პარასკევი, 29.03.2024, 13:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » გუგენჰაიმის მუზეუმი (ბილბაო).
23:38
გუგენჰაიმის მუზეუმი (ბილბაო).

მუზეუმის ფასადის დეტალი.


ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.

შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის მტკიცებით შენობას არცერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.

ჯეფ კუნსის ლეკვი, 1992.

შენობა, რომელიც საპორტო ქალაქში დგას, შორიდან აფრიან გემს ჰგავს. მისი ამრეკლი პანელები თევზის ქერცლს ემსგავსება, რაც გამოძახილია გერის დიზაინში განმეორებადი სხვა ორგანული ფორმების და ერწყმის მდინარე ნერვიონს, რომლის პირასაც ის მდებარეობს. შენობა იმენად ჰაეროვანია, რომ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფორმას იცვლიდეს, როცა ქუჩის მხრიდან აკვირდები.

ასევე გერის სიტლისთვის ტიპიურად შენობა ტექნოლოგიის პერიოდის უნიკალური პროდუქტია. შენობის კონსტრუქციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალიზაციებს. კომპიუტერულმა სიმულაციებმა შესაძლებლობა მისცა ინჟინრებს შეექმნად ისეთი ფორმები, რომელიც ადრეული პერიოდის არქიტექტორებისთვის თითქმის მიუწვდომელი იყო. კონსტრუქციის მშენებლობის დროს ქვის პანელები ლაზერით დაიჭრა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად შენობის ფასადის გრანდიოზულობისა მდინარის მხრიდან, ის საკმაოდ სადად გამოიყრება ქუჩის მხრიდან და მის შემოგარენს არ ჩრდილავს.

მუზეუმისთვის ეს ადგილი შეირჩა ქალაქ ბილბაოსა და მთლიანად ბასკეთის ეკონომიკური და კულტურული გადახალისების მცდელობის პროექტის ფარგლებში. შენობის გახსნიდან თითქმის მყისვე ბილბაო ტურისტების პოპულარული ადგილი გახდა, მოიზიდა რა დამთვალიერებლები მთელი მსოფლიოდან. როგორც ამბობენ, მუზეუმმა ბილბაო მსოფლიო რუქაზე დასვა.



მუზეუმის გამოფენები ხშირად იცვლება, თუმცა ყველაზე ხშირად აქ მე-20 საუკუნის ხელოვნება ჭარბობს და ტრადიციულ ფერწერასა და სკულპტურებს მუზეუმი უფრო ინსტალაციურ და ელექტრონულ ფორმებს ამჯობინებს. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის შეფასებით თაავდ შენობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის სრულიად ჩრდილავს მუზეუმის კოლექციას.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1221 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები