შაბათი, 20.04.2024, 10:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ეგვტერი.
22:25
ეგვტერი.

ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს:
მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო.
ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგენული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო.

აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი).

VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.

საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფეოდალური მიწისმფლობელობის თავისებული ფორმის წარმოშობა. XV საუკუნიდან დიდ საეკლესიო სამონასტრო ცენტრებში — მცხეთაში, ალავერდში, შიომღვიმეში, გელათში, ბიჭვინთაში და სხვა.

შეიქმნა რამდენიმე საეკვდრო ფეოდაური ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ეგვტერს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი ქინამძრვარი და სხვა მსახური, ეგვტერში პატრონის, დიდი ფეოდალის — შემწირველის, სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვა).

ეგვტერს დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება გლეხებისა და მამულების სახით, რომლის შემოსავალი მხოლოდ ეგვტერის საჭიროებას ხმარდებოდა. XV საუკუნიდან ეგვტერს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო".

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1084 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები