოდეს დაჰბანა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელლი თვისი და ინახ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13, 3-5; 12-15).

პავლე მოციქულის სიტყვა: ნუ თვალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითარცა კაცი მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითადად (ეფეს. 6,6).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1020 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები