პარასკევი, 19.04.2024, 22:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » კულტი .
01:34
კულტი .

ჰერაკლეს კულტი გავრცელებული იყო როგორც საბერძნეთში, ასევე რომში. ჰერაკლე ითვლებოდა პალესტრების და გიმნაზიების მფარველად. სიკიონში გმირის პატივსაცემად იმართებოდა დღესასწაულები – ჰერაკლიები. მსგავსი დღესასწაულები აგრეთვე იმართებოდა თებეში, კოსოსზე და მენდოსზე. ჰერაკლეს წმინდა მცენარედ ითვლებოდა ოქროსფერი ალვის ხე, ზეთის ხილი და სურო. მასვე სწირავდნენ ცხელ სამკურნალო წყლებს.

როგორც ჩანს, ჰერაკლე თავდაპირველად დორიელთა გმირი იყო. როდესაც დორიელებმა პელოპონესი დაიპყრეს, იგი არგოსელი პერსევსის შთამომავლად გამოაცხადეს, რათა ომით მოპოვებული ქვეყანა თავიანთ კანონიერ სამფლობელოდ ჩაეთვალათ.

იტალიაში ჰერაკლეს კულტი ბერძენმა კოლონიზატორებმა შეიტანეს და ჰერკულესი უწოდეს. აგრეთვე გმირს მიაწერეს ახალი გმირობები, რომლებიც მან თითქოს იტალიაში ჩაიდინა. ჰერაკლემ აკრძალა ადამიანების მსხვერპლად შეწირვის საბინიური ჩვეულება. გაავრცელა ცეცხლთაყვანისმცემლობა. მრავალი რომაული პატრიციელთა გვარი ჰერაკლეს თავის წინაპრად მიიჩნევდა. ჰერაკლე შემდეგ მუზათა წინამძღოლადაც აღიარეს.

ხელოვნებაში ჰერაკლე უმეტესად გამოისახებოდა ბავშვად, რომელიც ახრჩობდა ჰერას მიერ მიგზავნილ გველებს. გამოისახებოდა აგრეთვე ძლიერ მამაკაცად ლირათი ხელში, რომელიც ისვენებს მძიმე თავგადასავლების შემდეგ. მითები ჰერაკლეს შესახებ გამოიყენეს სოფოკლემ, ევრიპიდემ და სხვებმა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1033 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები