პარასკევი, 29.03.2024, 09:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » საქართველო – ამირანის ქვეყანა (საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან).
19:58
საქართველო – ამირანის ქვეყანა (საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან).

დომინიკ ირტენკაუფი – Dominik Irtenkauf.


საქართველო – ამირანის ქვეყანა

საუბარი დომინიკ ირტენკაუფთან

– თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.

– დავიბადე 1979 წელს შვაბიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გადავედი ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ მიუნსტერში.

იქაურ უნივერსიტეტში დავიწყე გერმანისტიკის, კომპარატისტიკის (ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის) და ფილოსოფიის შესწავლა. მაგისტრის წოდება მივიღე 2006 წელს. უნივერსიტეტში სწავლის წლები დავუთმე ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობას. მაინტერესებდა, პირველ რიგში, ხელოვნების თეორია, პოეტოლოგია და ერეüიკული რელიგიური მიმდინარეობანი.

სკოლიდან მოყოლებული მიზიდავდა ისეთი მითოსური თუ ისტორიული ფიგურები, რომელთაც მსოფლიო ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, ცუდი სახელი აქვთ და ამა თუ იმ მიზეზის გამო სიმპათიას არ იწვევენ. ლიტერატურის სფეროში ეს გამოიხატა კლასიკურ მოტივების დამუშავებით, სწავლის დასრულების შემდეგ კი ამას უკვე მეცნიერული შესწავლაც დაემატა.

მაგალითად, კანონიზებული ლიტერატურისა და მსოფლიოს მრავალი დიდი მწერლის კვალად მეც მაღელვებს, თუ რატომ ითვლება ეშმაკი ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბოროტ საწყისად. იმთავითვე „ცუდი კაცი" იყო და მოგვიანებით აქციეს განტევების ვაცად? ამ საქმიანობის პროცესში მუდამ ვაცნობიერებ, რომ ცნობილისა და ჯერაც უცნობის ზღვარზე ვდგავარ.

თუკი ვეცდები და ჩავუღრმავდები, იმედი მაქვს, გამოვარკვევ, თუ რატომ ეკუთვნიან ამგვარი ძალზე მნიშვნელოვანი მითოსური სახეები გაკიცხულთა ანდა მივიწყებულთა რიცხვს. სწორედ ამ იდეითაა განპირობებული საქართველოსთან დაკავშირებული ჩემი პროექტიც: რატომ არ გვხვდება ამირანი არც ერთ სხვა მითოლოგიაში, გარდა ქართულისა, ანდა რატომ არც ერთ დიდ ქართველ მწერალს არ შეუქმნია რომანი ამირანის შესახებ?

ამის მიზეზი ამირანის ხასიათში უნდა ვეძიოთ თუ დღევანდელობის გარემოებებში? ამჟამად ვემზადები დისერტაციის დასაცავად გერმანული ფილოლოგიის დარგში და, ამავე დროს, თავისუფალი ავტორის სტატუსით ვთანამშრომლობ რამდენიმე გამომცემლობასა და სამეცნიერო ჟურნალთან.

– ამჟამად თბილისში იმყოფებით, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტიპენდიატი. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას
თქვენი საქმიანობისათვის? რა პირობებს ითვალისწინებს ეს სტიპენდია და ამჟამად რა ეტაპზეა თქვენი მუშაობა ამ მიმართულებით?

– ჩემთვის ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. სამინისტროს მოწვევა ჩემი ლიტერატურული საქმიანობის აღიარებას ნიშნავს. სტიპენდია „მუზა-საქართველო" ითვალისწინებს, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ 6-9 თვეში რომელიმე გერმანულ გამომცემლობას ხელნაწერის სახით უნდა წარვუდგინო წიგნი, რომელშიც ასახული იქნება საქართველოზე ჩემი შთაბეჭდილებები და აქ ცხოვრებისას მიღებული გამოცდილება.

იმ სამი თვის განმალობაში, რაც თბილისში ვცხოვრობ, უკვე შევიმუშავე ლიტერატურული კონცეფციის დიდი ნაწილი, ამაში დიდად დამეხმარა ის, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობდი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან. ეს მხატვრული ნაწარმოები იქნება, მაგრამ, ამავე დროს, მასში მეცნიერული გამოკლევაც.

უკვე მოგახსენეთ, რომ კომპარატისტიკას ვსწავლობდი და ამ სფეროში მიღებულ ცოდნას ახლა ქართული და გერმანული ლიტერატურული კონცეფციების ურთიერთშედარებისას ვიყენებ. მათ შორის არსებობს მრავალი განსხვავება, მაგრამ მრავალი მსგავსებაც. ქართულ ლიტერატურაში ყოველ ნაბიჯზე ვხვდები იმ მკვეთრ მითოლოგიურ ხაზს, რომელიც მსჭვალავს როგორც ისტორიულ, ასევე თანამედოვე თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს. თვალშისაცემია, რომ ისეთი ქართველი კლასიკოსები, როგორიცაა კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე თუ გრიგოლ რობაქიძე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარი ქვეყნის მრავალათასწლოვან ტრადიციას.

გერმანიაში უფრო მეტი მოთხოვნაა ისეთ ლიტერატურაზე, რომელიც დოკუმენტალურად, თითქმის ფოტოგრაფიულად ასახავს სინამდვილეს და მითოსისათვის ადგილს აღარ ტოვებს. თემას ცოტათი გადავუხვიე და ამისათვის ბოდიშს გიხდით. სტიპენდიით გათვალისწინებული მუშაობა კარგად მიდის, ოღონდაც, – ეს, როგორც ჩანს, დღევანდელი ქართული სინამდვილის თავისებურებაა, – ყოველ ნაბიჯზე ბიუროკატიულ შეფერხებებს ვაწყდები.

ასევე გამაკვირვა იმან, რომ ქართულ ოფიციალურ პრესას „მუზა-საქართველოს" სტიპენდიის ფარგლებში მიმდინარე ჩემი საქმიანობის მიმართ არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია. მხოლოდ ლიტერატურული პრესის წარმომადგენლებმა მოიცალეს იმისათვის, რომ გამსაუბრებოდნენ. არ მსურს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა, მაგრამ ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ქართული მედია დღეს ძირითადად პოლიტიკასა და სკანდალებზეა, მას არ აინტერესებს მავანი გერმანელი, რომელიც ქართულ მითოლოგიაშია.

– ხომ არ გამოქვეყნებულა საქართველოს შესახებ თქვენი წიგნის ესა თუ ის ფრაგმენტი აქ ან გერმანიაში?

– ჯერ არა, წიგნი დასრულებული სახით ჯერ რომელიმე გერმანულმა გამომცემლობამ უნდა დასტამბოს (დღეისათვის სამი გამომცემლობაა ჩემი პროექტით დაინტერესებული), შემდეგ კი – ეს სტიპენდიის აუცილებელი მოთხოვნაა – ქართულ ენაზეú ითარგმნოს და თქვენს ქვეყანაშიც გამოიცეს.

როგორც ვთქვი, ეს სანახევროდ ევროპული და ქართული მითოლოგიის კვლევაა, სანახევროდ კი საქართველოში გატარებული 2007 წლის ზაფხულის შთაბეჭდილებები.

გარდა ამისა, იდეა, წიგნისაგან დამოუკიდებლად დავწერო სამეცნიერო ნაშრომი ამირანის მითოსის შესახებ. გერმანიაში ჩემი წიგნი სავარაუდოდ 2008 წლის გაზაფხულზე გამოვა, ასე რომ, ქართველ მკითხველს მასთან გასაცნობად კიდევ ცოტა ხანს მოუწევს ლოდინი.

– რატომ მაინც და მაინც საქართველო? აქ რომ ჩამოდიოდით, გქონდათ თუ არა უკვე რაიმე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, თუ მან სწორედ თავისი სიუცხოვით მოგიზიდათ?

– საქართველო მიუნსტერში შეძენილმა ორმა მეგობარმა გამაცნო. ერთ-ერთი დათო ბარბაქაძეა, რომელიც ბევრს აკეთებს ევროპაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის, მეორე კი პიანისტი ეკა ხვედელიძე გახლავთ.

ბატონი ბარბაქაძე ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა მიუნსტერის უნივერსიტეტში ფილოსოფიას ვსწავლობდი და სწორედ მან შემატყობინა ამ სტიპენდიაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

გამოგიტყდებით, მანამდე ძალზე ცოტა რამ ვიცოდი თქვენი ქვეყნის შესახებ და არავითარი წარმოდგენა არ მის მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებზე. მოგზაურობის წინ მოვიპოვე გარკვეული ინფორმაცია და 2006 წლის ივლისში დავამუშავე სტიპენდიის მისაღებად აუცილებელი საკონკურსო თემა, რომელიც საინტერესო უნდა იყოს როგორც ქართველი, ისე გერმანელი მკითხველისათვის: საქართველოს კავშირი ევროპასთან მითოლოგიის გზით. ასე თანდათან გავიცანი საქართველო და ამ ახალმა გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ შემძინა.

– უშუალოდ აქ ყოფნისïì რა შთაბეჭდილება შეგექმნათ საქართველოზე? პირველ რიგში რა იყო თვალშისაცემი?

– უპირველეს ყოვლისა, თვალში მეცა გადატვირთული საგზაო მოძრაობა დედაქალაქის ქუჩებში. ძველი უბნის ვიწრო შუკები, რომლებმაც აღმოსავლეთი მომაგონა. მაღალი ტემპერატურა აგვისტოში. სრულიად განსხვავებული დროის შეგრძნება: ვგულისხმობ, რომ ხშირად რაღაც საქმეს აქ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გერმანიაში. ასევე რიგითი ადამიანების კეთილგანწყობა და დახმარებისათვის მზაყოფნა, მაგალითად, მაღაზიაში: მე ხომ არც ქართული ვიცი, არც რუსული და ეს ხშირად პრობლემებს მიქმნის.

ზოგი რამ, რასაც ვაწყდები, ნაკლებად მომწონს: თუნდაც ევროპული საქონლის ასეთი მოძალება. რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე ერთი მეორის მიყოლებით იხსნება ახალი მაღაზიები: ბენეტონი, ემპორიო არმანი, ლევისი, ლაკოსტა და სხვა ცნობილი ფირმები. გერმანიაში ეს ფირმები არავითარ როლს არ თამაშობს, ისინი არაფერს გვეუბნება იმ ადამიანთა სულზე, რომლებიც ამ ტანისამოსს ატარებენ.

შვეიცარიელმა მწერალმა გოტფრიდ კელერმა ერთ-ერთი თავისი ნაწარმოების სათაურში ირონიულად გამოიყენა ცნობილი გამოთქმა: ტანისამოსი ქმნის ადამიანს. არ ვიცი, მაქვს თუ არა ამგვარი განსჯის უფლება, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ქართველ სკოლის მოწაფეებს ძვირფასი „ძონძებით" მოაქვთ თავი, ისინი ჩემში სიბრალულს იწვევენ.

იმიტომ, რომ, თუკი მართლა სურთ ევროპას მიუახლოვნენ, ევროპული ყიდვას ურჩევნიათ ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ისწავლონ. თუკი საქართველო არ დაამყარებს შინაგან კავშირს ევროპის ენებსა და კულტურებთან, მაშინ ის ევროკავშირში შესვლის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ბაზრის უსახურ და უმნიშვნელო დანამატად იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, გერმანელ თუ იტალიელ ვაჭრებს გაახარებთ, რომლებსაც საშუალება მიეცემა თავიანთი პროდუქციის გასაღებისა…

ცხადია, ევროპული ტანისამოსისადმი ინტერესი არ გამორიცხავს, რომ არსებობს სხვა, ჭეშმარიტი და ღრმა ინტერესი ევროპისადმი, და მაინც, ზოგიერთი ქართველის სწრაფვა დასავლეთისაკენ ცოტა არ იყოს ზედაპირულად მეჩვენება. ეს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. იმის თქმა მსურს, რომ ვიდრე ერთიან ევროპასა და ევროგაერთიანებაზე ვისაუბრებთ, ამ გაერთიანების ცალკეულმა ნაწილებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ. გერმანიაში, მაგალითად, დღეს ასეთი ვითარებაა: უმაღლეს სასწავლებლებში ლიტერატურისა და მსგავსი დარგების კათედრები იხურება, რადგანაც სახელმწიფო ბიუჯეტის დიდ ნაწილს ტექნიკურ ინდუსტრიაში დებს. აი, ასეთ პირობებში ვის დააინტერესებს, ვთქვათ, საქართველოს ერთი პატარა რეგიონის, სვანეთის, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები? ანდა ვინ დაინტერესდება ქართული ლიტერატურის გერმანულ ენაზე თარგმნით? მე კი ეს საკითხები მით უფრო მაღელვებს მას შემდეგ, რაც თქვენი თვითმყოფადი კულტურა გავიცანი.

– თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება ქართულ ლიტერატურაზე: რომელი მწერლები მიგაჩნიათ საინტერესოდ არა მხოლოდ პირადად თქვენთვის, არამედ ზოგადად ევროპელი მკითხველისათვის? მხოლოდ კლასიკოსებს როდი ვგულისხმობ: რომელ თანამედროვე ავტორს თუ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიანიჭებდით განსაკუთრებულ
მნიშვნელობას?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ქართულ ლიტერატურაში ძალზე ბევრ მითოლოგიურ მოტივს მივაგენი და სიამოვნებით განვაგრძობ მათთვის თვალის მიდევნებას. ქართული ლიტერატურის შესწავლა ჯერ ეს-ესაა დავიწყე.

თბილისში ასე თუ ისე გავეცანი ისეთ კლასიკოსთა შემოქმედებას, როგორებიც არიან შოთა რუსთაველი, გრიგოლ აბაშიძე, კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ოთარ ჭილაძე და სხვანი. გერმანიაში აუცილებლად განვაგრძობ ამ მიმართულებით კვლევას, რადგანაც, როგორც კომპარატისტი, დაინტერესებული ვარ უცხო ქვეყნების ლიტერატურით.

ამ პროცესში მხოლოდ კითხვითა და მეცნიერული კვლევით არ ვიფარგლები, არამედ ვცდილობ, როგორც მწერალმა, სხვა ავტორთა სტილისტიკა გავითავისო და შემოქმედებითად გამოვიყენო მათი გამოცდილება. ქართველი ავტორების სტილი ძალზე ნათელი და სადაა და, იმავდროულად, მას მითოსურ განზომილებებში შევყავართ.

ქართველი მეგობრები მიამბობენ, რომ ჩემი თაობის (30 წლამდე) მწერლებს განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი შემოქმედების გამოქვეყნება, რადგან მწერლურ საქმიანობას თქვენთან, როგორც ჩანს, გარკვეულ ასაკობრივ სიმწიფეს უკავშირებენ. მე ვისურვებდი, რომ თქვენმა ახალგაზრდა ნიჭიერმა მწერლებმა მეტი აღიარება მოიპოვონ სამშობლოში და შემდეგ, ადრე თუ გვიან, მის ფარგლებს გარეთაც. ახალგაზრდული ლიტერატურა ძალზე ხშირად სრულიად მოულოდნელ პერსპექტივებს ხსნის მკითხველის წინაშე. თქვენს შეკითხვას დავუბრუნდები: უძველესი ქართული ტრადიციის (ვგულისხმობ საკუთარი ისტორიის და, უპირველეს ყოვლისა, ფოლკლორში ევროპული მითოსის გაცნობიერებას) კავშირს პოსტმოდერნულ კომპოზიციებთან ყველაზე მკაფიოდ გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში ვხედავ. მოგეხსენებათ, ეს ავტორი გერმანულ ენაზე წერს და ბერლინში ცხოვრობს. სხვათა შორის, თქვენს მკითხველს ვურჩევ, გაეცნოს, – თუკი ჯერ არ იცნობს, – ავსტრიულ ლიტერატურულ ჟურნალ „Salz"-ის სპეცნომერს, რომელიც მთლიანად ქართულ ლიტერატურას ეძღვნება (2007 წლის მარტი, # 115).

იგი დათო ბარბაქაძისა და „Salz"-ის რედაქციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამ კრებულში წავაწყდი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ჩემთვის ძალზე საინტერესო ტენდენციას, რომელიც, ერთი მხრივ, ხანგრძლივ ტრადიციას ეყრდნობა, მეორე მხრივ კი, ცდილობს გაარღვიოს ტექსტის ზედაპირი. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებებში წერის პროცესია თემატიზირებული: მკითხველი უბრალოდ კი არ კითხულობს თეთრ ფურცელზე დაბეჭილ შავ ასოებს, არამედ ყოველ ნაბიჯზე უწევს იმის გაცნობიერება, რომ ტექსტის კითხვაშია ჩართული.

ეს მას სრულებით არ უშლის ხელს, მონათხრობი ამბით დატკბეს. ეს მიმართულება ჯერ კიდევ ქართულ სიმბოლიზმში იყო შესამჩნევი, რომელსაც სრულად ჰქონდა გააზრებული თავისი კავშირი ფრანგულ პოეზიასთან. სამწუხაროდ, გერმანიაში გდრ-ს გაუქმების შემდეგ შეწყდა ქართული ლიტერატურის თარგმნის პროცესი. დღეს აუცილებელია ხელახლა გავუღვივოთ გერმანელ მêითხველს ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი. სწორედ ამიტომ ძალზე მახარებს, რომ დღეს საქართველოში ბევრი ნიჭიერი მთარგმნელი (განსაკუთრებით ბევრი მთარგმნელი ქალი გავიცანი აქ ყოფნისას) ენერგიულად და კვალიფიციურად მუშაობს ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გასაძლიერებლად.

– ქართველების ეროვნული სახასიათო თვისებებიდან, ანდა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების გარემოებასთან რომელზე გაამახვილებთ ყურადღებას თქვენს წიგნში?

– საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრულ თანადგომას: ხანდახან, ფულის ან სხვა საშუალებების ნაკლებობის მიუხედავად, ხალხი მაინც ცდილობს, ერთმანეთს მხარში ამოუდგეს და საერთო ძალებით დასძლიოს ესა თუ ის პრობლემა. მეორე მხრივ, არაერთხელ შევესწარი ქუჩაში საკმაოდ ხმაურიან და უხეშ სცენებს.

ეს, ალბათ, ქართველ მამაკაცთა ტემპერამენტთანაა დაკავშირებული. ასევე ვერ ვიზიარებ თქვენი ხალხის განსაკუთრებულ სიყვარულს ავტომანქანით მგზავრობისადმი. გერმანიაში, იმ წრეში, რომელთანაც მე ვურთიერთობ, სამგზავროდ უფრო მეტად ველოსიპედს, ავტობუსსა და მატარებელს იყენებენ. ჩემს წიგნში მსურს ხაზი გავუსვა ქართველების უნარს, დიდი გაჭირვების მიუხედავად, არ დაყარონ ფარ-ხმალი და განაგრძონ დაწყებული საქმე. თქვენი მითოლოგიური გმირი ამირანი თანამედროვე ვითარების სიმბოლოდ მესახება.

განსაკუთრებულად მძიმე, კრიტიკულ მომენტებში ეროვნული გმირი თავს წამოჰყოფს ხოლმე ქართველთა გულებში და ყურში გამამხნევებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებს. საქართველოს შფოთიანი და სისხლიანი ისტორია აქვს. მინდა ჩავუღრმავდე ამ „ტრადიციას" და გამოვარკვიო, შესაძლებელია თუ არა დღეს ამ ქვეყნისათვის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ამასთან, არ გამომრჩენია ისòú, რომ დღესდღეობით ქართველებისათვის მითოლოგიაზე ბევრად უფრო დიდ როლს რელიგია თამაშობს.

– უცხოდ თუ გრძნობთ თავს თბილისში? თუ მართლაც ასეა, მაშინ გთხოვთ დააკონკრეტოთ, რაში გამოიხატება ეს სიუცხოვე?

– დიახ, უცხოდ ვგრძნობ თავს. ეს ქუჩაში გასვლისთანავე იწყება, როდესაც გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერას ვიჭერ. იმთავითვე მატყობენ, რომ ევროპელი ვარ. ალბათ, ჩემი სახის, თვალების გამო. საყიდლებზე რომ გამოვდივარ, ცნობისმოყვარე მზერïს ცნობისმოყვარე კითხვებიც ემატება, რომლებსაც სიამოვნებით ვპასუხობ.

სიუცხოვეს, პირველ რიგში, რასაკვირველია, ჩემი ენობრივი ბარიერი ქმნის. არსებობს ფილმი (ბილ მარისა და სქარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით). მეც იგივე მდგომარეობაში ვარ: თარგმანში ვარ გზააბნეული, მაგრამ ვცდილობ ეს მდგომარეობა გამოვიყენო ჩემს პროექტში, რადგან იმისათვის, რომ გადავცურო ეს მანძილი გერმანული ნაპირიდან ქართულ ნაპირამდე, თარგმანია საჭირო. მხოლოდ ენობრივ თარგმანს როდი ვგულისხმობ: საჭიროა კულტურულ და ფსიქოლოგიურ ბარიერàï გადალახვაც.

– თქვენს მხატვრულ ფრაგმენტში „ჩამოშვებული ხორთუმი" „წითელი ჯვრის" საქმიანობას აღწერთ. რატომ გაინტერესებთ ეს თემა?

– თემატიკის შერჩევისას რაღაც კონკრეტულ ფილოსოფიურ კონცეპციას არ მივყვები, არამედ ვირჩევ ნებისმიერ თემას, რომელიც საკმაო შემოქმედებით ასპარეზს მთავაზობს. ამ ტექსტში მე გამოვხატე ჩემი ინტერესი იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ბედისწერის უმძიმესი დარტყმების გამო თანდათან ქუჩის აზრსმოკლებულ და საზარელ ცხოვრებამდე დაეცნენ.

აგვისტოს დასაწყისიდან მოკიდებული საქართველოში უამრავი ახალი შთაბეჭდილება შევიძინე და არავითარ შემთხვევაში არ მსურს თვალი დავხუჭო რეალობაზე: პრინცებისა და ჯადოქრების შესახებ ზღაპრების წერის მაგიერ მწერალმა მის გარშემო არსებული რეალობა უნდა ასახოს. რა თქმა უნდა, მან ეს რეალობა სტილისტურად, შემოქმედებითად უნდა დაამუშავოს. მხოლოდ ამის შედეგად იძენს მხატვრული ტექსტი მიმზიდველობას მკითხველისათვის.

– დასასრულს გთხოვთ გვიამბოთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. ისურვებდით თუ არა შემდგომშიც, სტიპენდიით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელებას?

– მალე უნდა გავემგზავრო და, მართალი გითხრათ, მიჭირს საქართველოსთან დამშვიდობება, რადგან აქ ძალზე ბევრი მეგობარი შევიძინე, თუმცა ისევ და ისევ მიწევს ამის გამეორება: „მე ქართული ცოტა ვიცი" (ქართულად ამბობს). სიამოვნებით უფრო დიდი ხნითაც დავრჩებოდი, მაგრამ გერმანიაში რამდენიმე პროექტი მელოდება, პირველ რიგში, ჩემი დისერტაცია, რომლის დასრულებასაც გაისად ვაპირებ. როგორც უკვე ვთქვი, ვაპირებ ბოლომდე დავწერო საქართველოს შესახებ წიგნი. მას კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება.

სხვა წიგნებსაც ვგეგმავ. მაგალითად, მინდა დავწერო რომანი ალქიმიკოსის შესახებ. რომანის პერსონაჟები და მოვლენების განვითარება ჯერ კიდევ ზუსტად არ მაქვს წამოდგენილი. უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ კვლავ ჩამოვალ საქართველოში გაზაფხულზე. მსურს განვაგრძო თქვენს ქვეყანასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ამით ჩემი ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნასაც ვგულისხმობ. სიხარულით მოველი საქაîთველოსთან მომავალ შეხვედრას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1044 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები