პარასკევი, 19.04.2024, 00:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » რომანოვები.
16:11
რომანოვები.

რომანოვი (რუს. Романов) ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია. რომანოვების დინასტიის წინაპრად ითვლება ანდრია ივანეს ძე კობილა, XIV საუკუნის მოსკოველი ბოიარი. XVI საუკუნიდან იწოდებოდნენ კოშკინებად, შემდეგ ზახარინებად.

ამ უკანასკნელთა აღზევება დაიწყო მას შემდეგ რაც ივანე IV დაქორწინდა ანასტასია რომანის ასულ ზახარინაზე. რომანოვების გვარს დასაბამი მისცა ნიკიტა რომანის ძემ, რომლის შვილიშვილი მიხეილ თედორეს ძე (1613-1645 წწ.) ავიდა მოსკოვის სამეფო ტახტზე. 1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს.

მეფეთა სია.


მეფე მმართველობის
წლები
მიხეილ I 1613-1645
ალექსეი I 1645-1676
თედორე III 1676-1682
პეტრე I დიდი 1682-1721.

იმპერატორების სია.


იმპერატორი მმართველობის
წლები
პეტრე I დიდი 1721-1725.
ეკატერინე I 1725-1727.
პეტრე II 1727-1730.
ანა 1730-1740.
ივანე VI 1740-1741.
ელისაბედი 1741-1761.
პეტრე III 1761.
ეკატერინე II 1762-1796.
პავლე I 1796-1801.
ალექსანდრე I 1801-1825.
ნიკოლოზ I 1825-1855.
ალექსანდრე II 1855-1881.
ალექსანდრე III 1881-1894.
ნიკოლოზ II 1894-1917.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1110 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები