ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » საერთაშორისო სასამართლო ორგანოები.
21:02
საერთაშორისო სასამართლო ორგანოები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) არის 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ.


გაეროს საერთაშორისო სასამართლო

საერთაშორისო სასამართლო — გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა (ნიდერლანდი).


ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო — ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, მდებარეობს ლუქსემბურგში, შედგება 25 მოსამართლისა და 8 გენერალური ადვოკატისაგან, რომლებიც ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე 6 წლის ვადით. სასამართლოს ფუქციაა, უზრუნველყოს თანამეგობრობის აქტების ინტერპრეტაცია და განხორციელება სადამფუძნებლო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

ევროპულ თანაბეგობრობათა სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც უფლება აქვს, გამოიტანოს დასკვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის სწორი ინტერპრეტაციის თაობაზე. სასამართლო იღებს და იხილავს შემდეგი ტიპის სარჩელებს:
სარჩელი ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ;
სარჩელი თანამეგობრობის აქტის ბათილობის შესახებ;
სარჩელი თანამეგობრობის რომელიმე ორგანოს უმოქმედობის შესახებ;
სარჩელი ზიანის მიყენების შესახებ;
ეროვნული სასამართლოს მოთხოვნა თანამეგობრობის კანონმდებლობის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე.

ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო უშუალოდ იხილავს მხოლოდ იმ სარჩელებს, რომელიც ევროკომისიის ან წევრ–სახელმწიფოთა მიერ არის შეტანილი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ სარჩელები თანამეგობრობის აქტის ბათილობის, თანამეგობრობის ორგანოს უმოქმედობის და ზიანის ანაზღაურების შესახებ თანამეგობრობათა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებათა გასაჩივრება ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლოში შეიძლება. თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სურს დააყენოს საკითხი წევრი–ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, მას შეუძლია მიმართოს ევროკომისიას, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ფაქტები, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს ქვეყანას ვადა მათ გამოსასწორებლად და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა აღძრას საქმე თანამეგობრობათა სასამართლოში.


საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ლოგო

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო — პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო დანაშაულებებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის სტატუტით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან. სასამართლოს რეზიდენცია მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა სხდომები ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაიმართოს. ეს არ არის იგივე, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, თუმცა სხვა კომპეტენცია აქვს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2186 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები