ოთხშაბათი, 24.04.2024, 14:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ვისაც ფსიქიკა ვერ აქვს წესრიგში, სურათის ნახვა სახიფათოა!ვისაც ფსიქიკა ვერ აქვს წესრიგში, სურათის ნახვა სახიფათოა!
17:24
ვისაც ფსიქიკა ვერ აქვს წესრიგში, სურათის ნახვა სახიფათოა!ვისაც ფსიქიკა ვერ აქვს წესრიგში, სურათის ნახვა სახიფათოა!

სურათი დახატა ბილ სტონჰანმა (Bill Stoneham). სკანდალი ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ დაიწყო. ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები სურათის ნახვის შემდეგ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას იწყებდნენ ტირილს და ა.შ
ყველაფერი 1972 წელს დაიწყო, როცა ბილ სტონჰანმა ძველი ფოტოსურათიდან დახატა სურათი. ფოტო, სადაც იგი 5 წლის ასაკში იყო გადაღებული, შემთხვევით იპოვა ჩიკაგოში, სახლში სადაც მან ბავშვობა გაატარა.


მან სურათი პირველად ჟურნალ ლოს ანჟელეს ტაიმის მფლობელს და ხელოვნებათმცოდნეს ანახა, რომელიც სურათის ნახვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შესაძლოა ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა, ან შემთხვევითობა იყო.

შემდეგ სურათი შეიძინა მსახიობმა ჯონ მარლიმ (გარდაიცვალა 1984 წელს). სურათი შემთხვევით იპოვეს ნაგავსაყრელში. მპოვნელმა სურათი სახლში წაიღო და პირველსავე ღამეს 4 წლის პატარა გოგონა საშინელი ტირილით გამოვარდა საძინებელი ოთახიდან და ამტკიცებდა რომ სურათზე გამოსახული ბავშვები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. იგივე განმეორდა მეორე ღამითაც, ოღონდ ეხლა ბავშვი ამბობდა რომ გოგო და ბიჭი კარების უკან იყვნენ დამალულები. ამის შემდეგ ოჯახის უფროსმა ვიდეოკამერა დააყენა, რომელიც მხოლოდ მოძრაობაზე რეაგირებდა, ვიდეოკამერა რამოდენიმეჯერ ამუშავდა.


ოჯახმა სურათის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და სურათი გასაყიდად eBay-ს აუქციონზე გაიტანა. მალე eBay-ის აუქციონის ადმინისტრატორის სახელზე დაიწყო საგანგაშო წერილების მოსვლა. წერილებში მნახველები იტყობინებოდნენ, რომ ცუდად ხდებოდნენ,კარგავდნენ გონებას, ამიტომ სურათის წინ დადეს გაფრთხილება: "გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანებისათვის სურათის ნახვა არ არის რეკომენდირებული”. მაგრამ ადამიანის ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე სურათს უფრო მეტი მნახველი გამოუჩნდა, საბოლოდ იგი გაიყიდა 1025 USD, როცა საწყისი ფასი 199$ იყო.


სურათი 30000-ჯერ ინახა, ძირითადად ინტერესის გამო. იგი შეიძინა კიმ სმიტმა. სმიტს ჩიკაგოს სიახლოვეს ახალი დამთავრებული ქონდა სამხატვრო სახელოსნოს რემონტი და სურდა კედელზე ჩამოეკიდა რამე ძველი სურათი, რომელიც ძალიან მოუხდებოდა სამუშაო ოთახს. მალე სმიტის სახელზე დაიწყო იგივე შინაარსის წერილებს მოსვლა.

ადამიანები წერდნენ, რომ ცუდად ხდებოდნენ, ზოგი სურათიდან გადმოსულ ცუდ აურაზე საუბრობდა,ზოგი კი პირდაპირ დაწვას სთავაზობდა. სმიტს დახმარება ცნობილმა მაგებმა ედ და ლორე უორენებმაც შესთავაზეს.

მათვე გაიხსენეს და-ძმის ცნობილი მკვლელობა კალიფორნიის ტყეში, როგორც ამბობდნენ: მათი სულები ხშირად სტუმრობდნენ ძველ მიტოვებულ სახლს გორაზე. თანაც გარეგნობით და-ძმა ძალიან გავდა სურათზე გამოსახულ გოგოს და ბიჭს.
შესაძლოა, ყველაფრის მიზეზი სურათზე გამოსახული ბიჭის პროპორციის შეუთავსებლობაა. ბიჭის თავი გრძელია, გეგონება სახეზე ნიღაბი აქვს დადებული. ბიჭი გეგონება მაღალია და კარები კი უზარმაზარი, მისი ხელებიც და ფეხებიც საკმაოდ უცნაურია. ყველაფერი ეს კი შიშის შეგრძნებას იწვევს.


სურათი კარგად აღსაქმელად უმჯობესია თავად სურათის მხატვარზე იფიქრო, რადგან მხატვარმა სურათზე საკუთარი თავი გამოსახა.
დგახარ დაკეტილ კართან, მწველი მზეა გარეთ, გსურს შინ შესვლა, მაგრამ არ გიშვებენ კარებში და ტირილი გინდა. მაგრამ უკვე ბავშვი აღარ ხარ და ვერ იტირებ. გოგონა ერთადერთი მეგზურია ამ კარს მიღმა, თუმცა თოჯინასავითაა, მაგრამ თვალები არ აქვს, თუმცა გოგონამ იცის სად უნდა წავიდეს, რადგან იგი იმ სამყაროს ბინადარია. ის გაგიკვალავთ გზას და ხელები ვერ შეგეხებიან თქვენ.


ქუჩა ეს სიზმარია, სახლი – ჩვენი სამყარო. კარები ზღვარია ცხადსა და სიზმარს შორის, ბავშვები შეშინებულები არიან, განსაკუთრებით ბიჭი, მაგრამ არ იმჩნევს ამას, გოგონას კი არ შეიძლება ეშინოდეს, რადგან მას ხომ გრძნობა არ გააჩნია, მაგრამ ორივემ კარგად იცის, რომ ხელები მათ ვერ მისწვდებიან, მაგრამ მაინც ეშინიათ. თუნდაც მოულოდნელობის, ვაი თუ……


მრავალთა აზრით, სურათის მისტიციზმი დაკავშირებულია მწირ და დამთრგუნველ ფერებთან: შხამიანი და ცივი ფერები. ბავშებსაც გაშეშებული სახეები აქვთ. სათამაშოს, ან რობოტს ჰგვანან. ბიჭის სახე ლუციფერულიააა. ცივი ფერები, გაყინული ბასრი მზერა, შუქ-ჩრდილი – გარკვეულ მისტიციზმს სძენს სურათს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1199 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები