22:41 ბაზილიკა. | |
წმ. პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში. ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად ყოფას. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ჩნდება. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას -- არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს. | |
|