პარასკევი, 29.03.2024, 02:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » გაეროს დროშა.
20:36
გაეროს დროშა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა მიიღეს 1947 წლის 20 ოქტომბერს. ის წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური ემბლემის თეთრი ფერის გამოსახულებას ცისფერ ფონზე. დროშას საფუძვლად დაედო გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციისათვის შექმნილი ლოგო.

1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს უნდოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე, დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა - ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა - დონალდ მაკლაფლინის ესკიზების მიხედვით.

ფონის ცისფერი ფერი შეირჩა, როგორც "წითლის, ომის ფერის, საწინააღმდეგო". ზეთისხილის რტოები მშვიდობის სიმბოლოა, მსოფლიოს რუკა კი გამოხატავს ყველა ერს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები