პარასკევი, 19.04.2024, 11:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » "თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მოგეტევება, ღვთის მადლიც მოგეცემა".
00:56
"თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მოგეტევება, ღვთის მადლიც მოგეცემა".

წმიდათა ლოცვით მიტევებული ცოდვები.


წმინდა ბასილი დიდის სიცოცხლეში კესარიაში ერთი დედაკაცი ცხოვრობდა, წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი. იგი მრავალი ცოდვით იყო დაცემული, თუმცა ბასილი დიდის მიმართ ცხოველი რწმენა და რიდი ჰქონდა.

ერთ დღეს მან ქარტა (ეტრატი, ქაღალდი) აიღო, მასზე თავისი ცოდვები დაწერა და ბასილი დიდს გადასცა, თან ტიროდა და ამბობდა -"წმიდაო მამაო, ევედრე ღმერთს, აღხოცოს ჩემგან ყოველი ცოდვა, რომელიც აქ სწერია".

წმიდა ბასილმა ქარტა საკურთხეველზე დადო და ლოცვა აღავლინა. დედაკაცის სარწმუნოებით, წმიდანის ლოცვით და ღვთის კაცთმოყვარებით, ყველა ცოდვა მიეტევა ქალს, გარდა ერთისა, რომელიც უდიდესი იყო მის ცოდვათა შორის.

როდესაც ქალმა ქარტა გახსნა და ნახა, რომ ყველა ცოდვა მიტევებოდა, ერთის გარდა, ფეხთა ქვეშ ჩაუვარდა ბასილი დიდს და შეევედრა, ღვთისაგან ამ ცოდვის მიტევებაც ეთხოვა. წმიდანმა მიუგო: "ასულო, მან ვინც თავისი მოწყალებით მრავალი შენი ცოდვა აღხოცა, მასვე შეუძლია განაქარვოს ეს ერთიც, რამეთუ იგი არის ის, რომელმაც თავს იდვა ყოველი სოფლის ცოდვანი.

თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მოგეტევება, არამედ მადლიც მოგეცემა. ახლა კი, ასულო, წადი უდაბნოში, ურაჰაის მთაზე, სადაც მოღვაწეობს წმიდა კაცი, ღვთის მადლით სავსე, რომელსაც ეფრემი ჰქვია, გადაეცი მას ეს ქარტა და შეევედრე, ცოდვა მოგიტეოს".

როგორც კი ესმა ქალს ღმრთის წმიდანისაგან ეს სიტყვები, სასწრაფოდ წმიდა ეფრემისაკენ გაემართა და იგი თავის სენაკში იპოვა. ღოდესაც წმიდა ეფრემმა კარებზე კაკუნი გაიგონა, სულიწმიდით იგრძნო ქალის მდგომარეობა და გასძახა: "განვედი ჩემგან, ჰოი დედაკაცო, რამეთუ მე ვარ კაცი ცოდვილი".

დედაკაცმა მას ტირილით მოახსენა, რომ მასთან ბასილი დიდმა გამოგზავნა, რათა ევდროს ღმერთს, აღხოცოს მისგან ერთი ცოდვა და თხოვა: ,,ნუ დაგიმძიმდება, ევედრო ღმერთს ჩემი ცოდვის მიტევებისთვის". 

წმიდანმა უპასუხა, "არა, ასულო, ის, ვინც შეძლო შენთვის მრავალი ცოდვა ჩამოეშორებინა, მასვე შეუძლია ერთის მიტევებაც" და აკურთხა იგი, სასწრაფოდ, კესარიაში, ბასილი დიდთან დაბრუნებულიყო. კესარიაში მობრუნებულმა ქალმა იხილა, რომ ბასილი დიდი გარდაცვლილიყო და მარხავდნენ. 

დედაკაცმა ხმამაღლა გოდება დაიწყო, მიწაზე გორავდა და წმიდანს, როგორც ცოცხალს, საყვედურობდა: "ვაი მე, ვაი მე, მონაო ღმრთისაო, რისთვის მიმავლინე უდაბნოში, განა იმისთვის, რომ უკან ცარიელი გამოვბრუნებულიყავი? ღმერთმა გადმოგვხედოს და განგვსაჯოს ორივე, რადგან შეგეძლო ჩემთვის გელოცა, ცოდვა მოგეტევებინა და ასე არ მოიქეცი". აიღო ქარტა, დააგდო წმიდანის სარეცელზე და ირგვლივ მყოფებთან ხმამაღლა დაიწყო წმიდანის საქციელის თხრობა.

ამ დროს ერთმა მღვდელთაგანმა ქარტის გახსნა გადაწყვიტა, რათა გაეგო, რა ცოდვა ჰქონდა მას ასეთი დიდი. როცა ქარტა გახსნა, მასში ვერანაირი ნაწერის კვალი ვერ იპოვა. მაშინ უთხრა დედაკაცს, რომ ქარტა სუფთა იყო.

ეს სასწაული წმინდა ბასილისა და ნეტარი ეფრემ ასურის ლოცვით და ასევე დედაკაცის კეთილი სარწმუნოებით (რის გამოც მას ღმერთმა ყოველი ცოდვა მიუტევა) აღესრულა იმისთვის, რომ ყოველს სცოდნოდა ღვთის ძალის მოქმედება მის წმიდანთა შორის.



"ცხორებაი და განგებაი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი"

წმინდა ეფრემ ასური


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1096 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები