პარასკევი, 19.04.2024, 04:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » კოშკი.
22:54
კოშკი.

კოშკი, გეგმით მართკუთხა, მრავალკუთხა ან წრიული ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად დიდია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვა). კოშკი აღმართულია განცალკევებით, ან წარმოადგენს შენობის ნაწილს. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტექტურულ ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კოშკი, შუქურა), საინფორმაციო ნაგებობას (წყალსაწნევი კოშკი, რადიო- და ტელეანძები), აგრეთვე კოსმოსურ ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კოშკი).

კომპოზიციურად კოშკი ხშირად წარმოადგენდა ქალაქის ხუროთმოძღვრულ დომინანტს. ცნობილია „დახრილი კოშკი" პიზაში (1174-1372, სიმაღლე 56 მ), კოშკი კამპანილე პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888-1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 100 მ), მოსკოვის კრემლის კოშკები (XV-XVII სს.), ეიფელის კოშკი (1889, სიმაღლე დაახლოებით 300 მ, ინჟინერი ა. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კოშკებს აგებენ ფოლადის, ხის, რკინაბეტონისა და ქვისაგან მეტეოროლოგიური დატვირთვის (ქარი, ტემპერატურა, შემოყინვა) გათვალისწინებით.

ქართული კოშკის ისტორია.


ტერმინი კოშკი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. მანამდე უწოდებდნენ გოდოლს, მურყვამს. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო გეგმით მართკუთხა ან მრგვალი, აგრეთვე ზურგიანი (ერთი ბრტყელი ფასადი და მომრგვალებული ზურგი) კოშკები. სახურავის ფორმისა და საბრძოლო საშუალებათა მიხედვით გვხვდება.


ციხე-კოშკები, რომელთაც ბანიანი სახურავი და ქონგურებიანი პარაპეტი აქვს (უპირატესად ქართლ-კახეთის ბარში);
ორფერდასახურავიანი კოშკები, რომელთაგან ზოგს საბრძოლო ჩარდახები (თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი) ან დუროები (სვანეთი, რაჭა) აქვს;
სიპედიანი კოშკები საფეხუროვან-პირამიდული სახურავითა და ჩარდახებით (ხევსურეთი, თუშეთი). დუროებიანი და სიპედიანი კოშკების (სიმაღლე ზოგჯერ 25 მ) კომპოზიციის აოფმრბი უნიკალურია და კავკასიის გარდა არსად მოიპოვება.

კოშკს იყენებდნენ აგრეთვე საცხოვრებლადაც. ჩვეულებრივ ეს იყო სართულიანი ნაგებობა ბოსლითა (ქვედა სართულში) და საბრძოლო ბაქნით (ზედა სართულში). სვანეთში (მესტია, უშგული), ხევსურეთში (შატილი, მუცო), თუშეთი (ომალო, დართლო), ზემო რაჭაში (ღები, ჭიორა) კოშკური სახლის რამდენიმე ტიპით შექმნილია რელიეფთან ოსტატურად შეხამებული ანსამბლები. ქართლ-კახეთში გვიანდელი საგვარეულო კოშკების I სართულში ხშირად მარანს ან წყაროს აწყობდნენ.


მუცო.


                                შატილი.


                                        დართლო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1496 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები