პარასკევი, 19.04.2024, 21:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » გაეროს განვითარების პროგრამა.
20:38
გაეროს განვითარების პროგრამა.

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme, UNDP) - დაარსებულია 1965 წელს გაეროსგენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.

გაეროს განვითარების პროგრამის რეზიდენტები მუშაობენ მსოფლიოს 150 ქვეყანაში და ფაქტიურად წარმოადგენენ გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით.

ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია მარკ მალოქ-ბრაუნი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 963 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები