შაბათი, 20.04.2024, 15:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი.
23:45
ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი.

მუზეუმის მთავარი ფასადი.

cვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი (Victoria and Albert Museum) — დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში; მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონი; დაფუძნდა 1852 წელს. შესვლა 2001 წლიდან უფასოა.

მუზეუმი თავდაპირველად დაარსდა, როგორც სამხრეთ კენსინგტონის მუზეუმი 1851 წლის |დიდი გამოფენის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბუნების ისტორიის მუზეუმის, როიალ ალბერტ ჰოლის, ალბერტის მემორიალისა და მეცნიერების მუზეუმთან ერთად.

ერთობლიობაში ისინი ქმნიან კულტურულ დაწესებულებათა კომპლექსს, ცნობილს სახელით ალბერტოპოლისი. პირველი ხელმძღვანელი იყო სერ ჰენრი კოული, რომელიც ასევე ორგანიზატორი იყო დიდი გამოფენის და, რომელმაც მუზეუმის კოლექციისთვის რამდენიმე ობიექტი ამ გამოფენაზე შეიძინა.

წლების განმავლობაში მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ნივთი შემატა საკუთარ კოლექციას. თავდაპირველად მუზეუმში გამოფენილი იყო ხელოვნებისა და მეცნიერების ექსპონატები, რათა მნახველი ამ დარგებში მიღწევების ნიმუშებით დაეინტერესებინა.

ამ პერიოდში ითვლებოდა, რომ ეს მომხმარებელთა, მწარმოებელთა და დიზაინერთა გემოვნებას გააუმჯობესებდა, რაც ზოგადად კულტურასა და ეკონომიკასაც აამაღლებდა

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 962 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები