პარასკევი, 29.03.2024, 08:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » გრიგოლ რობაქიძე: “აკაკი და ილია”.
14:10
გრიგოლ რობაქიძე: “აკაკი და ილია”.

                  

აკაკი და ილია

(ნაწყვეტი)

აკაკისა და ილიას დაპირისპირება მეტად ძნელია. მათი მხატვრული ბუნება სულ სხვა და სხვაა.

აკაკი მსუბუქია, ილია – მძიმე. აკაკი დაჰქროლავს; ილია მძიმედ მიიმართვის. აკაკი სჩქეფს; ილია დუღს, აკაკი ჰქმნის და არ ცდილობს; ილია ცდილობს და ჰქმნის. აკაკიმ არ იცის და სთხზავს, ილია სთხზავს და იცის. აკაკი შეჰქმნის და მიზანს მერე იხილავს; ილია ჯერ მიზანს ხედავს და მერე შეჰქმნის. აკაკი უფრო ბუნებრივია; ილია უფრო "ხელოვნურია”. იქ, სადაც აკაკი სულს შეუბერავს და წააქცევს, ილიას ძლიერი მოქნევა სჭირდება.

აქედან გამოდის მათი პოეტური შემოქმედების განსხვავებაც, აკაკის ლექსში სიმბოლო და აზრი თითქმის ერთი და იგივეა: აქ შინაარსის გამოყოფა ფორმისაგან შეუძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე განუყრელ არიან, ხოლო სხვავდებიან კი. ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ვერ ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: აქ მხოლოდ ლამაზი ფორმაა, შინაარსი კი ცოტააო.

ილიას ლექსი სხვაა, სიმბოლო და აზრი აქ ერთი და იგივე არ არიან: ფორმისა და შინაარსის გაყოფა აქ შესაძლებელია, მის პოეზიაში იდეა და სახე არა თუ სხვავდებიან მარტო, კიდეც განიყოფებიან, ხშირად დაუკვირვებელი მკითხველი, როცა აზრს ხედავს ფორმისაგან გამოყოფილს, ფიქრობს: თუმც ფორმა არ არის აქ სავსებით ლამაზი, მაგიერ აქ ღრმა აზრიაო.

ნამდვილად კი მათი ლექსი ამგვარია:

იმ დროს, როცა აკაკიმ აზრი ფორმაში გაადიდა და მით იდეა და სახე განუყრელ, მაგრამ განსხვავებულ ჰქმნა, – ილიამ აზრი ფორმაში ასე ღრმად ვერ ჩამოასხა და მით იდეა და სახე განსხვავებულ ჰქმნა, მაგრამ განუყრელი ვერა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1176 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები